ღამით როცა ვმუშაობ, სკოლაში აღარ მივდივარ – 17 წლის ბათუმელი მოსწავლე

ავტორი: ნინი თურაძე, მედიასკოლა ___________________ 17 წლის მეა (სახელი შეცვლილია) მეთორმეტე კლასშია და ბათუმში, კლუბ-რესტორანში, ღამის ცვლაში მუშაობს – საღამოს ცხრიდან დილის ექვსამდე. მან გვითხრა, რომ მუშაობა 13 წლისამ დაიწყო. მეა ინტერვიუზე იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ სახელსა და გვარს არ გავასაჯაროებდით – იგი მიიჩნევს, რომ ამის გამო შესაძლოა მან სამსახური დაკარგოს. მეა, რამდენი ხანია მუშაობთ …

„ვქსოვთ და ვყიდით საყელოებს, მძივებსა და სამაჯურებს“ – ბავშვების მაღაზია ბათუმში

„ულამაზესი ნაქსოვი საყელო არ გნებავთ? თქვენს კაბას მოუხდებოდა ძალიან” – მეუბნება 10, 11 წლის გოგო ლერმონტოვის ქუჩაზე და ხის პატარა დახლისკენ მივყავარ. ახლომახლო სხვა ბავშვებიც დგანან და თვალით მზომავენ რისი მყიდველი ვარ, ძალას და ენერგიას არ იშურებენ ყველაფერი რომ მომაწონონ: აგერ მძივებიც, სამაჯურები, თმისსაბნევები, ყველაფერი გვაქვს!”. ერთი თვეა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ერთ კუთხეში, უცნაური „მაღაზია“ …

ჯართს ვაგროვებ ჩემი ოჯახისთვის – 9 წლის გაბო

გაბო 9 წლის ბიჭია. მესამეკლასელი. გაკვეთილები რომ უმთავრდება სახლში ბრუნდება. ჭამს, რაც სახლში დახვდება და ჯართის შესაგროვებლად მიდის. ეს დღეები ბათუმში წვიმს და გაბოც სახლშია, წვიმიანი დღეები რომ ჩაივლის, გაბო გარეთ გავა და ნაგვის ურნებში ჯართის ძებნას დაიწყებს. ჯართი გაიაფდა. აღარც სპილენძს იბარებენ გამოუწვავად. თუ სპილენძს გადააწყდება სადმე, გაბო ჯერ გამოწვავს და ისე აბარებს. ასე …

დამსაქმებელმა 15 წლის მოზარდს სცემა და შეურაცხყო – შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს პირი, რომელიც არასრულწლოვანს იძულებით ამუშავებდა. „არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი, 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.). არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, …

17 წლის მოზარდები ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილებით

ზაფხული აჭარაში ტურისტებისთვის დასვენებასთან ასოცირდება, აჭარაში მცხოვრებ ზოგიერთ არასრულწლოვანთათვის კი – სეზონურ, საზაფხულო სამუშაოსთან. მოზარდები ძირითადად მომსახურების სფეროში საქმდებიან აჭარაში: სასტუმროებში, მაღაზიებში ან ზაფხულის დადგომისთანავე ჩაისა და თხილის საკრეფად თურქეთის სხვადასხვა ქალაქში მიდიან. ლუკა ქათამაძე 17 წლისაა და უკვე მუშაობის 4-წლიანი გამოცდილება აქვს. 14 წლის იყო, როცა თხილის საკრეფად პირველად თურქეთის ქალაქ ორდუში წავიდა. 40 …

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა შრომაზე – დისკუსია

19 ივნისს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ახალგაზრდებისთვის  გამართა  დისკუსია  თემაზე – ბავშვთა შრომა. დისკუსიის მომხსენებელი „ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის“ აჭარის  ფილიალის იურისტ-კონსულტანტი ილონა დიასამიძე იყო. დისკუსიაზე  ამავე თემაზე მომზადებული  სიუჟეტი აჩვენეს, რომელიც  აჭარაში ბავშვთა  შრომას ასახავს. სიუჟეტის თანახმად, არასრულწლოვანთა უმეტესობა,  არ  არის ინფორმირებული თავიანთი შრომითი უფლებების შესახებ, არ იციან რა უნდა მოითხოვონ  დამსაქმებლისგან, რას მიაქციონ ყურადღება და რა …

ბავშვთა შრომა – დისკუსია ბათუმში [ანონსი]

ბათუმში დღეს, 19 ივნისს, 15:00 საათზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალის ოფისში გაიმართება. დისკუსია თემაზე: ბავშვთა შრომა [checklist] რა უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვნებმა სამსახურის ძიებისას რა საფრთხეები ახლავს ბავშვთა შრომას როგორ იცავს არასრულწოვნების დასაქმებას კანონი [/checklist] შეხვედრაზე გაიმართება ამავე თემაზე მომზადებული სიუჟეტის ჩვენება. იქნება საუბარი რისკებზე, საფრთხეებსა და რეკომენდაციებზე. დასწრება თავისუფალია. მისამართი: …

Exit mobile version