დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია – უზენაესი სასამართლო ბათუმის ახალ მეჩეთზე

ორწლიანი ლოდინის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა და განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. „სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას, საცხოვრებელ ზონა 6-ში – ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი – მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ …

როცა საქმე მეჩეთის მშენებლობას ეხება, რატომ არ არის ყველაფერი კანონის შესაბამისად?

ღამის პირველი საათი და სამი წუთია, ასე აჩვენებს სამსახურიდან წამოღებული „ლეპტოპის“ საათი. სანამ წერას დავიწყებდი, კიდევ ერთხელ „ჩავსქროლე“ და ფეისბუქმეგობრის, ნესტან ანანიძის პოსტზე შევჩერდი. წერს, რომ ხვალ ბაირამია და ისევ ღია ცის ქვეშ უწევთ ქართველ მუსლიმებს ლოცვა. წერს, რომ გაუმართლათ და ხვალ წვიმა არ არის ნავარაუდევი, წყალი და ტალახი არ იქნება. დავფიქრდი. გუშინ, 27 ივნისს, …

რა იცვლება მუსლიმებისთვის – სტრასბურგის ექსმოსამართლის განმარტება მოხეს მეჩეთის საქმეზე

„ბუნებრივია, თოფს ვერ დაიჭერს ხელში, მაგრამ შესაძლოა მუდმივად ხელისუფლების თავზე ეკიდოს ეს საქმეები,“ – გვიპასუხა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამ, რომელსაც ვკითხეთ, რამდენად უნდა ელოდეს მუსლიმი თემი ვითარების შეცვლას მას შემდეგ, როცა ხელისუფლებამ „მოხეს საქმე“ ევროსასამართლოში წააგო. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტებით, სამართლებრივად გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა დაიწყება, თუმცა ხელისუფლების ნების გარეშე ფუნდამენტურად ვერაფერი შეიცვლება. ნონა …

ბათუმის მერია აგრძელებს მუსლიმების უფლებების დარღვევას – მეჩეთის მშენებლობის საქმე

ორი არასამთავრობო ორგანიზაციის, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა  [TDI] და სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ყოფილი EMC] შეფასებით, ბათუმის მერია აგრძელებს მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფას და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ორი ინსტანციის სასამართლოს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე მიმართული გადაწყვეტილების შემდეგაც პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც ბათუმში …

ყურბან-ბაირამის ლოცვა მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ შეასრულეს

დღეს, 31 ივლისს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის ორ მეჩეთში შესრულდა.  ორთა ჯამეში მუსლიმები ისევ ქუჩაში ლოცულობდნენ, რადგან ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. მლოცველებით იყო სავსე  ბათუმის ახალი მეჩეთის ასაშენებელ ადგილას მდგარი დროებითი ხის კონსტრუქციაც.  ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლებას მუსლიმები წლებია ითხოვენ. ბათუმის ორთაჯამეში ლოცვის დასრულების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის …

“ახალი მეჩეთის აშენებაზე” სასამართლო გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს მიიღებს

„ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმის“ განხილვა დასრულდა. გადაწყვეტილებას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე 26 სექტემბერს გამოაცხადებს. დღეს, 12 სექტემბერს, გამართული ბოლო სხდომის დასაწყისში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე დაინტერესდა, რა ბედი ეწია მხარეებს შორის მოლაპარაკებას, რის გამოც სასამართლო განხილვა შეჩერებული იყო. სხდომა მალევე გაგრძელდა, რადგან მერიის იურისტმა და მუსლიმი თემის დამცველმა იურისტებმაც მოსამართლეს უთხრეს, რომ შეთანხმება ვერ შედგა. “გაოცებული …

მოსამართლე ახალ მეჩეთზე დავის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ: წყენა უნდა დაივიწყოთ

“სასამართლო ფიქრობს, რომ შეუძლებელია მხარეები ვერ შეთანხმდეთ. უფრო წარმოუდგენელია შეუთანხმებლობა… წარმატებებს გისურვებთ. წყენა და რამე თუ გქონდათ, უნდა დაივიწყოთ…” – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მერიის წარმომადგენელსაც და მუსლიმი თემის დამცველ იურისტებსაც. მოსამართლემ ახალი მეჩეთის საქმის განხილვა ისევ გადადო. სასამართლო დაელოდება, რას იტყვის მუსლიმი თემი მერთან შეხვედრის შემდეგ. ბათუმის მერის ხელმოწერილი განცხადება მერიის იურისტმა გადასცა მოსამართლე …

მოსამართლე დღესვე ითხოვს მერისგან პასუხს ახალი მეჩეთის მშენებლობაზე

“ალბათ, მერიას უნდა ვკითხოთ, შედგა თუ არა შეთანხმება. გქონდათ შეხვედრა?” – ამ შეკითხვით დაიწყო დღეს, 12 ივნისს, სასამართლო სხდომა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ – ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა უკვე დასკვნით ეტაპზეა. “ამ კუთხით სიახლე არ გვაქვს… მიზეზი ჩემთვის უცნობია,” – უპასუხა მოსამართლეს ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ მოსამართლეს. მისივე თქმით, მერია ისევ გამოხატავს მზაობას …

„ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, არის ავთენტური“- ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან

„პირადად ვიძიებ შურს“, „ეს სფერო ნარკობიზნესად აქციეს პრაქტიკულად“, „სახაშეები“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“… – ამ ფრაზების საჯაროდ თქმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს უკვე მოასწრო. იგი გასული წლის ივლისიდან არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს „ბათუმელების“ ერთ-ერთი კითხვა საჯარო განცხადებებსაც შეეხო: რატომ არჩია მან ეს აგრესიული რიტორიკა, ეს მისი სტილია, …

EMC: მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბათუმის სასამართლო განხილვის ვადას არღვევს

„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა კვლავ ჭიანურდება, რაც სასამართლო გზით მუსლიმი თემის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას არსებითად ართულებს,“ – აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის EMC მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ უარი თქვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის …

Exit mobile version