რატომ შეფერხდა შუახევის გაზიფიცირების პროგრამა

აჭარის მთავრობამ 2025 წლის ორ კვარტალში შუახევის სოფლების გაზიგიცირებისთვის გათვალისწინებული თანხა 600 ათასი ლარი ვერ აითვისა. პროგრამა წელს ხიჭაურის დასახლების გაზიფიცირებას, ასევე  გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, რაც სამინისტრომ აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა, პროგრამის შეფერხების მიზეზი ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. „გასსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს. …

გოდერძის სათხილამურო ტრასაზე მაგისტრალური გაზსადენი გაივლის – რატომ შეიცვალა პროექტი  

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებამ პრობლემა შეუქმნა ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხორციელებას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გაზსადენის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის მიხედვით, გაზსადენის საპროექტო ტრასა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას მიუყვება. დაგეგმილი იყო გაზსადენის მშენებლობა გზის რეაბილიტაციასთან ერთად დაწყებულიყო, თუმცა, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, სულ ცოტა, მომავალი წლის გაზაფხულამდე ვერ დაიწყება. შესაბამისად, გაზსადენის მშენებლობაზე …

შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს

შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 168 985 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 28 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება. ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება მოიცავს სამუშაოების ხარისხის სისტემატიური კონტროლის განხორციელებას; ზედამხედველობა ხორციელდება სამუშაოების, …

თენგიზ ქოქოლაძის შვილის კომპანიამ აჭარის მთავრობისგან 27-მილიონიანი დაკვეთა მიიღო

შუახევი-ხულოს მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი დაიხარჯება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი 33 797 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული, რაც დაფარული კონკურენციის წესს გულისხმობს [კომპანიები ელექტრონული ვაჭრობისას ვერ ხედავენ, თუ ვინ არის მათი კონკურენტი და რა ფასი დააფიქსირა]. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე …

168 ათასი ლარი შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის

30 აპრილს შეწყდება წინადადებების მიღება ტენდერში, რომლითაც შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი უნდა შეირჩეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 27 აპრილს დაიწყო. სატენდერო თანხა 168 985 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაუწიოს შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს. ამ მილსადენის …

შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერი 33,7 მილიონი ლარით გამოცხადდა

შუახევი-ხულოს ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 33 797 000 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს შეწყდება. სატენდერო პირობების მიხედვით, გაზსადენის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში [ანუ 2021 წელს] უნდა დასრულდეს. პროექტით გაზსადენი, ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე, მთლიანად ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალს მიუყვება. შუახევი [ხიჭაურის დასახლება]- …

Exit mobile version