რატომ არ მუშაობს ახალი ნაგავსაყარი, რომლის მშენებლობაც 2021 წელს დასრულდა

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყარი, რომლის მშენებლობა ოფიციალური ინფორმაციით 2021 წელს დასრულდა, მუშაობას მინიმუმ 2027 წლამდე ვერ დაიწყებს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ცეცხლაურში უნდა ააშენონ მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტი [გამწმენდი ნაგებობა – MBT]; ასევე არ დაწყებულა მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობა ბათუმში; ხოლო ცეცხლაურის ნაგავსაყარის გახსნამდე ვერ დაიხურება ადლიასთან არსებული ნაგავსაყარი. ეს სამუშაოები რომ …

როდის დაიწყებს ახალი ნაგავსაყარი ნარჩენების მიღებას – პროექტი 5 წლის წინ უნდა დასრულებულიყო

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში აშენებული ახალი ნაგავსაყარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით „უკვე შესულია ექსპლუატაციაში“, თუმცა, კვლავ უცნობია, როდის დაიწყებს ობიექტი ნარჩენების მიღებას. პროექტი, რომელიც, ძირითადად, უცხოელი დონორების თანხითაა დაფინანსებული, მინიმუმ 4 წლის წინ უნდა დასრულებულიყო და ნარჩენების მიღება 2021 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო. პროექტს სახელმწიფო შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ფინანსთა …

ირაკლი ცეცხლაძემ ბიუჯეტიდან 5.4 მილიონი მიითვისა და 107 ათასი დააბრუნებინეს

„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ დაკავებული ირაკლი ცეცხლაძისგან დღემდე მხოლოდ 106 ათას 904 ლარია ამოღებული – ეს აღნიშნულია „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც 2023 წლის სექტემბერშია ხელმოწერილი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისთვის“ [ყოფილი „ჰიგიენა 2009“], რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ირაკლი ცეცხლაძეს კიდევ 5 322 108 ლარი აქვს გადასახდელი. ირაკლი ცეცხლაძემ, …

2 მილიონი დაიხარჯება ქობულეთში, ახალ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მოსაწყობად

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, აშენებულ ახალ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოსაწყობად, აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ ტენდერი 2 310 553 ლარით გამოაცხადა. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. პროექტით, ერთმანეთს უნდა მიუერთდეს ქობულეთის შემოვლითი გზა [ავტობანი] და ნაგავსაყართან მისასვლელი გზის ის მონაკვეთი, რომელიც უკვე აშენებულია. „სამშენებლო მონაკვეთი იწყება ქობულეთის შემოსავლელი გზის მე-10 კმ-ში, მოწყობილი ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლების …

ბათუმს წლის ბოლოს ახალ ნაგავსაყარი ექნება, აქ ნარჩენების შეტანა ფასიანი იქნება

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა, როგორც „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, ხოლო მომდევნო წლის მარტში, ნაგავსაყარი მზად იქნება ნარჩენების მისაღებად. ახალი ნაგავსაყარი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში შენდება. ბათუმისა და სხვა მუნიციპალიტეტებისთვის ახალ ნაგავსაყარზე ნარჩენების განთავსება ფასიანი იქნება. ტარიფების დადგენაზე ბრიტანული საერთაშორისო კომპანია მუშაობს. გაიზრდება თუ არა მოსახლეობისთვის სანდასუფთავების გადასახადი ახალი ნაგავსაყარის …

აჭარის მთავრობის ორ შპს-ს ერთი ხელმძღვანელი ჰყავს და მისი ხელფასი ჯამში 9150 ლარია

„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ ახალი დირექტორი ჰყავს – 13 თებერვალს ამ ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის, სოფო ანანიძის გათავისუფლების შემდეგ, ეს თანამდებობაც შპს სტადიონის დირექტორს, ჯაბა სურმანიძეს ჩააბარეს. მთავრობაში არ განუმარტავთ, კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების მიზეზი. თავად სოფო ანანიძე გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება ჯაბა სურმანიძეს – ის ამბობს, რომ ორ თანამდებობაზე დასაქმებაში პრობლემას ვერ …

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ახალ ნაგავსაყარზე განთავსდება როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნარჩენები. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე 7 მილიონი ევროთია დაფინანსებული, ნარჩენების გადამუშავებას არ ითვალისწინებს. როგორ იმუშავებს ახალი …

ჭაბურღილი, რითაც ჭახათის და ხინოს უბნები წყლით მარაგდება, ახალი ნაგავსაყარის ადგილზე მოექცა

ჭაბურღილი, რომლითაც სოფელ ცეცხლაურში, ჭახათისა და ხინოს უბნები სასმელი წყლით მარაგდება, იმ ტერიტორიაზე მოექცა, სადაც ახალი ნაგავსაყარი შენდება. აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია, რომელიც ნაგავსაყარის მშენებლობის პროექტს ახორციელებს, ახალ ჭაბურღილს სხვა ადგილზე მოაწყობს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 145 660 ლარია გათვალისწინებული. „ჭახათისა და ხინოს უბანი ამჟამად სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებით მარაგდება არსებული ჭაბურღილით, რომელიც განთავსებულია იმ ტერიტორიაზე, …

ცეცხლაურის ნაგავსაყართან გზის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქობულეთში, ცეცხლაურის მშენებარე სანიტარულ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობაზე აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად გაზრდილია და 2 042 887 ლარია. წინა ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა 1 855 739 ლარი იყო, უარყოფითი შედეგით დასრულდა. კომისიამ ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა. ამ ტენდერში გზის მოსაწყობად ყველაზე დაბალი შეთავაზება 1 587 …

ნაგავსაყრისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთებისთვის 1,8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ცეცხლაურის ნაგავსაყართან მისასვლელი და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთების სამუშაოებისთვის აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ 2 მილიონამდე ლარი გამოყო. ქობულეთში, ოჩხამურის ტერიტორიაზე, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 1 855 739 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი დამუშავებულია 2014 წელს, მაგრამ ქობულეთის შემოვლითი …

ბათუმში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა მაისში დაიწყება

„მინდა მოგილოცოთ, ნამდვილად მოსალოცი ამბავი არის. ჩვენს რეგიონში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარ გვქონდეს ჩაწოლილი პროექტები. 2009 წელს არის დაწყებული ეს პროექტი. კატეგორიულად მიუღებელია ათი წლის მანძილზე ვერ ვახერხებდეთ პროექტების განხორციელებას,“ – ამ სიტყვებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის მცხოვრებლებს ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დღეს მიულოცა. აჭარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყარის მშენებლობისთვის 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. …

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია ააშენებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქულ კომპანიასა და შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ შორის შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია ბათუმში, უახლოეს დღეებში გაიმართება. ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყრის ამოქმედების შემდეგ დაიხურება ბათუმის ნაგავსაყარი, რომელიც მდინარე ჭოროხის შესართავთან, ადლიაში მდებარეობს და არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. დოკუმენტების მიხედვით, …

Exit mobile version