ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილ ხის ნალიაზე გაფენილი, თოკზე ასხმული ან როგორც აჭარაში ეძახიან „ანემსილი“ თამბაქოს ფოთლები წლის ამ დროს აჭარული პეიზაჟის განუყრელი ნაწილია. მაშინ, როცა ყველაფერი ფერს იცვლის, ყვითელსა და ყავისფერში გადადის, მხოლოდ თამბაქოს პლანტაციები ხასხასებს მწვანედ. ზემო აჭარის სოფლებში ბოლო წლებში თამბაქოს კულტურის მოყვანა განაახლეს. თამბაქოს წლის განმავლობაში ხუთჯერ კრეფენ, ფოთლებს ძაფზე ასხამენ და …
Tag Archives: ფოტოამბავი
თხა, ძაღლები და მამალი საარჩევნო უბანზე [ფოტო]
დღეს, 12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში. ეს ოზურგეთის საარჩევნო უბნებია, სადაც არჩევნებზე ჯერ თხამ შეისეირნა, შემდეგ ძაღლებმა და მამალმაც.
დელფინები შავი ზღვიდან [ფოტო]
ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი დელფინი ზღვის ვეშაპისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. შავ ზღვაში ამ ძუძუმწოვრების სამი სახეობა გვხვდება: თეთრგვერდა, ანუ ჩვეულებრივი დელფინი, შავი ზღვის აფალინა და შავი ზღვის ღორი. ეს დელფინები ენდემურ სახეობად მიიჩნევა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ შავ ზღვაში ბინადრობენ. 2016 წელს ჩატარებული კვლევის (შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება – EMBLAS) მიხედვით, დელფინების გავრცელების ყველაზე …
„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – ძველი ბათუმის ნგრევის ფოტოქრონიკა
„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“- ასე ჰქვია საზოგადოება „ბათომის“ მიერ გამართულ გამოფენას, რომელიც დღეს, 20 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიხსნა და ისტორიული ბათუმის ცვლილებისა და ნგრევის ქრონიკას ასახავს. გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს: მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ახლანდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის …
Continue reading “„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – ძველი ბათუმის ნგრევის ფოტოქრონიკა”
სანაპირო ძლიერი წვიმისა და შტორმისას [ფოტოამბავი]
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასასუფთავებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „სანდასუფთავების სამსახური“. ადიდებულმა ზღვამ სანაპირო დაანაგვიანა და დააზიანა. ფოტოები სანდასუფთავების სამსახურის ფეისბუქგვერდიდან.
ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვს [ფოტო]
ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვს. სოფელ თხილვანაში პირველი თოვლი დღეს მოვიდა. თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს.
ზღვისპირა ქალაქის შემოდგომა – ბათუმში ტურისტული სეზონი სრულდება
ერთი შეხედვით, ტურისტებისგან უცებ დაცლილ ქალაქზე სევდიანი არაფერია. ბულვარის კაფეში მთქნარებით უყურებს მიმტანი გოგო თურქულ სერიალს. შემოდგომის წვიმების სეზონი იწყება, ზღვა საშიშრად ტყვიისფერდება. შეფუთულია ატრაქციონები. ქალაქი ათასობით დამსვენებელმა დატოვა. სამუშაო საათებში ყველაზე ხალხმრავალ ქუჩებშიც კი კანტიკუნტად ნახავთ ადამიანებს. სამაგიეროდ წვიმიან ბულვარში შეგხვდებიან შეყვარებულები, მზე და წვიმა თანაბრად რომ უხარიათ. პლაჟზე ცარიელი შეზლონგები დარჩა, ბუნგალო წვიმისა და …
Continue reading “ზღვისპირა ქალაქის შემოდგომა – ბათუმში ტურისტული სეზონი სრულდება”
ბიბლიოთეკა ბორბლებზე წარსულიდან [ფოტოამბავი]
როცა ელექტრონული წიგნები არ არსებობდა, ლიტერატურა წიგნის მაღაზიებს და ბიბლიოთეკებს ე.წ. „ბუქმობილით“ მიჰქონდათ სოფლებსა და გარეუბნებში მცხოვრებთათვის. პირველი ასეთი ბიბლიოთეკა, როგორც ცნობილია, 1850 წლის ბოლოს გამოჩნდა ინგლისის ქალაქ უორინგტონში. ცხენებშებმული ურიკით, პირველივე წლის განმავლობაში 12 000 წიგნი მიიტანეს მკითხველამდე. მოძრავი ბიბლიოთეკები მოგვიანებით ავტომანქანებში მოეწყო. წიგნების სახლამდე მიტანა განსაკუთრებით პოპულარული მეოცე საუკუნის შუა წლებში გახდა და ამერიკული …
