ახალი ნაგავსაყრელები ყველა დასახლებულ პუნქტში – 2022-2026 წლის ეროვნული გეგმა

2026 წლისთვის საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელები და გადამტვირთი სადგურები უნდა მოეწყოს, ამავე დროისთვის უნდა დაიხუროს ყველა ძველი ნაგავსაყრელი. ამის შესახებ ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში წერია, რომელიც გუშინ, 8 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ 2026 წლამდე ქვეყანაში დაინერგოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ახალი სერვისი …

ყოველი მე-5 ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება – ანგარიში

ევროკავშირი საქართველოში 2020 წლის თებერვლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ერთი ქვეთავი ქვეყანაში ბავშვთა უფლებებს ეხება.   ანგარიშში საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა განხილული.  სექტემბერში საქართველომ ბავშვთა უფლებების კოდექსი მიიღო, რომელიც 2020 წლის 1 ივნისს სრულად შედის ძალაში. ამ დოკუმენტში მოცემულია სამართლებრივი საფუძვლები, უსაფრთხოების ზომები და გარანტიები ბავშვთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი პრინციპების, მისი უფლებებისა …

დეას ცხოვრება – მეუბნებოდნენ, რომ ჯანმრთელი შვილი არ მეყოლებოდა, რადგან შშმ ვარ

დეა ერემაშვილს მობილობის შეზღუდვა აქვს, თუმცა ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილდება. ცდილობს საოჯახო საქმეებიც დამოუკიდებლად გააკეთოს. ამბობს, რომ  მეუღლეც ეხმარება და პატარა დემეტრეც. დეას რვა წლის შვილი ჰყავს. „ჯანმრთელი და შესანიშნავი“, – როგორც თვითონ გვეუბნება. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ შვილი არ გაეჩინა, რადგან შეზღუდული უნარები ექნებოდა. „რომ დამეჯერებინა, ახლა დემეტრე არ მეყოლებოდა. მე დავამსხვრიე სტერეოტიპი, ჯანმრთელი შვილი მყავს“, …

რას ნიშნავს იყო სრულფასოვანი ქალი საქართველოში

ქალი აუცილებლად უნდა „ჩაბარდეს პატრონს“, ანუ დაქორწინდეს – ეს შეხედულება საქართველოში, ნებისმიერ ურბანულ სივრცეში, როგორც ქალაქში, ისე სოფლად მყარად ფეხმოკიდებული ფასეულობაა. რამდენად რთულია შედგე როგორც სრულფასოვანი ქალი „პატრონის“ გარეშე? – ფემინისტი ქალების თქმით, ეს რთული მაგრამ შესაძლებელია. „ვერ გათხოვდი?“ „გაუთხოვარი უნდა დარჩე?“ „სხვებზე ნაკლები რითი ხარ, რატომ არ უნდა გათხოვდე?“ – ეს კითხვები მოქალაქე ნინო …

რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები

„ის ყველგან მხედავს, ყველაფერი ესმის, ყველგან მომაგნებს, ციხიდან რომ გამოვა მაშინაც, მას ამიტომაც აქვს უთვალავი ხელი, ყური და თვალი,“ – უთხრა პედოფილიის 9 წლის მსხვერპლმა გოგომ ფსიქოლოგს, როცა მან ნახატის შესრულება დაასრულა. მას ფსიქოლოგმა სთხოვა გადმოეცა ის, რაც მოხდა. სალომეს ნახატში მოძალადე იცინის ისე, როგორც პედოფილიის მსხვერპლი სხვა ბავშვების ნახატებში. ფსიქოლოგი ქეთი დევაძე, ვისთანაც სექსუალური ძალადობის …

„მთავრობის ეკონომიკური გუნდი შრომის ინპექტირებას ეწინააღმდეგება“

რას ასრულებს და რას ვერა საქართველო შრომის უსაფრთხოების დაცვის მხრივ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით? – ამის შესახებ დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, „დემოკრატიის სკოლაში“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა, ლელა გვიშიანმა ისაუბრა.  მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ისეთი შრომითი პირობების შექმნას ავალდებულებს, სადაც შრომითი უფლებების ყველა კომპონენტი იქნება დაცული. „პირველ რიგში, ეს არის დაშვების მექანიზმი, …

რა შემთხვევაში დაგიბრუნებთ რკინიგზა ბილეთის ღირებულებას

თუ მატარებელი დააგვიანებს და ამის გამო მგზავრს შეექმნება დისკომფორტი, მას აქვს უფლება მოითხოვოს სამგზავრო ბილეთში გადახდილი თანხა. თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ გამოცემული ახალი ბრძანება. მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მატარებელი 60 წუთზე მეტი ხნით დააგვიანებს ბილეთში მითითებულ დანიშნულების საბოლოო პუნქტში ჩასვლას, …

Exit mobile version