აჭარის ფინანსთა მინისტრად ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი – დენის სალუქვაძე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ თანამდებობა დატოვა, მის ადგილს ედნარ ნატარიძე დაიკავებს. ამ დრომდე ედნარ ნატარიძე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ეს თანამდებობა მან არჩილ ვანაძის მერიიდან წასვლის შემდეგ დაიკავა. თანამდებობა დატოვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემაც, ამ თანამდებობაზე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა დენის სალუქვაძე დანიშნა. მთავრობის ინფორმაციით, …

რატომ შემცირდა აჭარის ბიუჯეტი 28 მილიონით – ოპოზიციამ კლებას „სეკვესტრი“ უწოდა

წლის ბოლოს აჭარის მთავრობამ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა ძირითადად არაფინანსური აქტივებისა ნაწილში ბიუჯეტის შეუსრულებლობისა და რიგი პროექტების შეფერხების გამო. კლებას ოპოზიციამ სეკვესტრი უწოდა. ეს მნიშვნელოვანი საკითხი გუშინ, 30 ნოემბერს, დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების თემამ გადაფარა. 2023 წლის ბიუჯეტში უკვე დამტკიცებული ცვლილების მიხედვით, აჭარის მთავრობამ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 41 მილიონ 390 000 ლარით …

აჭარის სამინისტროების არასათანადო მიდგომის გამო პროექტები დროულად ვერ სრულდება – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის სამინისტროების მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. „აუდიტის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს/მომსახურების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით“, – აცხადებს აუდიტი. აღნიშნულ წელს, აჭარის ოთხ სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი მხარჯავ დაწესებულებებს შესყიდვებისთვის ჯამში 301 925 582 ლარი ჰქონდათ გათვალისწინებული, ფაქტობრივმა გადახდამ კი, …

აჭარის მთავრობა კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთსა და შენობას ყიდის

მთავრობა  ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში [კურორტი გოდერძის ტერიტორია] მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს [344 კვ.მ ] და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას [52,37 კვ.მ], პირობებიანი ელექტრონული აუქციონით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 20 000 ლარია, ბიჯი – 500 ლარი. აუქციონის ერთ-ერთი პირობაა გადაცემულ ტერიტორიაზე საპირფარეშოს მოწყობა, არაუგვიანეს 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ამოქმედება. ობიექტს პროფილი …

აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსად მუხრან კაკაბაძე დანიშნეს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსად მუხრან კაკაბაძე დანიშნეს. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. მუხრან კაკაბაძე პროფესიით იურისტია. ის  2018 წლიდან დღემდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. მუხრან კაკაბაძე სხვადასხვა წლებში ბათუმის მერიის იურიდიულ სამსახურში, აჭარის უმაღლეს …

რა შემთხვევაში ათავისუფლებს აჭარის მთავრობა პირგასამტეხლოსგან ინვესტორს – ახალი წესი

აჭარაში ინვესტორს, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, შეუძლია მიმართოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, წარუდგინოს საბანკო გარანტია და მოითხოვოს პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება. ასევე ვალდებულების შესრულების გადავადება. ინვესტორის განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი აჭარის საინვესტიციო საბჭო და მთავრობა მიიღებს. გაათავისუფლოს ან არა გაათავისუფლოს ინვესტორი ჯარიმის გადახდისგან გარკვეული პირობით და შეიტანოს ცვლილებები ვალდებულებებში, ეს აჭარის მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა. თუმცა …

აჭარის მთავრობა 1953 წელს გამოშვებულ „პაბედას“ ყიდის

აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ელექტრონული აუქციონის წესით 1953 წელს გამოშვებულ ავტომანქანას „GAZ M20 POBEDA”-ს ყიდის. ფასი – 600 ლარი, ბიჯი – 120 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, მანქანა არამუშა მდგომარეობაშია და ჟანგი აქვს მოდებული. გარდა ამისა, დაზიანებული აქვს სავალი ნაწილი და ძრავი. მანქანას აქვს სახელმწიფო ნომერი: BB 194 BT, ძარა N; 40842, ძრავი N: 258972. ცნობილი …