Continue reading “ბიბლიოთეკა ბორბლებზე წარსულიდან [ფოტოამბავი]”
დოღი ბახმაროში [ფოტოამბავი]
ავტორი: მანანა ქველიაშვილი ყოველწლიურად, აგვისტოს ბოლოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გურიაში, კურორტ ბახმაროში, დოღი იმართება. 19 აგვისტოს გამართულ დოღში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობდნენ. დოღი რამდენიმე კატეგორიაში ჩატარდა – ერთკილომეტრიან, ორკილომეტრიან, სამკილომეტრიან და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. გაიმართა ასევე ნახევრადწმინდა სისხლის ცხენების დოღი. ერთკილომეტრიან დისტანციაზე დოღში პირველი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით მოასპარეზე კუსა ბასილიამ და მისმა ცხენმა ცეცხლამ დაიკავეს. …
მემთეურები [ფოტოამბავი]
ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი როცა კალენდარზე ივნისი დგება, მზე მაღლა-მაღლა ადის და მწველი ხდება, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებნი ბარგს კრავენ და საზაფხულო იალაღებზე მიდიან. იალაღები სოფლებიდან მოშორებით, თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა მთებშია გაბნეული. იმ დროს, როცა მთისკენ საქონელს ათეულობით კილომეტრზე მამაკაცები ფეხით მირეკავენ, ქალები და ბავშვები ზამთარში ჩაკეტილი ქოხების დალაგება-დასუფთავებას იწყებენ, თვეობით დაუნთებელ ღუმელებს წმენდენ და შეშას აგროვებენ. …
ნისლიანი ხვამლის მთა [ფოტო]
ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი ხვამლის მთა ლეჩხუმში, მდინარეების: რიონისა და ცხენისწყლის ხეობაში მდებარეობს. ხვალმზე ასვლა რამდენიმე გზით შეიძლება, ყველაზე პოპულარული მარშრუტია სოფელი ტვიშიდან (მდინარე რიონის ხეობა) ან სოფელ ოყურეშიდან (მდინარე ცხენისწყლის ხეობა). ხვამლზე ფეხით ასვლას საშუალოდ 4-6 საათი სჭირდება,მთის ძირამდე მისვლა მაღალი გამავლობის მანქანითაც შესაძლებელია. საფეხმავლო გზა ხვამლისკენ დაუსახლებელ ტერიტორიაზე და ტყეზე გადის. წაიკითხეთ უფრო …
ტურისტული სეზონი მახუნცეთის ჩანჩქერთან
მახუნცეთის ჩანჩერი სულ უფრო პოპულარული ხდება უცხოელ ტურისტებს შორის. აქ დილის ათი საათიდან ხალხმრავლობაა. ბდალა ამრაათი, ცოლთან ჰენდი ამრაათთან ერთად იორდანიიდან. „ულამაზესი ბუნება გაქვთ ქართველებს, მაგრამ აქ ყველაფერი ძალიან ძვირია, ასე რომ არ იყოს, ვფიქრობ უფრო მეტი ვიზიტორი გეყოლებათო“ – ამბობს ამრაათი. აბუდმი ერაკმი ძმასთან და ქალიშვილებთან ერთად, ისინი აბუდაბიდან არიან. სერგეი ბუშინი მახუნცეთში რამდენიმე …
ფოტოამბავი: პრომო გოგონებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა „ომი“
ქუჩაში მიმავალს ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ რომელიმე კომპანიის პრომო გოგონა და თქვენთვის საინფორმაციო ბუკლეტი მოუცია. ან სულაც მანქანის საქარე მინაზე დაგხვედრიათ ფლაერი მიკრული. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი სარეკლამო სერვისი, სერიოზულ პრობლემებს უქმნის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს. მოქალაქეები, ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხშირად სარეკლამო ფლაერებს პირდაპირ ქუჩაში ყრიან, დასუფთავების სამსახურს კი ერთი და იმავე ქუჩის დალაგება დღეში რამდენჯერმე უწევს. …
Continue reading “ფოტოამბავი: პრომო გოგონებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა „ომი“”
ნაგავი მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე [ფოტო]
მწვანე კონცხისა და მახინჯაურის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია. ნაპირზე, ალაგ-ალაგ, პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები და ზღვის გამორიყული ნაგავი ყრია. აქვე ნახავთ კოცონის ნარჩენებსაც. პლაჟების დასუფთავებაზე სანდასუფთავების სამსახურის შესაბამისი განყოფილება ზრუნავს. როგორც აქ გვითხრეს, სამსახურის უფროსი ქალაქში არ იმყოფება და დღეს ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხებს.
