„ყურადსაღებია“ – საოლქო კომისია ჟურნალისტის საჩივარს განიხილავს, ოღონდ არ იცის როდის

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თამარ ნერგაძის საჩივრის განხილვა გადაწყვიტა სასამართლო ჩარევის შემდეგ. 4 დღის წინ, 6 ოქტომბერს, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ „ბათუმელების“ ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე ოფიციალურად უარი თქვა. დღეს, 10 ოქტომბერს, ამ საქმეზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის საოლქო კომისიას მოუწოდა, გადაწყვეტილება შეცვალოს. სასამართლო განხილვა საოლქო კომისიას დღევანდელ განკარგულებაში, რომელიც საღამოს 5 საათზე …

925 ბათილი ბიულეტენის გადათვლის მოთხოვნით „ლელო“ ბათუმის სასამართლოს მიმართავს

ბათუმის #7 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით „ლელო“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. „ლელოს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა. „ლელო“ ყურადღებას ამახვილებს გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობაზე – მეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში სულ 13 საარჩევნო უბანია და ჯამში 925 ბიულეტენი გაბათილდა. „შეუსაბამოდ დიდი რაოდენობაა და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს „ქართული ოცნების“ კანდიდატის …

„ოცნებამ“ ბათუმში საჩივრების წერა დაიწყო

ბათუმში საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ საჩივრის დაწერა „ქართულ ოცნებასაც“ მოუწია. საჩივარი ჯერ ბათუმის საოლქო კომისიას არ განუხილავს. მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა საჩივარი 63-ე საარჩევნო უბნის კომისიის წინააღმდეგ დღეს, 4 ოქტომბერს დაწერეს. ამ უბანზე გაფორმებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ბათუმის პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო. 63-ე საარჩევნო უბანზე დაწერილი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 347-მა ადამინმა …

დაკავებულია აქციის 5 მონაწილე – აჭარის პოლიციის უფროსის განმარტება აქციის დაშლაზე

„საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დავაკავეთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ კოტე ანანიაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. მისი თქმით, ბათუმის საოლქო კომისიის წინ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე სულ 5 პირი დააკავეს. კოტე ანანიაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს. კოტე ანანიაშვილი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად პოლიციის რა მოთხოვა არ შეასრულეს აქციის მონაწილეებმა. …

ბათუმის საოლქოსთან აქცია დაშალეს და მონაწილეები დააკავეს

ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის, „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე. საპროტესტო აქცია ბათუმის საოლქო კომისიასთან პოლიციამ დაშალა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ვერ დააკონკრეტა, აქციის რამდენი მონაწილე დააკავეს, ან რა სამართალდარღვევა ჩაიდინეს მათ. ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ ე.წ. სირცხვილის კორიდორი ბათუმის საოლქო კომისიასთან ამ საღამოს მოაწყო, როცა საუბნო კომისიების წარმომადგენლებს …

„მონებო“ – ბათუმის საოლქო კომისიათან სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს

„სირცხვილია“, „მონებო“, „მოღალატე“ – ამ და სხვა შეძახილებით მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები საუბნო კომისიების წარმომადგენლებს დახვდნენ, რომლებმაც მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმები ბათუმის საოლქო კომისიაში მიიტანეს. ხმების დათვლის პროცესი სრულდება. ბათუმის საოლქო კომისიასთან აქციის მონაწილეებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. საპროტესტო აქციაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც პოლიციის თანამშრომლებთან. დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნებში ბათუმში …

52 ათასი ამომრჩეველი და 15 საჩივარი – საოლქო კომისიის მონაცემები

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, სულიკო შვენთიძის განცხადებით, საღამოს 17:00 საათის მონაცემებით, 52 017 ამომრჩეველმა  გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36,28 პროცენტს შეადგენს. „ამ დროისთვის ოლქში სულ 15 საჩივარია შესული. აქედან, ოთხი საჩივარი საიას მიერ არის დაწერილი, ერთი „სამართლიანი არჩევნების“, ერთიც სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ დაიწერა და დანარჩენი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ …

საია ბათუმის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის საშიში ტენდენცია

„უსაფუძვლოა“, „არაა საკმარისი მტკიცებულებები“ – ეს ფრაზები ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ დღევანდელ სხდომაზე რამდენჯერმე თქვა. საოლქო კომისიამ დღეს, 23 ოქტომბერს, საარჩევნო დარღვევებზე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაწერილი საჩივრები განიხილა. ოლქს არ მოუწვევია რომელიმე საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ან წევრი, რომ დადგენილიყო, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას საჩივარში აღწერილი დარღვევა. კომისიას კითხვები არავისთვის დაუსვამს. უსაფუძვლობის მოტივით საოლქო კომისიამ, …

დარღვევები აჭარაში, რასაც საია ასაჩივრებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საოლქო კომისიას 6, ხოლო ქობულეთის კომისიას 4 საჩივრით მიმართა. შედეგების ბათილად ცნობას ეს ორგანიზაცია მხოლოდ ბათუმის 102-ე უბანზე ითხოვს. „გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს,  102-ე უბანში, გადაეცათ  3 სახის 15 ცალი ბიულეტენი. მას შემდეგ, რაც დასრულდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა და ყუთი დაბრუნდა უბნის ტერიტორიაზე, დადგინდა, რომ არსებობდა სხვაობა …

ბათუმის ოლქმა „ოცნებასთან“ დაახლოებული „ნეიტრალური“ წარმომადგენელი შეცვალა

ბათუმის ოლქმა რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელ წარმომადგენლად არჩეული დავით ქარცივაძე მოხსნა. დამოუკიდებელ წარმომადგენლებს ნებისმიერ საუბნო კომისიაში დაუბრკოლებლად შესვლის და ოლქისთვის ინფორმაციის მიწოდების უფლება აქვთ. კანონის მიხედვით, ასეთი წარმომადგენელი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, დავით ქარცივაძე კი წლების განმავლობაში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდა საარჩევნო კომისიებში. ამჟამად იგი „პატრიოტთა ალიანსის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია. ოლქის გადაწყვეტილებით, დავით ქარცივაძე დამოუკიდებელი წარმომადგენელი …

Exit mobile version