„პენსიას ანაბარზე ვინახავდი და პირიქით, 4 წლის პენსია დავკარგე“ – 70 წლის ქალი ქობულეთიდან

„10 წლის წინ, როცა პენსიონერი გავხდი, ვიფიქრე, ანაბარს გავხსნი და შვილს ბინის ფულს დავუგროვებ-მეთქი, სოციალური ანაბარი გავხსენი და პენსია ავტომატურად ანაბარზე გადადიოდა. თანხის დაგროვების ნაცვლად, 4 წლის პენსია საერთოდ დავკარგე,“ – ამბობს 70 წლის ლილი შაქარიშვილი, რომელიც ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. ლილი შაქარიშვილმა „ლიბერთი ბანკთან“ სოციალური ანაბრის ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა – პენსიონერის პენსია ავტომატურად …

95.1-მილიონიანი პორტფელი – „ემბისი“ აჭარაში საქმიანობის 5 წელს აჯამებს 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია არსებობს, აჭარის რეგიონში საქმიანობის 5 წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მიღწევებითა და სამომავლო გეგმებით წარსდგა. პრეზენტაცია 28 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიენში“ გაიმართა და მას ორგანიზაციის მომხმარებლები, პარტნიორები, საჯარო, სამოქალაქო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ადგილობრივი მედია ესწრებოდნენ. „ემბისის“ დირექტორმა გია პეტრიაშვილმა სტუმრებს საიუბილეო წელთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი …

სესხი ისე გადამივადეს, არ მკითხეს და 11 000 ლარს მთხოვენ – პენსიონერი „ლიბერთის“ წინააღმდეგ

„როგორც პენსიონერმა, 4650 ლარი ავიღე სესხი. უნდა დამეფარა ჯამში 7525 ლარი და ეს სესხი 2023 წლის  იანვარში სრულდებოდა, ვიხდიდი სესხს უპრობლემოდ, მაგრამ ჩემთან შეთანხმების გარეშე, ბანკს სესხის ვადა გაუხანგრძლივებია 2025 წლამდე. ამჯერად  11 285 ლარს მახდევინებენ. ჩემი პენსიიდან ისევ მეჭრება თანხა,“ – ამბობს შალვა ჩაჩავა. ის ბათუმში ცხოვრობს, აფხაზეთის ომის მონაწილეა და დევნილი. 79 წლის …

ბათუმში ბანკიდან 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს

„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერს და კიდევ 14 თანამშრომელს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მილიონობით თანხის დაკარგვაა. „ლიბერთი ბანკი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ თანამშრომლებს ედავება, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერა. საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით, ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 …

გიღირთ თუ არა სესხის გადავადება – რას გთავაზობთ ბანკი

საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა მომხმარებლებს კორონავირუსის გავრცელების გამო სესხების გადავადება შესთავაზა. საფინანსო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სესხების სამთვიანი გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია, ანუ მსესხებელს შეუძლია დათანხმდეს ბანკის პირობებს და ისარგებლოს გადავადებით, ან არ დათანხმდეს შეთავაზებულ პირობებს და სესხის დაფარვა ჩვეულებრივად გააგრძელოს. ზოგიერთ ბანკში საწყის ეტაპზე თითქმის ყველა კლიენტი განიხილება, როგორც სესხზე შეღავათით მოსარგებლე, თუმცა ბანკებში აცხადებენ, რომ …

ბანკი ფსიქიკურად დაავადებულის გამოსახლებას ბათუმში 10 თებერვალს აპირებს 

„ფსიქიკურად დაავადებული პირის სახლიდან გამოსახლების საქმის“ განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაავალა. ჯერ უცნობია, როდის დაიწყება სასამართლო განხილვა, გამოსახლების ბოლო თარიღი კი 10 თებერვალია. გაფრთხილების წერილი აღსრულების ბიუროდან უკვე ჩაჰბარდა ფსიქიკურად დაავადებული პირის ოჯახს. ლევან გოგიტიძე ბათუმში ცხოვრობს. მას 1998 წლიდან სამედიცინო დაწესებულების მიერ დადასტურებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბოლო 21 წელია ლევანი …

