წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციისას მხოლოდ 1 800 სამხედროს პირადი მონაცემების დოკუმენტირება შეძლო – სააგენტო „უკრინფორმის“ ცნობით, ეს ინფორმაცია კომიტეტის გენერალურმა დირექტორმა რობერტ მარდინიმ დაადასტურა. მარდინიმ დასძინა, რომ სამხედრო ტყვეების საერთო რაოდენობის შესახებ ორგანიზაციას მონაცემები არ აქვს. „ევაკუაციის დროს ჩვენ დაახლოებით 1800 ადამიანის რეგისტრაცია მოვახერხეთ, იმ გათვლით, რომ მათი მონახულება შეგვეძლებოდა, თუმცა …
Tag Archives: წითელი ჯვარი
დროა, წითელ ჯვარში გაიხსენონ თავიანთი დანიშნულება და იფიქრონ რეპუტაციაზე – პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას მიმართავს და მოუწოდებს, იმოქმედონ უკრაინელი სამხედრო ტყვეების დემონსტრაციული გასამართლების საკითხზე. მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე, მათ შორის, აზოვსტალის დამცველები, ლეგალურად იცავდნენ საკუთარ ქვეყანას და „მარიუპოლის გალიები“ ოფიციალური რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულია. 6 აგვისტოს მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ, გავრცელა ინფორმაცია, …
საქართველოს წითელი ჯვარი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად დონაციის გვერდს აქვეყნებს
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უკრაინელი ხალხისთვის შემოწირულობებს აგროვებს. შეგროვებული თანხა, მათი განცხადებით, უკრაინის წითელ ჯვარს გადაეცემა. გაიღე შემოწირულობა, უკრაინელი ხალხისთვის! დღეს, ისე როგორც არასდროს, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს თანადგომა სჭირდებათ. თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობა დახმარების სახით გადაეცემა უკრაინის წითელ ჯვარს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის წითელი ჯვარი ეხმარება და გვერდში უდგას ყველას, ვისაც დახმარება ესაჭიროება” – წერია წითელი …
Continue reading “საქართველოს წითელი ჯვარი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად დონაციის გვერდს აქვეყნებს”
ქეთი მელუა წითელი ჯვრის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა დღეს, 27 ივნისს, 22:00 საათზე, Youtube-ზე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. როგორც მომღერალი თავის მიმართვაში ამბობს, კონცერტი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად გაიმართება. „ამ უცნაურ პერიოდში ვცდილობდი მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე, გადავწყვიტე შევუერთდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც შთამბეჭდავ სამუშაოს სწევს საქართველოში COVID19-ის კრიზისის პერიოდში,“ – ამბობს მომღერალი. ქეთი …
Continue reading “ქეთი მელუა წითელი ჯვრის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს”
როცა სახლებში ჩაკეტილ ღარიბებთან საკვები მიგაქვს – წითელი ჯვრის მოხალისეების 2 თვე
კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა ათასობით მოქალაქე ფულისა და საკვების გარეშე დარჩა, წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა ბათუმში ამ ადამიანების დახმარების ორგანიზება დაიწყეს. 500-მდე მოხალისე ორი თვის მანძილზე ჯამში 8 ათასამდე ოჯახს დაეხმარა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და მის მოხალისეებს პანდემიის დროს არცერთი წამით არ შეუწყვეტიათ მუშაობა. პასუხობდნენ მოქალაქეების ზარებს ცხელ ხაზზე, იდგნენ დიდი სუპერმარკეტების შესასვლელებში და …
თურქეთის ნახევარმთვარის საჩუქარი – სამედიცინო და საველე აღჭურვილობა წითელ ჯვარს
საქართველოს წითელი ჯვრის ინფორმაციით, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ ორგანიზაციას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა. „COVID 19-ის რისკის შემცირებისა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადასცემს ჰუმანიტარულ ტვირთს, მათ შორის საველე ჰოსპიტლისთვის განკუთვნილ კარვებს და მოხალისეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პირად დამცავ აღჭურვილობას“, – წერია საქარველოს წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტვირთი სარფის საბაჟოს …
Continue reading “თურქეთის ნახევარმთვარის საჩუქარი – სამედიცინო და საველე აღჭურვილობა წითელ ჯვარს “
წითელი ჯვარი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაეხმარება მოქალაქეებს
აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობების, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, მარტო მცხოვრებ ხანდაზმულებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს საგანგებო რეჟიმის პირობებში დაურიგდებათ სპეციალური კალათა სურსათით, ჰიგიენური საშუალებებითა და საჭირო მედიკამენტებით. თითოეულ ოჯახთან ბინაზე სწრაფად მიტანის სერვისს შესაბამისი ცოდნით მობილიზებული, ბათუმში მოქმედი წითელი ჯვრის მოხალისეთა ჯგუფი უზრუნველყოფს. „კორონავირუსის გავრცელებისთანავე წითელმა ჯვარმა აჭარაში დაიწყო საინფორმაციო …
Continue reading “წითელი ჯვარი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაეხმარება მოქალაქეებს”
ცხინვალში გატაცებული ექიმი წითელმა ჯვარმა მოინახულა – მან ოჯახს წერილი გამოუგზავნა
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალში გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს 14 ნოემბერს დაუკავშირდა. „წითელმა ჯვარმა საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წითელი ჯვრის დელეგატებმა გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს ვაჟა გაფრინდაშვილს გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა“, – ნათქვამია გავრცელებულ …
წითელი ჯვარი უგზო-უკვლოდ გაუჩინარების თემაზე ბათუმში ფოტოგამოფენას მართავს
დღეს, 27 აგვისტოს, ბათუმის საზაფხულო თეატრში უგზო-უკვლოდ გაუჩინარების თემაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ფოტოგამოფენას მართავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50 ფოტო, რომლებიც ასახავს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების გამოწვევებს, საქმიანობას, რომელსაც წითელი ჯვარი ახორციელებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გაუჩინარებული ადამიანების ნეშტების მოძიების, იდენტიფიკაციისა და ღირსებით დაკრძალვისათვის. საქართველოში 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი დღემდე …
Continue reading “წითელი ჯვარი უგზო-უკვლოდ გაუჩინარების თემაზე ბათუმში ფოტოგამოფენას მართავს”