ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთხელ შეცვალეს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მორიგი ცვლილება შეიტანეს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია სკრინინგის პროცედურა – საჭიროებს თუ არა პროექტში ცვლილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს]. ამ პროექტში [ანაკლიაში საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია] ცვლილება ადრე ორჯერ შეიტანეს, თუმცა სააგენტომ გზშ-ს მომზადება არცერთხელ ჩათვალა საჭიროდ. სახელმწიფო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სკრინინგის განცხადებით სააგენტოს 2026 წლის …

ანაკლიაში ზღვის ფსკერის დასაღრმავებლად დამაღრმავებელი გემი შევიდა – სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ანაკლიაში ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება. საქართველოს საზღვაო აკვატორიაში უკვე შემოსულია დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha, რომელიც დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხი არხის მოსაწყობად. „ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში …

“მთავრობა უუნაროა ანაკლია ან ფოთი აირჩიოს ერთადერთ ღრმაწყლოვან პორტად, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი არ აშენდება”- ინტერვიუ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში რომ განხორციელებულიყო, ახლა ანაკლიაში პორტის პირველი ფაზა დასრულებული იქნებოდა და შესაძლებელი იქნებოდა გემების მიღება. აშენებული იქნებოდა ახალი ქალაქი, ანაკლია სითი, სადაც იქნებოდა თავისუფალი სავაჭრო ზონა, ასევე აშენებული იქნებოდა ახალი სარკინიგზო ხაზი. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ანაკლიაში პორტი არ არის აშენებული. პორტის მშენებლობისთვის შერჩეულია ჩინური კონსორციუმი, რომელთან ხელშეკრულების გაფორმების …

რა შენდება ოჩამჩირეში, პორტი თუ ტერმინალი? – რას ამბობს სუსი და რა ხდება სინამდვილეში

შენდება თუ არა ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტი? – ეს კითხვა აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საკონტეინერო ტერმინალს აშენებს, თუმცა ამ ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ დამოუკიდებელი ექსპერტები. „რია ნოვოსტის“ კითხვაზე, განიხილავენ თუ არა სოხუმი და მოსკოვი აფხაზეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნის …

რა შეცვალეს ანაკლიის პორტის პროექტში – კონსულტანციებში 3,4 მილიონი დაიხარჯება

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. პარალელურად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო კონსულტანტების დაქირავებაში მიმდინარე წელს 3,4 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს უტენდეროდ. კიდევ ერთმა სახელმწიფო კომპანიამ – „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“კი პორტის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შეიტანა. „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ ინფორმაციით, პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო საჭირო გახდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების …

ივანიშვილის კომპანია განმუხურში ვალდებულებებს აღარ შეასრულებს – კობახიძის განკარგულება 

საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბლექ სი რივიერას“ ნაკისრი ვალდებულებისგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ქვეყნის ბიუჯეტში 500 ათას ლარს გადაიხდის. საუბარია 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს, მისივე ინფორმაციით, ჯამურად, 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. „ბლექ სი რივიერას“ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ ზუგდიდის სოფელ განმუხურში, სახელმწიფოსგან ნაყიდ …

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მშენებლებმა სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო მოედანი. მათ წასვლასთან ერთად საქართველოს ამ ეტაპზე ხელიდან გამოეცალა რეგიონში სტრატეგიული გეოპოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის შანსი. პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ცოტა თუ ენდობა პროექტის ჩაგდების მთავრობისეულ ოფიციალურ მიზეზს — „ვალდებულებების შეუსრულებლობას“. არაერთი აქტორისთვის არის ცხადი, რომ „ქართულ ოცნებას“ — ბიძინა ივანიშვილს — არ სურდა, ანაკლიის …

ქვეყანას აქვს პოლიტიკა, რომ ჩვენ ისევ მივებათ რუსეთს – რას გეგმავს მამუკა ხაზარაძე   

8 დეკემბერს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმში იმყოფებოდა მხარდამჭერებთან შესახვედრად. ის ამბობს, რომ „ლელოს“ გუნდის პრეზენტაცია აჭარაში მალე გაიმართება, თუმცა ჯერ კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს. პოლიტიკაზე საუბრისას ხშირად იშველიებს მაგალითებს საკუთარ ბიზნესგამოცდილებიდან და ხაზსს უსვამს, რომ დღეს ქვეყნის განვითარების „ხედვა“ არ არსებობს. „ბათუმელებმა“ მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე საკითხზე დაუსვა შეკითხვა. ბატონო მამუკა, რას უკავშირდება თქვენი ყოფნა …

ანაკლია ქვიშის მტვერს მიაქვს, უცნობია რას აპირებს ხელისუფლება [ვიდეო]

ანაკლიაში სტუმრად რომ მიხვალ, სანამ მასპინძელი სკამს შემოგთავაზებს, ჯერ მშრალი ტილოთი წმენდს მასზე სქლად დადებულ მტვერს. მტვერია ყველგან, ყველა სახლში – იატაკზე, ფანჯრებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე. ახლა ანაკლიაში ყველაზე მეტად ამინდის პროგნოზი ფასობს – ადგილობრივები დღეში რამდენჯერმე აკონტროლებენ როგორია ქარის სიჩქარე. ძლიერი ქარი ნიშნავს, რომ მათი სახლები ისევ ქვიშით აივსება. ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის 5 მილიონი კუბი …

ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარებისთვის საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული და სხვა მიმართულებებით. საგრანტო კონკურსი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” და USAID “ზრდა პროექტის” ინიციატივით, “ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება. საგრანტო კონკურსის მიზანია მოქმედი და დამწყები მეწარმეებისთვის თანამედროვე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა სამიზნე რეგიონებში არსებული საწარმოების გაძლიერებითა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო …

Exit mobile version