სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს ახალ პასპორტებთან დაკავშირებით. კერძოდ, ბოლო დღეებია მოქალაქეები აცხადებენ, რომ ახალი პასპორტის აღების შემდეგ მათ იუსტიციის სახლიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დოკუმენტი ხარვეზიანია და უნდა გამოცვალონ. „გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან …
Tag Archives: ბიომეტრული პასპორტი
საქართველოში ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა იწყება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იწყება ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა. სააგენტოს ინფორმაციით, ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც 2025 წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს. ამასთან, „აღსანიშნავია, რომ საფასურები იგივე რჩება. ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით“ – წერს სააგენტო. ანუ, უკვე გაცემული …
Continue reading “საქართველოში ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა იწყება”
დამატებითი დაცვის მქონე უცხოელისთვის სამგზავრო პასპორტის ფორმა დაამტკიცეს
საქართველოში პირადობის და სხვა მოწმობების, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ასევე სამსახურებრივი თუ სამგზავრო პასპორტების ფორმები იცვლება. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები – რომლებშიც ცვლილებები რამდენჯერმე შეიტანეს, 2025 წლის 4 ივნისის ნაცვლად, 6 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს. ერთ-ერთ ბრძანებაში შეტანილი ბოლო ცვლილებით კი დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმა დაამტკიცეს. დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გარე ყდის …
Continue reading “დამატებითი დაცვის მქონე უცხოელისთვის სამგზავრო პასპორტის ფორმა დაამტკიცეს”
როდის დაიწყება ახალი ფორმის პირადობისა და პასპორტის გაცემა
საქართველოში ახალი ფორმის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 1-ელ აგვისტომდე გადაწიეს, მოგვიანებით კი 6 ოქტომბრამდე. ამასთან, ძველი ფორმის დოკუმენტების გაცემის ვადა გაახანგრძლივეს 2026 წლის იანვრამდე. იუსტიციის მინისტრის მიერ 5 თვის წინ გამოცემული შესაბამისი ბრძანებების მიუხედავად, დღემდე უცნობია როდის დაიწყებენ ახალი დიზაინის მოწმობებისა და პასპორტების გაცემას. …
Continue reading “როდის დაიწყება ახალი ფორმის პირადობისა და პასპორტის გაცემა”
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმა იცვლება
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმა იცვლება. შესაბამის ბრძანებას ხელი „ოცნების“ მთავრობის იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა ხელი 2025 წლის 3 აპრილს მოაწერა [ოხანაშვილი სუსის უფროსად ინიშნება] იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანებით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარდა დამტკიცდა ასევე „ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული …
Continue reading “საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმა იცვლება”
ემიგრანტები პასპორტს ნახევარ ფასად, პირადობის მოწმობას კი უფასოდ მიიღებენ – იუსტიცია
24 მაისიდან 7 ივნისამდე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი – უფასოდ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე: [checklist] რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი; რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა; რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს. [/checklist] …
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს უფასოდ მიიღებენ
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირველი მაისიდან პირველ ივნისამდე პერიოდში ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას, ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს“. ამავე …
Continue reading “უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს უფასოდ მიიღებენ”
ვინ მიიღებს უფასოდ პასპორტსა და პირადობის მოწმობას 1 აპრილიდან 1 მაისამდე
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე ის მოქალაქეები, რომლებიც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობენ, უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა. ამავე წყაროს ცნობით, უფასოდ შეუძლიათ პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც. „2020 წლისთვის, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, ოდირის (ODIHR) დადებითი დასკვნის …
Continue reading “ვინ მიიღებს უფასოდ პასპორტსა და პირადობის მოწმობას 1 აპრილიდან 1 მაისამდე”
140 მილიონი ლარი ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობების ბლანკების შესაძენად
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს – ელექტრონული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკებს თანმდევი მომსახურებით, ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 140 მილიონ 632 ათას 631 ლარია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირია. ის გასცემს ელექტრონულ პასპორტებს 2010 წლიდან, ხოლო პირადობის ელექტრონულ მოწმობებს – 2011 წლიდან. …
Continue reading “140 მილიონი ლარი ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობების ბლანკების შესაძენად”
რომელი პასპორტით შეგვიძლია წავიდეთ ევროპაში?
ვიზალიბერალიზაციის პირობებით სარგებლობა ბიომეტრული პასპორტებითაა შესაძლებელი. ამ პასპორტის აღების საფასური 104 ლარია. ბიომეტრულ პასპორტებს იუსტიციის სახლები 2011 წლიდან გასცემენ. „ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა ამ დროიდან გაცემული ნებისმიერი პასპორტი ბიომეტრული, „იუსტიციის სახლის“ ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ყველა პასპორტი არ არის ბიომეტრიული: „ზოგჯერ, როცა მოქალაქე ვერ ახერხებს იუსტიციის სახლში მისვლას და შეუძლებელია მისი თითის ანაბეჭდის აღება, …
Continue reading “რომელი პასპორტით შეგვიძლია წავიდეთ ევროპაში?”