როდის ჩაირთვება შადრევანი ხელოვნების მუზეუმის სკვერში
ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, ხელოვნების მუზეუმის სკვერში შადრევანი არ მუშაობს. შადრევნის აუზში დაგუბებული წყალი მწვანეა. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სამსახურის უფროსის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, შადრევანი არ მუშაობს, რადგან ქალაქში ამჟამად შადრევნების პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, აღნიშნული შადრევანი ხვალიდან იფუნქციონირებს.
მე და ჩემი მეგობარი [ფოტო]
სპარტაკი და ორი წლის მარლი. ყველაზე მეტად სხვა ძაღლები უყვარს, ბრაზდება როცა ბავშვები ხმაურობენ. ძაღლები სპარტაკს ყოველთვის ყავდა, მარლი მან შვილებს აჩუქა, თუმცა ყველაზე მეტ დროს მარლისთან ახლაც თვითონ ატარებს. ბაჩი და სამი წლის პიტბული ფურია. ფურია ძველრომაულ მითოლოგიაში შურისძიების ქალღმერთის სახელია. ბაჩის ფურიას ყველაზე მეტად ხილი უყვარს – მსხალი და ვაშლი. ბუბუ და პერსიკი …
ნაგავსაყარი ბათუმის იუსტიციის სახლთან [ფოტოამბავი]
ბათუმში, ახალ ბულვართან ახლოს, იუსტიციის სახლის უკან ტერიტორია ნაგავსაყარადაა ქცეული. სამშენებლო ნარჩენების გარდა აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც ყრია. შპს „სანდასუფთავებაში“ ამბობენ, რომ პირველ ივლისს, შაბათს, ამ ტერიტორიის დასუფთავება იგეგმება.
როგორ გამოისახა გული ბათუმის თავზე [ფოტოამბავი]
25 ივნისს ბათუმში ლატვიური კომპანია „Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team“-ის ავიაპილოტაჟით შესრულებული ავიაშოუ – „FlyFest Georgia” გაიმართა.
ბათუმი დღეს [ფოტო]
7 დღე გზაში – თხის ჯოგის გადარეკვა მაჭახელას ხეობიდან [ფოტო, ვიდეო]
ჩხუტუნეთელმა თამაზ ფუტკარაძემ 30 მაისს ოთხ თანასოფლელთან ერთად თხისა და ცხვრის ფარის მაჭახელას ხეობიდან ჯაზიგოლის მთაზე გადაყვანა დაიწყო. მემთეურები ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილდებიან. თამაზი ამბობს, რომ გზას მაჭახელას ხეობიდან საძოვრებამდე შვიდი დღე სჭირდება. მემთეურები იალაღებიდან მას შემდეგ დაბრუნდებიან, როდესაც მთებზე თოვას დაიწყებს.
