რას სთხოვენ პრემიერ-მინისტრს პეტიციით თევზსაშენი მეურნეობების მფლობელები

თევზსაშენი მეურნეობების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეტიციით მიმართავენ. კერძო მეწარმეები პრემიერს სთხოვენ, რომ მიმართოს საქართველოს პარლამენტს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ვალდებულებების დროებითი შეჩერების/გადავადების შესახებ. „თევზსაშენი მეურნეობების საქმიანობა, საუბარია დაახლოებით 200-ზე მეტ სუბიექტზე, 2023 წლის პირველი მარტიდან ცხადდება კანონგარეშედ და მათი საქმიანობა იქნება უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ისინი დაჯარიმებას დაექვემდებარებიან,“ – …

აკვაკულტურის წარმოებას სპეციალური ნებართვა დასჭირდება – ახალი წესი

ხმელეთზე, მდინარეში, ტბასა თუ ზღვაში აკვაკულტურის წარმოებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო, რომელიც აუქციონით, არაუმეტეს 20 წლის ვადით გაიცემა. ნებართვას ეროვნული სააგენტო გასცემს, ნებართვის მოწმობის ფორმას კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაამტკიცებს. პირს, რომელიც ხმელეთზე განთავსებული 50 მ​3-მდე მოცულობის შესაბამისი კონსტრუქციით აწარმოებს აკვაკულტურას, ნებართვის აღება არ სჭირდება. იმ პირებს კი, რომლებიც „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს …

გონიოელი მეთევზეები: „ზღვის გარეშე გვტოვებენ, მუშაობაში ხელს გვიშლიან“ [Video]

„ძველი ისტორიის ნაწილი ვართ, მოვყვებით ამ მეთევზეობას, ვიბრძვით, რომ სახლში პური მივიტანოთ, ვშრომობთ, ვწვალობთ და ამასაც გვართმევენ. ზღვაში მხოლოდ 1 მილის მანძილზე შესვლის უფლება მოგვცეს, თვალით ვსაზღვრავთ ამ მანძილს და თუ გავცდით რამდენიმე მეტრით, მოდის სანაპირო დაცვა, იღებს ბადეს და მიაქვს… სანამ სასამართლო ჩატარდა, შემდეგ პროკურატურიდან არ არის მოსული ცნობა, რომ ბადე დაგიბრუნონო და ვრჩებით …

თევზჭერის ბიზნესს ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევენ, ისინი კი „ოცნებას“ სწირავენ ფულს

„მეთევზეები… ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია“, – ასე ასაბუთებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას. მაგალითად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ კომპანია – „აისბერგი 2“, „აწარმოე საქართველოშიმ“ 2 391 183 ლარით დააფინანსა. „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, რომ კომპანიის მფლობელმა კახაბერ ლატარიამ, რომელიც ბიზნესს სახელმწიფოს მხარდაჭერის …

ფერმები ზღვაში – გონიოში, კვარიათში, ჩაქვსა და ქობულეთში აკვაკულტურისთვის ზონები გამოიყოფა

საქართველოში 2021 წლის 1-ლი მარტიდან სრულად ამოქმედდება კანონი აკვაკულტურის შესახებ. პარალელურად, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონები; ასეთი ზონის მართვის გეგმა, ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები და სხვა დოკუმენტები. საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისთვის უკვე შერჩეულია 5 საზღვაო ზონა. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია [განმუხური]. ამ ზონებში აკვაკულტურის ლიცენზია/ნებართვა გაიცემა 20 წლამდე …

Exit mobile version