ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 6 ივლისიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. „ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებს შორის, სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება დროებით შემოსავლელ გზაზე. აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩისა და საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით“ – …

13-15 ნოემბერს სუფსა-ხაჯალიის ავტობანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ხაჯალია-სუფსის ავტომაგისტრალზე [ახალ ავტობანზე] ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთში გადაერთვება, ასე ვთქვათ, ძველ [სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის] გზაზე. დღეს, 12 ნოემბერს კი, საღამოს 8 საათამდე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია სამტრედია[დაფნარი]- სოფ. სუფსას [გრიგოლეთის] მონაკვეთში და აღნიშნული ტიპის ტრანსპორტი სამტრდია-გრიგოლეთის მონაკვეთში …

ხულო-გოდერძის გზა დილის 6 საათამდე ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2025 წლის 7 ოქტომბრის 22:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „ბათუმელებმა“ დეპარტამენტში დააზუსტა, ამ გზის 94-ე კილომეტრი ხულოში, რიყეთის თემში მდებარეობს. აქ ლითონის მილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა …

ღამით გადაიკეტება ხულო-გოდერძის გზა სოფელ რიყეთთან

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 18 ივნისის 23:00 სთ-დან 19 ივნისის 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ხულო-გოდერძის გზაზე – ხულოს სოფელ რიყეთთან. გზის დროებით ჩაკეტვის მიზეზი, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე [სოფ. რიყეთი] დაგეგმილი სამუშაოებია“. გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება. …

ხულო-გოდერძის გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა 8 საათით შეიზღუდება

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახალციხისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთში, 2024 წლის 19 ივნისის 23:00 საათიდან 20 ივნისის 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე [პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი] მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება. განახლება: დეპარტამენტის 20 ივნისის განცხადებით ხულო-ზარზმის გზის დარჩენილ 26 კილომეტრიან მონაკვეთზე …

1 დაღუპული და 5 დაშავებული – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 23 მაისს, ქობულეთის შემოვლითი გზაზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტობანზე „ადგილზე დაფიქსირდა ერთი გარდაცვლილი, ხუთი დაშავებული კი გადაყვანილია კლინიკაში“. ამ დროისთვის [14:00 საათი] შემოვლითი გზა გადაკეტილია და ავტოტრანსპორტი ჩაქვის გავლით მოძრაობს.

ხალვაშის გამზირზე ასფალტი აყარეს – გზის ერთი მხარე ისევ გადაკეტეს

ბათუმი-ახალციხის გზის დასაწყისი [აეროპორტის გზატკეცილიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთი] მეორე დღეა ცალმხრივად ჩაკეტილია. ამის გამო ანგისიდან [ბავშვთა საავადმყოფო] ხელვაჩაურისკენ მიმავალ ტრანსპორტს ალტერნატიული გზებით უწევს გადაადგილება. ხალვაშის გამზირზე საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხელშეკრულება დეპარტამენტს შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული. გზის ჩაკეტილ მონაკვეთში ასფალტის საფარი აყარეს. „ბათუმელებმა“ ვერცერთი კომპეტენტური უწყებიდან …

რიყეთი-კურორტ გოდერძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს, ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთი-კურორტ გოდერძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. „თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა; დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“ – აცხადებს გზების …

კლდის ჩამოშლის გამო სარფში მაგისტრალი ჩაიკეტა

დღეს, 20 თებერვალს, ბათუმი- სარფის საერთაშორისო ავტომაგისტრალთან ლოდები  ჩამოიშალა, რის გამოც სარფში შესასვლელი გზა გადაკეტილია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა უკვე გაწმინდეს და ავტოტრანსპორტის მოძრაობა მალე აღდგება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლოდების ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. „N16 მარშრუტზე მოძრავი საქალაქო ავტობუსები ამ დროისთვის [11:30 სთ] სარფში ჩანჩქერამდე მიდიან და იქ ბრუნდებიან“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

ზემო აჭარაში გზებზე მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებით და ჯაჭვებითაა რეკომენდებული

ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით – აცხადებს დღეს, 14 იანვარს, აჭარის გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და „ყველა მიმართულება ეტაპობრივად გაიწმინდება“. მთავარი ფოტო: თოვლი მაღალმთიან აჭარაში / გზების დეპარტამენტი — გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის …

მეწყერის გამო ბათუმი-ხულოს გზა ქედაში, სოფელ გულებთან ჩაკეტილია

დღეს, 6 იანვარს, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის 38 -ე კილომეტრზე, ქედაში, სოფელ გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რის გამოც ჩაიკეტა საავტომობილო გზა. „ამ დროისთვის [10:30 სთ] მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთზე, ცალმხრივად მოძრაობა დღის მეორე ნახევარში აღდგება.“ – ამ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან …

შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე ორმხრივადაა შესაძლებელი. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებული დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.“ – აცხადებს დეპარტამენტი. აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის დროს, 3 ოქტომბერს, ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული …

ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი 8 აგვისტოს დროებით ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 2023 წლის 8 აგვისტოს 00:00 საათიდან დილის 6 საათამდე, ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ჩაიკეტება. ავტოტრანსპორტი ჯაპანა-ლანჩხუთის „ძველი“ გზით იმოძრავებს. „დროის აღნიშნულ პერიოდში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯაპანა (კმ15)- ლანჩხუთის (კმ31) მონაკვეთზე“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტობანის დროებით ჩაკეტვის მიზეზი …

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, სადაც გზა გადაკეტილია

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირი 2023 წლის 21 მაისამდე იქნება გადაკეტილი. ქუჩის ეს მონაკვეთი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ნაწილია და ის 3 მაისს ისე გადაკეტეს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამის შესახებ ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქზე წინასწარ არ გამოუქვეყნებია. ინფორმაცია 4 მაისს გამოაქვეყნეს, ოღონდ ძველი თარიღით – 30 აპრილით. გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჰქონდათ ტექნიკური …

შუახევში ბათუმი-ახალციხის გზა 22 აპრილს პერიოდულად ჩაიკეტება

22 აპრილს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი დღის განმავლობაში პერიოდულად ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივ გზებზე გადაერთვება. ავტომაგისტრალის კმ67-კმ68 მონაკვეთზე,  2023 წლის 22 აპრილს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და  15:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება 45 წუთიდან 1 საათამდე ინტერვალებით. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ.  ჩანჩხალო) გამავალი …

ხულო-გოდერძის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 7 ოქტომბრის ჩათვლით შეზღუდული იქნება

ხულო-გოდერძის სავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით შეიზღუდება. მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის შეიზღუდება გზის კმ86+440-კმ86+640 მონაკვეთზე დროის შემდეგ მონაკვეთებში: ყოველდღე, 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე და 14:00სთ-დან 19:00სთ-მდე. „მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს დროებით მოწყობილი საავტომობილო გზის გავლით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.“ აცხადებს გზების დეპარტამენტი. შეზღუდვის მიზეზი, როგორც დეპარტამენტი აცხადებს, ხულო-გოდერძის გზის I ლოტის რეაბილიტაციის …

28-29 აპრილს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  28 და 29 აპრილს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ერთი მხარე [ბათუმი-ქობულეთის მიმართულება] ჩაიკეტეაბა. მოძრაობა ორმხრივი იქნება გვირაბის მეორე მხარეს. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გვირაბის ერთ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა პროფილაქტიკურ სამუშაოებსა და გვირაბის დასუფთავებას უკავშირდება. როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 28-29 აპრილს ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში შეზღუდული მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით …

ბათუმის მერია: 24 დეკემბერს გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი ცალმხრივად ჩაიკეტება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 24 დეკემბერს, 08:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება გოგებაშვილის ქუჩაზე, გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში არსებული წრიულიდან [„რედისონის“ მიმდებარედ] ჭავჭავაძის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში – ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით. სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტით, რუსთაველიდან დემეტრე თავდადებულის, გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით“. რაც შეეხება ჭავჭავაძისა და …

Exit mobile version