„გამიგია“ – რას ამბობს ელისო ბოლქვაძე ბათუმის კინოფესტივალის დაფინანსებაზე

16 აპრილს ელისო ბოლქვაძემ აჭარის კულტურის სამინისტროს ანგარიში წარადგინა უმაღლეს საბჭოში, სადაც გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ნინო ჩხეტიამ მას შეკითხვა დაუსვა საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის, BIAFF-ის დაფინანსებაზე. „ეს ფესტივალი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მარტო ჩემთვის. რა იცით ბიაფის შესახებ, რა გააკეთა სამინისტრომ ამ ხნის განმავლობაში ფესტივალთან დაკავშირებით და თუ არაფერი გაუკეთებია, რატომ არ …

რა ფილმებს ნახავთ ბათუმში „ბიაფის“ კინოკვირეულზე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF ბათუმში შაბათს, 13 დეკემბერს გაიხსნება და 17 დეკემბრამდე გასტანს. წელს „ბიაფი“ შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში მხოლოდ კინოკვირეულს წარმოადგენს და არა საკონკურსო პროგრამას. „ბიაფის“ კინოკვირეულზე ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია. რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, სანდენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და …

„ლურჯი მოცვი” – დოკუმენტური ფილმის ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან ბათუმის კინოფესტივალზე

ხვალ, 29 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმი „ლურჯი მოცვი“. კინოჩვენების შემდეგ მაყურებელს შესაძლებელობა ექნება შეხვდეს რეჟისორს და ფილმის შესახებ ესაუბროს. კინოფესტივალი წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-ის [მისამართი: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 29]  დარბაზებში გაიმართება. „კავეაში“ კინოჩვენებაზე დასწრება ბილეთებით იქნება შესაძლებელი. ბილეთის ფასი 3, 5 და 7 ლარია. ბილეთის შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ. …

12 ფილმი, რომელიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

27 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF-ი გაიხსნა. კინოფესტივალი, რომელიც უკვე 19 წელია იმართება ბათუმში, 3 ოქტომბრამდე გასტანს. ამ პერიოდში ნაჩვენები იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან. „ბათუმელები“, რომელიც წლებია „ბიაფის“ მხარდამჭერია, ტრადიციულად გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელთაც უკვე მიიქციეს სხვადასხვა კინოფესტივალზე ყურადღება და კარგი …

ბიაფზე გამარჯვებული ფილმები – კინოფესტივალი დასრულდა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოს მე-17 საერთაშორისო ფესტივალი  BIAFF-ი დასრულდა. უკვე ცნობილია ის ფილმები, რომლებმაც წელს ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ფესტივალის მთავარი პრიზი, გრანპრი –  „კლონდაიკი“, მარინა ერ გორბაჩი – თურქეთი/უკრაინა, 2022 საუკეთესო რეჟისურა –  მარინა ერ გორბაჩი ფილმისთვის „კლონდაიკი“ – თურქეთი/უკრაინა, 2022 საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ამირ აგაე ფილმისთვი „ოთხი კედელი“, ბაჰმან გობადი …

რა შეგიძლიათ ნახოთ დღეს, 19 სექტემბერს „აპოლოში“ BIAFF-ზე – აფიშა

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში, დღეს 19 სექტემბერს კინოთეატრ „აპოლოში“ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ფილმები: 12.00 – CINEDOC „ნელი და ნადინი“, მაგნუს გერტენი, შვედეთი/ბელგია/ნორვეგია, 2022. 92 წთ 14.00 – CINEDOC „მაინც ვითამაშებთ“, გიორგი ვარსიმაშვილი, საქართველო, 2022. 85 წთ 16.00 – GEO – „მეოთხე ბრაიტონი“, ლევან კოღუაშვილი, საქართველო/აშშ, 2021 წ. 90 წთ 18.00 – FC1  – „19“, მანიჯე …

ბათუმში საავტორო კინოს ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – ბიაფი დაიწყო. ბიაფი წელს მეჩვიდმეტედ ტარდება. „ეს წელი შევა ბიაფის ისტორიაში საფესტივალო წლად, როდესაც ყველა სახელმწიფო უწყებამ უარი უთხრა ფესტივალს დაფინანსებაზე,” – თქვა გახსნის ცერემონიალზე ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა. მისივე თქმით, შექმნილი ფინანსური სირთულეები ფესტივალის მენეჯმენტმა ნაწილობრივ დაძლია და შესაძლებელი გახდა მისი ჩატარება. ფესტივალის მენეჯმენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ …

