რუსებს ბანკებიდან თანხები გააქვთ, როგორ აისახება ეს ომზე? – ინტერვიუ ეკონომისტთან

„სამწუხაროდ, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმც გამოკვეთილი ტენდენციაა, რომ იზრდება თანხების გამოტანა და ეს ძალიან მზარდი პროცესია. ჯერჯერობით არ არის საბანკო პანიკა, თუმცა დასავლურმა გამოცემებმა ამ პროცესს დაარქვეს „ნელი საბანკო პანიკა“ [Slow-motion bank run],“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომისტი ზაზა ბროლაძე. მას რუსეთში ბანკებიდან მასობრივად თანხების განაღდებაზე ვესაუბრეთ: რა დაეტყო უკვე რუსეთის ეკონომიკას და საითკენ …

რამდენი იქნება საბანკო სესხის პროცენტი შემდეგ 4 წელში

წინასაარჩევნო პროგრამებში ვერ ნახავთ დაპირებას იმაზე, თუ რამდენით შეიძლება შემცირდეს საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ან საერთოდ შემცირდება თუ არა ეს პროცენტები. პოლიტიკოსები ამ მიმართულებით ზოგადად კონკურენციის გაძლიერების პირობას დებენ, თუმცა საქართველოში 16 ბანკია და, მაგალითად, „ლელოს“ ლიდერი – მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ კონკურენცია არსებობს და 16 ბანკს შორის გარიგებაც გამორიცხულია. საბანკო პოლიტიკასა და სესხებზე პარტიები …

როდის დაფარავს იპოთეკური სესხების 4 %-ს სახელმწიფო – ახალი პროგრამა

იპოთეკურ სესხებს დაახლოებით 4 პროცენტი, სახელმწიფო სუბსიდირების ფარგლებში, სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან ჩამოაკლდება. მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია, თუმცა კომერციულ ბანკებთან ჯერ კონტრაქტები არ გაფორმებულა. სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირობაა ისიც, რომ საცხოვრებელი ბინა დეველოპერული კომპანიისგან უნდა შეისყიდო. „ბათუმელები“ დღეს, 30 ივნისს რამდენიმე კომერციულ ბანკს დაუკავშირდა. ბანკებში გვითხრეს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით და როდიდან ისარგებლებენ …

ვის შეუძლია საბანკო სესხის კიდევ 3 თვით გადავადება – მთავრობის განცხადება

დღეს, 21 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საბანკო სექტორთან შეხვედრის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, საბანკო კრედიტის გადავადების შესახებ პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის. კერძოდ: „ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება სამი თვით. გარდა ამისა, ყველა იმ …

რატომ გაზარდეს ბანკებმა სესხის პროცენტები

„სესხის საპროცენტო განაკვეთი ახლა იმიტომ კი არ იზრდება, რომ ბანკმა შემოსავალი გაიზარდოს, არამედ იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, ზოგადად, რისკები გაიზარდა. მარტივად რომ ვთქვათ, სესხის ვერგადახდის რისკი ახლა ძალიან მაღალია,“ – ასე ხსნის ეკონომისტი გიორგი კეპულაძე იმ გარემოებას, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიუხედავად, ბანკებში საპროცენტო განაკვეთი სესხზე ისევ იზრდება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების 9 პროცენტი 29 აპრილს …

ლიბერთი ბანკი: ყველა ფიზიკურ პირს ვთავაზობთ 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სესხებზე

„ლიბერთი ბანკი“ უერთდება „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისის“ კამპანიას და ყველა ფიზიკურ პირს 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს სესხებზე. „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვისცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნია სასესხო ვალდებულებები, შევთავაზოთ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი. დღეიდან შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც …

3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე – „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ შეთავაზება

„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსესხებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობენ. თავდაპირველად ამის შესახებ „საქართველოს ბანკმა“ განაცხადა. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური …

კორონავირუსი თუ შეგეყრებათ სესხს გადაგივადებენ? – ბანკების განმარტება

„გადავადება არ არის შესაძლებელი,“ – გვიპასუხა „საქართველოს ბანკის“ ცხელი ხაზის ოპერატორმა, როცა მას ვკითხეთ: გადაუვადებენ თუ არა სესხს, თუკი კლიენტს, რომელსაც ბანკის სესხი აქვს დასაფარი, კორონავირუსი შეეყრება? ეს შეკითხვა ჩვენ რამდენიმე სხვა ბანკის წარმომადგენელსაც დავუსვით. „საქართველოს ბანკის“ ოპერატორის თქმით, შესაძლებელია, ამ კუთხით ბანკმა უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება მიიღოს და ამის შესახებ საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას. რაც შეეხება …