Euromoney-მა თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

თიბისი ბანკი ჟურნალმა „ევრომანი“ წარჩინების დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. ეს ჯილდო თიბისი ბანკის უწყვეტი ძალისხმევის შედეგია საქართველოში კლიენტებისათვის უმაღლესი სტანდარტის მომსახურების გაწევის და რეგიონში საუკეთესო მრავალარხიანი შესაძლებლობების განვითარების და ამავე დროს, საუკეთესო თანმიმდევრული ფინანსური შედეგების მიღწევის თვალსაზრისით. ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა: „ვამაყობთ „ევრომანის“  ამ ჯილდოს მიღებით, რაც არის ბაზარზე …

30-ლარიანი „კვების ბარათები“ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის – ბარათების გაცემა დაიწყო

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კვების ბარათი დღეიდან ცალკე გაიცემა. საქართველოს 36 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში მშობლები ბანკში კი არ აიღებენ კვებისთვის ჩარიცხულ თანხას, არამედ „კვების ბარათით“ ისარგებლებენ და უშუალოდ სურსათის მაღაზიებში იყიდიან პროდუქტებს ამ ბარათით. მშობლები მხოლოდ ალკოჰოლის და თამბაქოს თანხის გადახდას ვერ მოახერხებენ ბავშვთა კვებისთვის განსაზღვრული ბარათით. „ეს იყო გაეროს ბავშვთა …

მოქალაქე: მამაჩემის სიცოცხლე დაზღვეული იყო, ბანკი სესხის დაფარვას მაინც მემკვიდრეებს გვთხოვს

„იმედს ვიტოვებთ, გაგებით მოეკიდებით სადაზღვევო კომპანიის და ბანკის პოზიციას,“ – ამ ფრაზით სრულდება „საქართველოს ბანკის“ წერილი, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა ზვიად ბერიძემ 27 აგვისტოს მიიღო. ზვიად ბერიძის მამა 7 ივლისს გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, ბანკი სესხის დაფარვას მემკვიდრეებს სთხოვს. მოქალაქე ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. „დაკრძალვამდე შევატყობინე ბანკს, რომ მამა გარდაიცვალა,“ – …

ვინ გადაიხდის ბანკის სესხს, როცა ციხეში ხვდები

კომერციული ბანკები სესხის დაბრუნებას იმ მოქალაქეებსაც სთხოვენ, რომლებიც ციხეში ხვდებიან, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდშიც. ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რაც პატიმრობის ან მსგავს სიტუაციაში ბანკს სასესხო ვალდებულების გადახედვას აიძულებს. „მოქალაქის ხელში ამ დროს არ რჩება არანაირი ბერკეტი, ყველაფერი ისევ ბანკებისკენაა“, – ამბობს ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე. „მსგავს სიტუაციაში რთული იქნება სასამართლოში დავის მოგება,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, …

არქივის ყოფილი უფროსი: მასახლებენ, რადგან პატიმრობის დროს ბანკის სესხი ვერ დავფარე

აღმასრულებლის წერილი გამოსახლების შესახებ მოქალაქე გურამ სალაძეს უკვე ჩაჰბარდა. მისმა ოჯახმა ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, საცხოვრებელი სახლი 24 ივლისამდე უნდა დატოვოს. გურამ სალაძემ საბანკო სესხის დაფარვა ვერ შეძლო, რადგან პატიმრობაში იმყოფებოდა. გურამ სალაძე მაშინ დააპატიმრეს, როცა ის აჭარის არქივის უფროსად მუშაობდა. „ღია ცის ქვეშ ვრჩები ოჯახთან ერთად. შვილები მყავს, მეუღლე, მოხუცი მამა… არ ვიცი, სად უნდა …

ამერიკის მოქალაქე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს, 10 ნოემბერს, „კაპიტალ ბანკის“, ESOL B.V.-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტას სარჩელს განიხილავს. სარჩელის ავტორები ასაჩივრებენ იმ საკანონმდებლო ნორმას, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო ვერ აჩერებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოში გაუქმებული ბანკის ქართველი მესაკუთრის მოპასუხე პარლამენტია, რომელსაც კანონის შეცვლა მოუწევს, თუკი სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს. „კაპიტალ ბანკი“ …

Exit mobile version