ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთხელ შეცვალეს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მორიგი ცვლილება შეიტანეს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია სკრინინგის პროცედურა – საჭიროებს თუ არა პროექტში ცვლილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს]. ამ პროექტში [ანაკლიაში საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია] ცვლილება ადრე ორჯერ შეიტანეს, თუმცა სააგენტომ გზშ-ს მომზადება არცერთხელ ჩათვალა საჭიროდ. სახელმწიფო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სკრინინგის განცხადებით სააგენტოს 2026 წლის …

ანაკლიაში ზღვის ფსკერის დასაღრმავებლად დამაღრმავებელი გემი შევიდა – სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ანაკლიაში ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება. საქართველოს საზღვაო აკვატორიაში უკვე შემოსულია დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha, რომელიც დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხი არხის მოსაწყობად. „ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში …

„ოცნებას“ ანაკლიის კარტი აქვს შემონახული გასათამაშებლად – ინტერვიუ

„ოცნებამ“ დაინახა ანაკლიის პორტი, როგორც ვაჭრობის შესაძლებლობა პარტნიორებთან… თუ რეალური ინტერესი გაჩნდა ამერიკელების მხრიდან და ეს ინტერესი ემთხვევა „ოცნების“ პოლიტიკურ ამოცანებს — ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი სინამდვილეში, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აღელვებს ანაკლიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, რომელსაც ანაკლიის პორტში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტზე ვესაუბრეთ. თინა ხიდაშელის აზრით, პირველ ეტაპზე ისტორიული მომენტი ხელიდან …

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პროექტი გააცნეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი დღეს, 26 მარტს, ანაკლიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პიტერ ანდრეოლის  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. „ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს“ …

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ მართვაში ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ 100 პროცენტი წილი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მართვის უფლებით გადასცეს. „შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,“ – აღნიშნულია „ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. კომპანიის …

“მთავრობა უუნაროა ანაკლია ან ფოთი აირჩიოს ერთადერთ ღრმაწყლოვან პორტად, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი არ აშენდება”- ინტერვიუ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში რომ განხორციელებულიყო, ახლა ანაკლიაში პორტის პირველი ფაზა დასრულებული იქნებოდა და შესაძლებელი იქნებოდა გემების მიღება. აშენებული იქნებოდა ახალი ქალაქი, ანაკლია სითი, სადაც იქნებოდა თავისუფალი სავაჭრო ზონა, ასევე აშენებული იქნებოდა ახალი სარკინიგზო ხაზი. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ანაკლიაში პორტი არ არის აშენებული. პორტის მშენებლობისთვის შერჩეულია ჩინური კონსორციუმი, რომელთან ხელშეკრულების გაფორმების …

რა შენდება ოჩამჩირეში, პორტი თუ ტერმინალი? – რას ამბობს სუსი და რა ხდება სინამდვილეში

შენდება თუ არა ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტი? – ეს კითხვა აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საკონტეინერო ტერმინალს აშენებს, თუმცა ამ ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ დამოუკიდებელი ექსპერტები. „რია ნოვოსტის“ კითხვაზე, განიხილავენ თუ არა სოხუმი და მოსკოვი აფხაზეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნის …

რა შეცვალეს ანაკლიის პორტის პროექტში – კონსულტანციებში 3,4 მილიონი დაიხარჯება

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. პარალელურად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო კონსულტანტების დაქირავებაში მიმდინარე წელს 3,4 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს უტენდეროდ. კიდევ ერთმა სახელმწიფო კომპანიამ – „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“კი პორტის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შეიტანა. „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ ინფორმაციით, პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო საჭირო გახდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების …

რატომ ვერ გააფორმა „ოცნებამ“ ხელშეკრულება ჩინეთთან ანაკლიის პორტის მშენებლობაზე – ინტერვიუ

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. თუმცა ერთი წლის შემდეგაც, ჯერ კიდევ არაა გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებასა და კონსორციუმს შორის. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წლის 8 აპრილს თქვა, რომ „შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და პროცესი …

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მშენებლებმა სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო მოედანი. მათ წასვლასთან ერთად საქართველოს ამ ეტაპზე ხელიდან გამოეცალა რეგიონში სტრატეგიული გეოპოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის შანსი. პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ცოტა თუ ენდობა პროექტის ჩაგდების მთავრობისეულ ოფიციალურ მიზეზს — „ვალდებულებების შეუსრულებლობას“. არაერთი აქტორისთვის არის ცხადი, რომ „ქართულ ოცნებას“ — ბიძინა ივანიშვილს — არ სურდა, ანაკლიის …

მაია ცქიტიშვილს კონფერენციაზე ანაკლიის პორტის შესახებ დაუსვეს კითხვა

საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს ბათუმში, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის  პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორი იქნება ამაზე ხელისუფლების მხარდაჭერა? პანელზე დასმულ კითხვას ვიცე-პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რა თქმა უნდა, არის ტრანსევროპული პროექტი და ძალიან …

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2020 წელს მიიღებს

საუკუნის პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. 2020 წელს კი დაგეგმილია პირველი გემის მიღება. ნახეთ, როგორ მიმდინარეობს პორტის მშენებლობა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი  საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებს  – სამთავრობო კომისიამ ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 5 თებერვალს მიიღო. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს“ , რომლის დამფუძნებელიც არის მამუკა ხაზარაძე, და  ამერიკულ …

9,7 მილიონი ანაკლიის გზის პროექტირებისთვის და 4 კომპანია – წინა სამი ტენდერი ჩაიშალა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად წინადადებების მიღება დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარია. „ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა და შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება წარმოადგინა. მონაწილეებს შორის ერთი ქართული კომპანიებისაგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარმოადგინეს ესპანურმა, …

Exit mobile version