50 თეთრი თითოეულ ტრანზაქციაზე იუსტიციის სახლის გავლით

მოქალაქეს, რომელიც იუსტიციის სახლში მომსახურების საფასურს საკრედიტო ბარათით ტერმინალის საშუალებით იხდის, თითოეულ ტრანზაქციაზე ანგარიშსწორების საკომისიოს სახით 50 თეთრს ახდევინებენ, ნაღდი ფულით გადახდის შემთხვევაში კი საკომისიო ერთ ლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  კონკრეტული ტიპის მომსახურების სანაცვლოდ,  რასაც სახელმწიფო სერვისი სთავაზობს, მოქალაქეს  სახელმწიფოსვე დადგენილ ტარიფზე მეტის გადახდა უწევს. ბანკი ერთ შემთხვევაში მომხმარებელს კონკრეტულ მომსახურებას მომხიბვლელი …

ვემსახურები ბანკს

კომერციულმა ბანკებმა შარშან 141 მილიონი ლარით მეტი წმინდა მოგება ნახეს, ვიდრე წინა წელს. ეს მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 3 პროცენტით იზრდება, ბანკების მოგება კი – ათჯერ მეტად. მოსახლეობას, რომელიც იძულებულია ბანკის პირობებს დათანხმდეს, მრავალწლიანი და მაღალპროცენტიანი ვალები წლობით აწევს ტვირთად. როგორ იგებენ ბანკები მილიონებს და რატომ არ იკლებს პროცენტი სესხზე? [red_box]საკომისიოებითა და გაწეული მომსახურებით …

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესები ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდება

საქართველოს ეროვნულ ბანკში [სები] მომზადდა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“, რომელიც სების ინფორმაციით, 2017 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება. „თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას, ამიერიდან ეს ვალდებულება დაეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსa და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს [საკრედიტო კავშირებს და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს]“ – აცხადებს სები. ეროვნული …

ბანკი შენს პირად სივრცეში

სესხის მისაღებად ადამიანები ბანკის თანამშრომლების მრავალ შეკითხვას პასუხობენ. სიტუაცია ალბათ ყველასთვის ნაცნობია – მსესხებელს დეტალურად ეკითხებიან შემოსავლების, ოჯახის წევრების შემოსავლების, თანამშრომლებისა თუ ნათესავების შესახებ. ბანკის თანამშრომელი გკითხავთ თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაციასაც. მკაფიო რეგულაციები, რაც ბანკებს პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების ან შენახვის წესებს განუსაზღვრავს, არ არსებობს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ამჟამად იმ 20 ადამიანის განცხადებას განიხილავს, რომლებმაც …

პენსია, როგორც ბანკის მოგების წყარო

მოქალაქე ლ. ა. „ლიბერთი ბანკს” სასამართლოში უჩივის. ის ბანკისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. პენსიონერმა გასული წლის დასაწყისში აღებული სესხით მაცივარი და მტვერსასრუტი შეიძინა. ჯამში გადასახდელი 732,24 ლარის ნაცვლად, ლ. ა-ს 1015,45-ის გადახდა მოუხდა. მას ბანკმა ზედმეტად 283,21 ლარი გადაახდევინა. მიმდინარე წლის იანვარში მარტოხელა პენსიონერს, რომელსაც შემოსავლის სხვა არავითარი წყარო არ აქვს, „ლიბერთი ბანკმა” …

აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები ფულად სარგებელს „ვითიბი ბანკისგან“ მიიღებენ

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის თავისუფალ ფულად სახსრებს „ვითიბი ბანკი“ განკარგავს. საუბარია იმ თანხაზე, რომელიც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ანგარიშზეა. ამ საბიუჯეტო ორგანიზაციებს შეუძლიათ თანხა „ვითიბი ბანკის“ დეპოზიტზე განათავსონ, რასაც წლიურად 14 პროცენტი სარეგებელი დაერიცხება. საბიუჯეტო ორგანიზაციებს შეეძლებათ მათთვის სასურველ დროს გაიტანონ თანხა ბანკის ანგარიშიდან. კომერციული ბანკი თავისუფალი საბიუჯეტო თანხისთვის აუქციონის წესით შეირჩა. აჭარის ფინანსთა …

