მოქალაქეები მინისტრის მოადგილის ოჯახის ბიზნეს პარტნიორზე – „გვემუქრება, რომ გადაგვწვავს და აქ კორპუსს ააშენებს“

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს #63-ში, ორი ოჯახის კომერციული ფართობების შესასვლელები მერიამ ისე გაყიდა, რომ ამ შენობების მესაკუთრეებს არაფერი გაუგიათ. ამ კომერციული ფართობების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მერიამ ისინი „ოცნების“ მთავრობის მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ დაჩაგრა. კომერციული ფართობების მესაკუთრეების თქმით, ამ მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას თავადაც ცდილობდნენ, როცა პარლამენტმა დაამტკიცა კანონი თვითნებურად დაკავებული მიწის დაკანონების შესახებ, …

491 ლარის კომპენსაცია ყოფილ ვიცე-მერს და ბიზნესმენ ბაგრატ მანველიძეს მთავრობისგან 

სტიქიით დაზარალებულმა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა და დღეს უკვე ბიზნესმენმა ბაგრატ მანველიძემ მთავრობისგან კომპენსაცია მიიღო – 491 ლარი და 30 თეთრი. საუბარია 2020 წლის ივნისში მოსულ სეტყვაზე, რამაც ქედაში, შუახევსა და ხულოში ბაღები დააზიანა. დაზარალებულთა სიაშია ბაგრატ მანველიძეც – ქედა, სოფელი ხარაულა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა 490 ოჯახის დასახმარებლად …

ვინ მფარველობდა ბათუმის ცენტრში უკანონო მშენებლობას, რომელიც სასამართლომაც ვერ გააჩერა

„ამ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქალაქის ცენტრში უკანონოდ ისე დასრულდა, რომ სასამართლოში მოგებულმა საქმემაც ვერაფერი შეცვალა“, – ამბობს ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის #3-ში მცხოვრები მამუკა დავითაძე და სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერიის ბრძანება მშენებლობის ნებართვის შესახებ გაბათილებულია. მამუკა დავითაძე კერძო სახლში ცხოვრობს, ახალი საცხოვრებელი კორპუსის აივნები კი, მისი სახლის ფანჯრებიდან ხელის გაწვდენაზეა. „შეხედეთ, …

ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ – საუბარია კიდევ ერთ ტენდერზე, რომელიც ასევე 2015 წელს ჩატარდა. ამ ტენდერში გამარჯვებული “აჭარგანათებაა” და ბიუჯეტიდან 470 ათასი ლარი დაიხარჯა. “აჭარგანეთება” პროკურორმა რამაზ შავაძემ დღეს ახსენა, როცა ის დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ასაბუთებდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ დამატებით ახალი საქმე მიმალვის რისკს ზრდის. “დეტალებს ვერ …

ბათუმში 7 მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის განათლების მინისტრი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურამ აჭარაში თანამდებობის 7 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე. ბათუმის მერიაში თენგიზ პეტრიძის გარდა მერიის კიდევ სამი მაღალი თანამდებობის პირია დაკავებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს. ხელმისწავდომი საცხოვრისის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. “იაფი სახლის” …

ბაგრატ მანველიძე: თამარ ორაგველიძის გათავისუფლება ჩემი გადაწყვეტილება იყო

აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აჭარის მუზეუმის დირექტორი თამარ ორაგველიძე თანამდებობიდან მისი გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. თამარ ორაგველიძის თქმით, ბრძანებაში არ წერია მოტივი, თუ რის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. „მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ სამუზეუმო სფერო ითხოვს ყოველდღიურ გაუმჯობესებას, საქმიანობა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი და მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, რომ შეიცვალოს …

აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ბაგრატ მანველიძე შეასრულებს

აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი გუშინ, 26 მაისს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მინისტრის მოვალეობას დღეიდან პირველი მოადგილე, ბაგრატ მანველიძე შეასრულებს. როგორც ბაგრატ მანველიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პირველი მოადგილე მინისტრის მოვალეობას კანონმდებლობის მიხედვით ასრულებს. ახალი მინისტრი კი ორი კვირის განმავლობაში უნდა დაინიშნოს. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ პირველი მოადგილე გახდეს მინისტრი, ბაგრატ მანველიძე ამბობს, რომ …

ორი ვიცე-მერი ისტორიულ ბათუმში მშენებლობის სიმაღლეში ზრდას მხარს უჭერს

ბათუმში, ჯინჭარაძის 3-ში, ანუ ისტორიულ ზონაში უკვე აშენებულ ხუთსართულიან სახლზე კომპანია „ელიტჰაუსი“ კიდევ ორი სართულის დამატებას გეგმავს. მშენებელმა უკვე მიიღო თანხმობა ზონალური საბჭოსგან, რომელიც ბოლო დროს ისტორიულ ბათუმში სიმაღლის გაზრდაზე თანხმობას თითქმის არ გასცემს. ამ მრავალბინიანი სახლის მშენებლობის სათავეებთან ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე იდგა. ზონალური საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვას, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის გარდა, ბათუმის მერიიდან საბჭოს …

როგორ ემზადება მერია ზამთრისთვის

არის თუ არა ქალაქი მზად ზამთრისთვის, როგორია მერიის გეგმები? ამ და სხვა დეტალებზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მერის მოადგილემ, ბაგრატ მანველიძემ ისაუბრა. –  ბატონო ბაგრატ, იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქში ისევ მოვა უხვი ნალექი, შეძლებს თუ არა მერია დროულად ქუჩების გაწმენდას? – 300 ტონა ტექნიკური მარილია შესყიდული, რომელიც მთელ ქალაქზეა გათვლილი. თოვლის მოსვლის შემთხვევაში, მარილი ყველა ქუჩაზე დაიყრება. …

ვინ და რატომ სცემა ბათუმის ვიცე-მერს

ბათუმის ვიცე-მერს, ბაგრატ მანველიძესა და ახალგაზრდა მამაკაცს – ზ.ჭ.-ს შორის მომხდარ ინციდენტს “ბათუმელებთან” ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე ადასტურებს, თუმცა არ ადასტურებს ცემის ფაქტს: „მცემა? – მცემა ის ხომ არ არის. არა კაცო, რა მცემა. კონფლიქტი ნამდვილად იყო, დაურეკეთ პოლიციის პირველ განყოფილებას. მე საჭესთან ვარ, თბილისში მივდივარ და ვერ გიპასუხებთ”. რა იყო კონფლიქტის მიზეზი? – ბათუმის მერიის პრესსამსახურში …

Exit mobile version