Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე გაიზარდა. მათი წილი მეორეულ ბაზარზე 50%-ია. გასული წლის თებერვალთან შედარებით უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე 53.9%-ით, ხოლო მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა. 2026 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 1 315 ერთეულია, …
Tag Archives: ბინების გაქირავება
როგორ დავიბრუნოთ გაქირავებული ბინა მარტივად? – ინტერვიუ კანონში ცვლილებაზე
საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის დაკვირვებით, გაქირავებული ბინის უკან დაბრუნება განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა პრობლემური. იურისტის თქმით, მას არაერთი მოქალაქე აკითხავს შეკითხვით: როგორ დაიბრუნოს ბინა, რომელიც გააქირავა? გამოსახლებისთვის სასამართლო პროცესი აღარ იქნება საჭირო – ცვლილებები იუსტიციის მინისტრმა უკვე დააანონსა, თუმცა კანონპროექტი ჯერ არ არსებობს. რა მოხდება ამ შემთხვევაში, როცა მოსამართლე გამოსახლების საქმეებს …
Continue reading “როგორ დავიბრუნოთ გაქირავებული ბინა მარტივად? – ინტერვიუ კანონში ცვლილებაზე”
„რუსებმა თვითონ გახსნეს სამაკლეროები“ – ბათუმში ბინას იაფად ვეღარ იქირავებთ
ბათუმში ბინის ქირის გაზრდილ ფასზე საუბარს შესაძლოა უკვე ყველგან შეესწროთ – ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერსიტეტსა თუ სოციალურ ქსელებში. ბინების გაქირავების ბაზარზე სიტუაცია ბათუმში განსაკუთრებით მწვავდება ახლა, როცა გამქირავებლები ბინის დაცლას ითხოვენ მაისის ბოლომდე იმ მიზეზით, რომ ბინა სეზონზე დღიურად ტურისტებს მიაქირაონ. რას სთავაზობს ბაზარი ამ შემთხვევაში სტუდენტებს ან ბათუმში სამუშაოდ ჩამოსულ ადამიანებს, რომლებიც ქირით ცხოვრობდნენ …
Continue reading “„რუსებმა თვითონ გახსნეს სამაკლეროები“ – ბათუმში ბინას იაფად ვეღარ იქირავებთ”
„მადლობა სამშობლოვ, რომ მწიხლავ“ – სტუდენტი ბინის ძიებაში
ბათუმის უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ისიც კი არ ვიცოდი, ავტობუსში ბარათი როგორ გამეტარებინა. ჩემმა ნათესავმა უნივერსიტეტში ჩაბარება 50 ლარის ჩუქებით მომილოცა. იცით, რამდენი ხანი ვიჯექი საქართველოს ბანკის სტაფილოსფრად შეღებილ რკინის სკამებზე და ვაკვირდებოდი ადამიანებს, რომლებიც ბანკომატიდან ფულს ხსნიდნენ? მგონი, ვერ გამოიცნობთ. ადამიანები სულ ზურგით დგებიან და რთულია კარგად დაინახო, რა თანმიმდევრობით ასრულებენ მოქმედებებს ანგარიშიდან თანხის მოსახსნელად. …
Continue reading “„მადლობა სამშობლოვ, რომ მწიხლავ“ – სტუდენტი ბინის ძიებაში”
„ბათუმში ქირის ფასს ახლა რუსები განსაზღვრავენ“ – რამდენად გაძვირდა ბინები
„მაგალითად, 40 კვადრატულ მეტრ ბინას რომ ვაქირავებდი ომამდე 200 დოლარად, ახლა ის ბინა 400 დოლარი ღირს, 400-დოლარიან ბინებს კი, 800 დოლარად ან მეტადაც ვაქირავებთ. ქირის ფასი ბათუმში მინიმუმ გაორმაგდა,“ – ამბობს ნინო მხეიძე, უძრავი ქონების აგენტი ბათუმიდან. უძრავი ქონების რამდენიმე აგენტს ვკითხეთ: მზარდია თუ არა ისევ ბათუმში საცხოვრებელი ბინის გაქირავების ფასი და რა ღირს საშუალოდ? …
Continue reading “„ბათუმში ქირის ფასს ახლა რუსები განსაზღვრავენ“ – რამდენად გაძვირდა ბინები”
სტუდენტი ბათუმიდან, რომელიც ბინას თბილისში 2 თვე ეძებდა
22 წლის ბათუმელი ამირან დოლიძე თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში სტრატეგიულ კომუნიკაციებზე სწავლობს. ის მესამე კურსზეა და სწავლის გასაგრძელებლად დედაქალაქში ამ დღეებში ბრუნდება. ამბობს, რომ ბინის ძებნა, სადაც თბილისში იცხოვრებდა, მეორე კურსის დასრულებისთანავე დაიწყო: „ვიცოდი, რა სიტუაციაც იქნებოდა, რომ მიაწყდებოდნენ ბინებს და, შესაბამისად, დავრჩებოდი ბინის გარეშე. ეს რომ არ მომხდარიყო, ბინის ძებნა თავიდანვე, ივლისში დავიწყე“. ამის მიუხედავად, …
Continue reading “სტუდენტი ბათუმიდან, რომელიც ბინას თბილისში 2 თვე ეძებდა”
ბინის ქირა გაგვიძვირეს, ვეღარ ვიხდით – ბათუმში აქცია მიმდინარეობს
ბათუმში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბინის ქირის გაზრდის გამო თავშესაფრის გარეშე დარჩნენ და მთავრობისგან დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვენ. დღეს, 27 აპრილს, ბათუმში ათამდე მოქალაქემ გამართა აქცია. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ სოციალურად დაუცველია. მათი თქმით, ტურისტების დიდი ნაკადის შემოსვლის გამო, ბინების მეპატრონეებმა რეგიონის მასშტაბით გააორმაგეს ბინის ფასები, რის გადახდასაც ისინი ვერ ახერხებენ. მოქალაქეები ბათუმში, თავდადებულის …
Continue reading “ბინის ქირა გაგვიძვირეს, ვეღარ ვიხდით – ბათუმში აქცია მიმდინარეობს”
რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას აღარ გიბრუნებენ – იურისტის განმარტება
რა დრო დასჭირდება სასამართლო განხილვას და მერე გადაწყვეტილების აღსრულებას, როცა ბინა გააქირავე და უკან ვეღარ იბრუნებ? – „ბათუმელები“ 2021 წლის 17 ივნისს წერდა შემთხვევის შესახებ, როცა მოქალაქემ ბინა 4 წლის წინ გააქირავა, ხოლო დამქირავებელი ქირას აღარ იხდის და არც ბინის დაცლას აპირებს. რა უნდა გაითვალისწინო, ვიდრე ბინას აქირავებ? – კითხვებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის …
Continue reading “რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას აღარ გიბრუნებენ – იურისტის განმარტება”
სახელმწიფო Airbnb-ით ბინების გაქირავებაზე გადასახადის დაწესებას აპირებს
ტურიზმის ადმინისტრაცია რეგულაციებზე იწყებს მუშაობას, რომლითაც Airbnb-ზე ბინის გაქირავების სერვისი დარეგულირდება. „Airbnb-ი გახდა ძალიან ბევრი სასტუმროს კონკურენტი და შეაწუხა სასტუმროები, უხეშად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციამ. ამ მიმართულებით იგეგმება ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, თუ როგორ დარეგულირდა სხვა ქვეყნებში ეს. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაცა გადასახადს არ …
Continue reading “სახელმწიფო Airbnb-ით ბინების გაქირავებაზე გადასახადის დაწესებას აპირებს”