თურქული ”იშ ბანკი” ბათუმში ფილიალს ხსნის

საქართველოში თურქული „იშ ბენკი“ ფილიალს ხსნის. ბანკის პირველი ფილიალი ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე გაიხსნება.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „იშ ბანკმა“ ლიცენზია ბათუმში ბანკის ფილიალის გახსნის თაობაზე 2012 წლის 13 ივლისს მიიღო. ეროვნულ ბანკში ასევე განმარტავენ, რომ თურქულ უნივერსალურ ბანკს საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი 2010 წლიდან ჰქონდა და მოლაპარაკებები ამ მიმართულებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

„იშ ბანკის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბანკი 1924 წელს დაარსდა. ბანკი აქტიურად საქმიანობს როგორც კორპორაციულ, ისე საცალო ბაზარზე. საფინანსო ინსტიტუტი კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს ვაჭრობისა და სამშენებლო სექტორში.

 

საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას ინფორმაციით, „იშ ბანკი” საქართველოს ბაზარზე საკმაოდ აქტიური იქნება: „პირადად შევხვდი „იშ ბანკის“ წარმომადგენლებს და გავეცანი იმ სტრატეგიას, რომლის განვითარებასაც ბანკი საქართველოს ბაზარზე აპირებს. ამ საკითხზე ბანკის წარმომადგენლები უფრო დეტალურად პრეზენტაციაზე ისაუბრებენ“.

 

ეს არის პირველი შემთხვევაა, როცა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი ფილიალს თბილისის ნაცვლად რეგიონში ხსნის. გვასალიას განმარტებით, „იშბანკმა“ აჭარა საკუთარი სტრატეგიიდან გამომდინარე შეარჩია: „ბანკის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია აჭარა. რეგიონში საინვესტიციო გარემო არის მომგებიანი. თვალში საცემია ტურისტული ზონა. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, დროთა განმავლობაში ფილიალს დედაქალაქშიც გახსნიან. „იშ ბანკს“ 18 ქვეყანაში აქვს ფილიალები და მათი რაოდენობა 1200-ზე მეტია“.

 

„იშ ბანკის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბანკში 24 ათასი ადამიანი არის დასაქმებული. მისი აქტივები შეადგენს 89 მილიონ დოლარს, რაც თურქეთის ბაზრის 13,9 პროცენტია.

 

ბანკი დსთ–ს ბაზარზე რუსეთსა და უკრაინაშია წარმოდგენილი. „იშბენკმა“ ამ ქვეყნებში მსხვილი ბანკების აქტივები შეიძინა. როგორი იქნება „იშბენკის“ სტრატეგია საქართველოში, ამ დრომდე კონფიდენციალური რჩება. საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბანკის ადმინისტრაცია სტრატეგიის შესახებ თავად ისაუბრებს.

 

თურქული „იშბენკის“ შემოსვლამდე, საქართველოს ბაზარზე, 2012 წლის მაისში გერმანული „კომერცბანკი“ შემოვიდა. ბანკმა ჯერჯერობით, მხოლოდ წარმომადგენლობა გახსნა და ბაზარზე ოპერირება არ დაუწყია. გერმანულ `კომერცბანკს~ წარმომადგენლობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში აქვს და 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. რაც შეეხება კორპორატიულ კლიენტებს, გერმანიაში მათი რიცხვი უკვე მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის „კომერცბანკი“ 1200-ზე მეტი ფილიალის მფლობელია. გერმანული ბანკი ადგილობრივ ბაზარზე „ბაზის ბანკთან“ თანამშრომლობს. 2011 წელს „კომერცბანკმა“ „ბაზის ბანკს“ სავაჭრო ოპერაციებისთვის 500 000 ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო.
ახლახან საქართველოს ბაზარი დატოვა ბრიტანულმა ბანკმა HSBC -იმ. ბანკის თბილისის ფილიალის ლიკვიდაციის პროცესი 2012 წლის 18 ივლისს დასრულდა. ბანკი მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე საქმიანობდა, რაც მისმა ადმინისტრაციამ მომგებიანად არ ჩათვალა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2012 წლის ივლისის სტატისტიკით ბაზარზე 19 ბანკი ოპერირებს. აქედან საკუთარი ფილიალი საქართველოში თურქულ (HALYK BANK,Ziraat Bank), აზერბაიჯანულ (The International Bank of Azerbaijan) და გერმანულ (Procredit Bank) ბანკებს აქვთ.

 

ნინო ნატროშვილი

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="500" >

Exit mobile version