კურორტ გოდერძიზე სასტუმრო კომპლექსი 3 708 000 ლარად გაიყიდა – მყიდველი ედნარ პაპუნაიშვილია 

მოქმედი სასტუმრო „მეტეო“, კოტეჯები და რამდენიმე მიწის ნაკვეთი კურორტ „გოდერძიზე“აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის კომპანიამ, ამჯერად პირობიანი აუქციონით იყიდა. ამ სასტუმროში ნომრები დეკემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე დაჯავშნილია. გაყიდვის ერთ-ერთი პირობა ამ ჯავშნების შენარჩუნებაა. პატარაძის მეგობარი, ედნარ პაპუნაიშვილი, კურორტზე კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს, მისმა კომპანიამ შპს „გთემ გროუპმა“ 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის …

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ თინათინ ზოიძის კანდიდატურა განიხილება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, თინათინ ზოიძის კანდიდატურა განიხილება, ამის შესახებ მან „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა. „მიმდინარეობს კონსულტაციები ამის თაობაზე, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – უთხრა თინათინ ზოიძემ „ბათუმელებს“. მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი თინათინ ზოიძე ბოლო პერიოდში სამშენებლო კომპანია „ალიანსში“ მუშაობდა. თინათინ ზოიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებაც აქვს – ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

აჭარის მთავრობამ საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი შეარჩია

აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ ახალ ა(ა)იპს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს ოლეგ ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებული საკონკურსო კომისიამ გამოავლინა. ახლა შერჩეული კანდიდატის დანიშვნის შესახებ ბრძანებას  მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, უნდა მოაწეროს ხელი. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო 2600 ლარია. ოლეგ ბოლქვაძე „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს …

შპს „სტადიონის“ დირექტორად ზურაბ ჭურკვეიძე დანიშნეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ, შპს „სტადიონის“ დირექტორის,  სულხან ხალვაშის განცხადება გადადგომაზე დააკმაყოფილა და  შპს „სტადიონის“ დირექტორად კურორტ გოდერძის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ჭურკვეიძე დანიშნა. შესაბამისი დოკუმენტები ცვლილებასთან დაკავშირებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საჯარო რეესტრში  დღეს, 14 მაისს, წარადგინა. ზურაბ ჭურკვეიძე კურორტ „გოდერძის“ [ Goderdzi Resorts ] დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე აჭარის ფინანსთა და …

მთავრობა ბათუმში კვადრატულ მეტრ მიწას 50 ლარად და უპირობოდ ყიდის 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, თამარის დასახლებაში 3 465 კვ/მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობოდ, ელექტრონული აუქციონით ყიდის. შესყიდვის საწყისი ფასი 160 000, ვაჭრობის ბიჯი კი 4000 ლარია. საწყისი ფასის მიხედვით, თუ ელექტრონულ ვაჭრობაში ნაკვეთის ყიდვის სურვილი მხოლოდ ერთმა პირმა გამოთქვა, ერთი კვადრატული მეტრს მსურველი დაახლოებით 50 ლარად შეიძენს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ …

341 ათასი ლარი აჭარის მთავრობის შენობის რემონტისთვის

აჭარის მთავრობა ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე შენობის კაპიტალურ რემონტსა და რეკონსტრუქციას გეგმავს, რითვისაც აჭარის ბიუჯეტში 341 ათასი ლარია გათვალისწინებული. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 4 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის პირობების მიხედვით გარემონტდება მთავრობის შენობის სახურავი, გარე ფასადი, კიბის უჯრედი, სველი წერტილები, წყალმომარაგება-კანალიზაცია, მოეწყობა არქივი, …

რამაზ ბოლქვაძე აკვაპარკთან მიწის გასხვისებაზე

ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გასხვისებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე გამოეხმაურა. „ეს არის ღია და გამჭვირვალე აუქციონი, რომელშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. აუქციონი არათუ უპირობოა, არამედ მასში ძალიან მნიშვნელოვანი პირობებია განსაზღვრული. ერთ-ერთი პირობის თანახმად, ინვესტორმა პროექტში არანაკლებ 25 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. პროექტის მიხედვით აღნიშნულ …

Exit mobile version