„ერთი დღე ვისვენებ, ამ დროსაც კიდევ ერთ სახლს ვალაგებ“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან

17 წელია უსაბუთოდ ცხოვრობს საბერძნეთის ერთ პატარა ქალაქში. ექიმიც რომ დასჭირდეს, პრობლემა შეექმნება. საქართველოში 17 წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შეძლო ჩამოსვლა. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილ 57 წლის ციალა შავაძეს ყველაზე ძალიან მოხუცთან ერთად ოთხ კედელს შორის ცხოვრება გაუჭირდა. უცხოეთში წასვლა, როგორც გვეუბნება, გაჭირვებამ და უფულობამ გადააწყვეტინა. ციალას სიტყვებით „არ იყო მეტი გზა”. რას ჰყვება ციალა შავაძე, …

„მამა დავკარგე 2 წლის წინ, სამძიმარზეც ვერ ვიყავი“ – 22 წელი ემიგრაციაში

ირმა ჩიოტაშვილი 50 წლისაა, ოც წელზე მეტია სტამბოლში ცხოვრობს და მუშაობს. საუბრის დროს ქართულ სიტყვებს ეძებს და ზოგს ძლივს იხსენებს. ამბობს, რომ სტამბოლში მრავალი წლის წინ გადასახლებულ ლაზ ნათესავებთან ძირითადად თურქულად საუბრობს და ქართულად ლაპარაკი იშვიათად უწევს, ამიტომაც ავიწყდება ენა ნელ-ნელა. ირმა სოფელ სარფიდანაა. მან გვითხრა, რომ ემიგრანტობის 20-წლიან გამოცდილებაზე ყველაფრის მოყოლა შეუძლებელია, მაგრამ გვიზიარებს …

ემიგრანტებმა დაინახეს, როგორ ცხოვრობენ უცხოეთში, მთავრობა მათ ვეღარ გააჩერებს | პოდკასტი

მედეა კონცელიძემ საქართველო 12 წლის წინ დატოვა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მან სამსახური დაკარგა და მის მეუღლესაც ავტონაწილების ბიზნესი ჩაუვარდა. ოჯახს გაუჭირდა და ცოლ-ქმარს ახალი გზების ძიება დასჭირდა შვილების სარჩენად. რატომ წავედი ემიგრაციაში  „2008 წლის 16 სექტემბერს, დიდი წყალდიდობის შედეგად, ჩვენი სახლი დაიმეწყრა. ნახევარი სახლი დაგვენგრა, გეოლოგებმა გამომასახლეს, მაგრამ ვერანაირი დახმარება ვერ მივიღე, 1 წელი …

რატომ ერიდებათ ემიგრანტ ქალებს ფოტოების ფეისბუქზე გამოქვეყნება | პოდკასტი

37 წლის ნაზი გეგეშიძემ თურქეთში 8-წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში, ბათუმში დაბრუნება გადაწყვიტა. აქ დედა, მამა, ძმა, და და 13 წლის შვილი ელოდნენ. ნაზი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მოზარდი შვილის გვერდით ყოფნაა, რომელსაც, მისი თქმით, დედა ახლა ყველაზე ძალიან სჭირდება. ნაზი სხვადასხვა ოჯახში მუშაობდა იზმირსა და სტამბოლში მომვლელად, დამლაგებლად. თურქეთის გარდა მას ბელგიაში მუშაობის …

„საქართველოში ემიგრანტი ქალის ძეგლი უნდა იდგეს აეროპორტში“ | პოდკასტი

51 წლის ნინო მახარაძემ ფული ისესხა და ბათუმიდან იტალიაში ერთი წლის წინ წავიდა სამუშაოდ. შინ მეუღლე, მოხუცი დედა, შვილები და შვილიშვილები დარჩნენ. ნინომ, ემიგრანტების უმრავლესობის მსგავსად, ქვეყანა სიდუხჭირის გამო დატოვა. ნინო ოჯახის წევრებს საღამოობით ვიდეოთვალით ხედავს, შინ დაბრუნებაზე ოცნებობს და საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება. თითქოს არაფერი განსხვავებული. ყველა ზემოთ ნახსენები  ამბავი მეორდება ემიგრანტებთან, მაგრამ ნინო ჰყვება …

ქინძისთავი – უჩინარი იარაღი სოფლის ავტობუსში სექსუალური შევიწროებისგან თავის დასაცავად

„ეს ახალი პრობლემა არ არის, ეს ყოველთვის იყო. სოფლის „მარშუტკაში“ ასეთი რაღაცები ხშირად ხდებოდა, ამიტომ ქალებს დაჰქონდათ „ბულავკები“, თავის დასაცავად. როგორც კი მაგას შენიშნავდნენ, დაარჭობდნენ და დაუტოვებდნენ. ძალიან ბევრჯერ მომისმენია ჩემს ბავშვობაშიც“, – ამბობს 42 წლის მერი ხულოდან. იგი ამბობს, რომ ამ მეთოდით ქალები სოფლის ავტობუსებში კაცების უხამსი და არასასურველი შეხებისგან იცავდნენ თავს. ქინძისთავი, როგორც …

„ჩვენ ცოტას ვსაუბრობთ ერთმანეთის დანაშაულზე“ – შეხვედრა ქართულ-აფხაზურ თემაზე

„ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება” – ეს იყო ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრისა და დისკუსიის თემა პირველ ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრას სამი  მომხსენებელი ჰყავდა: სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) თამარ თოლორდავა, ისტორიის დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნატალია ლაზბა და ჟურნალისტი ქეთევან ქანთარია. დისკუსიის …

დისკუსია ბათუმში: „ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება“

პირველ ივნისს ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“,  ჰაინრიხ  ბიოლის ფონდის მხარდაჭერით საჯარო დისკუსია გაიმართება  თემაზე – „ენგურის ხაზი, როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება“. „ამა წლის  მარტში აფხაზეთში  რიგით მეექვსე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. იღებს თუ არა საქართველოს ეს სეცესიონისტური რეგიონი აღიარებას, როგორი იქნება რუსერთის დამოკიდებულება აფხაზური საზოგადოებოს არჩევანის მიმართ, თუ რამდენად ძლიერი იქნება რეგიონი  მის სამხედრო-პოლიტიკურ …

ფილმის ჩვენება და დისკუსია „აპოლოში“

დღეს, 8 მარტს, 17:00 სთ-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო ბათუმში, კინოთეატრ  „აპოლოში“ ფილმის  – „მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი“ გეგმავს. ჩვენების შემდეგ იქნება საჯარო დისკუსია, მაია ბარქაიას მონაწილეობით. მხატვრული ფილმი „მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი“ მოგვითხრობს სამართლის დოქტორის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, ელიზაბეტ ზელბერტის მოღვაწეობის შესახებ. ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხ ქალს შორის, რომლებიც საპარლამენტო …

დისკუსია საჯარო სივრცეებში ჰომოფობიის შესახებ [ანონსი]

დღეს, 9 ივნისს, 18 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო დისკუსია: „ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“. დისკუსიაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელი, მკვლევარი ეკატერინე აღდგომელაშვილი და სოციალური მუშაკი გიორგი ბოლქვაძე. ღონისძიების ორგანიზატორია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო. ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დისკუსიაზე გაიმართება დებატები ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ. დებატების …

Exit mobile version