როგორ შეიძენთ ფესტივალის საიმიჯო ნივთებს ან აბონემენტს „ბიაფის“ მხარდასაჭრად

2022 წელს სახელმწიფო სტრუქტურებმა „ბიაფისთვის“ ბიუჯეტში თანხა არ გაითვალისწინეს. კინოფესტივალთან რამდენიმეწლიანი პარტნიორობის ტრადიცია ერთდროულად ყველა ყოფილმა პარტნიორმა სახელმწიფო სტრუქტურამ დაარღვია. ფესტივალმა მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მიმართა. #ერთადჩავატაროთბიაფი – ამ ჰეშთეგით ბათუმის კინოფესტივალი ერთგულ მაყურებლებსა და საავტორო კინოს გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ფულადი შეწირულობების გარდა ფესტივალი მხარდამჭერებს საიმიჯო ნივთებს [პრომო მასალები]  და აბონემენტს სთავაზობს. „ბიაფის“ კინოფესტივალის პრომო მასალების ან აბონემენტის …

„ოცნება“ საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა, სადაც „ბიაფის“ დაფინანსებაზე უნდა ემსჯელათ

ბათუმის საკრებულოს სხდომას „ოცნების“ უმრავლესობა არ დაესწრო. რიგგარეშე სხდომა საკრებულოს აპარატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მოთხოვნით დანიშნა, ისე რომ სხდომის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ ყოფილა და მხოლოდ დღეს დილით გამოაქვეყნეს.   სხდომაზე არც საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და მისი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე მივიდნენ. სხდომის შესახებ დღეს დილით გავიგე, გვითხრა საკრებულოს წევრმა „გახარია საქართველოდან“ …

BIAFF-ი ბათუმის ბულვარში თავისუფალ კინოჩვენებებს იწყებს

8 აგვისტოდან BIAFF ბათუმის კინოფესტივალი კინოჩვენებებს იწყებს. კინოჩვენები ბათუმის ბულვარში, რესტორან „ქართული/პონტოს“ ტერასაზე გაიმართება, სადაც დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება BIAFF-ის მენეჯმენტის მიერ შერჩეული ფილმები – ახალი ქართული და ევროპული კინო. მენეჯმენტის ინფორმაციით, კინოსეანსები გაიმართება კვირაში სამჯერ – პარასკევს, შაბათს და კვირას. დასაწყისი – 21.00 საათზე.  დღეში ერთი სეანსი. კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია. ამავე წყაროს ცნობით, პროექტი …

Biaff 2019 – რა ფილმებს აჩვენებენ კინოთეატრ აპოლოში – ყოველდღიური განრიგი

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი Biaff 2019  15-22 სექტემბერს ჩატარდება.  „აპოლოში“ დაგეგმილი საფესტივალო ჩვენებების ყოველდღიური განრიგი ასეთია:   16 სექტემბერი 12.00 –„მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019; 94 წთ. 14.00 – „თეთრი ქარავანი“, ელდარ შენგელაია, საქართველო, 1964; 97 წთ. 16.00 –„სიცარიელე“, ალექსი სალმენპერა, ფინეთი, 2018; 97 წთ. 18.00 –„ბიუზჰალტერი“, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი, 2018; 90 წთ. 20.00 –„ეთერი“, ქშიშტოფ ზანუსი, …

BIAFF 2019 – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიური

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის პროგრამისთვის  ფილმების შერჩევა დაასრულა.  კინოფესტივალის [BIAFF] დამფუძნებელმა ზვიად ელიზიანმა წლევანდელი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა გამოაქვეყნა. წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში  25 ფილმი იქნება წარმოდგენილი, საიდანაც 6 ქართველი რეჟისორის ნამუშევარია. ეს ფილმებია: [checklist] გაბანა, ნიკოლოზ გუგუშვილი, საქართველო, 2019; 30 წთ კარს მიღმა, ნიკა ქურდაძე, …

ბათუმის ბულვარში 2 აგვისტოდან უფასო კინოჩვენებები იწყება – ბიაფფიადა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] ბათუმის ბულვარში კინოჩვენებებს იწყებს. ბულვარში 10 თანამედროვე ქართულ, 4 – კინოკლასიკას და 8 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. კინოჩვენებები გაიმართება ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, 2, 3, 9, 11, 12, 23, 24, 25 აგვისტოს. გაიმართება დღეში ორი კინოსეანსი: 20:30 საათზე და 22:30 საათზე. კინოჩვენებები ბათუმის გარდა აჭარის რამდენიმე რეგიონშია კიდევ დაგემილი. …

„იდეალურად სწორი კინოს რეჟისორები მორწმუნეებს ემსგავსებიან“ – ვიტალი მასკის მასტერკლასი

19 სექტემბერს ბათუმში, საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში, დოკუმენტური კინოს რეჟისორის, ვიტალი მანსკის მასტერკლასი გაიმართა. ვიტალი მანსკი წელს ბათუმის კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების ჟიურის თავმჯდომარეა. მასტერკლასზე  -„დოკუმენტური კინორეჟისურა“ -მან დოკუმენტური კინოს თავისებურებებსა და კინოდოკუმენტალისტიკის თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს მასტერკლასის ჩანაწერიდან. ვიტალი მანსკი, რეჟისორი:  „წელიწადში რამდენიმე ათას ფილმს ვნახულობ, ძალიან ძნელია, ფილმებს შორის, რომლებიც წლიდან წლამდე მსოფლიოში გამოდის, საუკეთესოები …

Exit mobile version