შეშის ღუმელი მარწყვის სათბურში [ფოტოამბავი]
ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემის ცენტრში, სკოლა – პანსიონის გვერდით, განთავსებულ სათბურში მერისელ ფერმერს, ბადრი წითელაძეს, სან-ანდრეასის ჯიშის მარწყვი გამოჰყავს. სათბურში შეშის ღუმელი დგას და მაშინ, როდესაც მერისში ტემპერატურა რვა გრადუსზე ნაკლებია, ფერმერი მარწყვს ღუმელს უნთებს. „ცივ ამინდში მარწყვი დამწიფებას ვერ ახერხებს, მინიმუმ რვა გრადუსი სითბო უნდა იყოს სათბურში და როდესაც ტემპერატურა ეცემა, ღუმელს ვანთებ, ასე …
Continue reading “შეშის ღუმელი მარწყვის სათბურში [ფოტოამბავი]”
„გეფიცები აღების ფასია“ და სხვა წარწერები ბაზრობაზე [ფოტო]
ჯაზი და ევროლიბერალიზაცია
ავტორი: ირმა ინარიძე ფოტო: გია გოგატიშვილი „ჯაზი ვიენაში“ საერთაშორისოდ აღიარებული ფესტივალია, რომელიც 1980 წელს დაარსდა და წელს 37-ედ გაიმართება. ფესტივალი საფრანგეთის ქალაქ ვიენაში, იზერის დეპარტამენტში, ლიონთან ახლოს, ყოველწლიურად ივლისის პირველ ნახევარში იმართება. ფესტივალის ნამდვილი შუქურა და ფასიანი კონცერტების ერთადერთი ადგილი გახლავთ ანტიკური თეატრის სცენა, რომელიც 7000 მსმენელს იტევს. ფესტივალს უმასპინძლია ისეთი დიდი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: …
ზღვა ნაპირიდან [ფოტოპროექტი]
მათ მთელი ცხოვრება ზღვას მიუძღვნეს, ზღვისკენ მიიწევდნენ, მსოფლიო შემოიარეს, უამრავი საფრთხე და დაბრკოლება გადალახეს. წყალზე იყო მათი სახლი, ნაპირზე კი – ყველაფერი, რაც გააჩნდათ. ისინი შორეული ნაოსნობის კაპიტნები არიან, რომლებიც დღეს უკვე მიწაზე, შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ. „ბათუმელები“ ფოტოპროექტში – „ზღვა ნაპირიდან“ – შორეული ნაოსნობის ხუთ კაპიტანს გაგაცნობთ. პარმენ ხვედელიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ბათუმის ნავიგაციის …
წარწერები თეთრ პერანგზე – „ბოლო ზარის“ ტრადიცია
19 მაისს საქართველოს სკოლების ნაწილში მე-12 კლასელები „ბოლო ზარს“ აღნიშნავენ. ფოტოები გადაღებულია ბათუმის #2 საჯარო სკოლის წინ.
მაისის თოვლი გოდერძის უღელტეხილზე [ფოტოამბავი]
ფოტოები გადაღებული 12 მაისს.
კვამლი ყოფილი ფოსტის შენობის თავზე [ფოტოამბავი]
კვამლი გაჩნდა ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობაში, სადაც ამჟამად კაზინო და სასტუმრო მდებარეობს. ადგილზე გამოძახებული სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერა შენობაში არ არის და კვამლის მიზეზი ძველი გენერატორის ამუშავება გახდა.
გაზაფხული აჭარის მთებში [ფოტო]
ფოტოები გადაღებულია ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქედლებში.
დელფინები აჭარის სანაპიროზე [ფოტოამბავი]
ნიკოლოზ რუხაძის ფოტორეპორტაჟი.
ღია ჭები ბაგრატიონის ქუჩაზე [ფოტოამბავი]
ბათუმში, ბაგრატიონისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ტროტუარზე ორი თავღია ჭაა. ჭები წყლითაა სავსე. ფეხით მოსიარულე ამ მონაკვეთში შეიძლება დაზიანდეს. ღია ჭები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის. ტროტუარი გადათხრილია და ფეხით მოსიარულეებს სამანქანო გზაზე გადასვლა უწევთ, რაც სიცოხლისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ბაგრატიონის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილების გარდა ტრაილერებიც მოძრაობენ.
რაზე ლაპარაკობენ ბათუმის კედლები [ფოტოამბავი]
აღსარება ღია ცის ქვეშ [ფოტოამბავი]
მართლმადიდებლური ეკლესია ვნების კვირეულს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდება. ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მრევლი წირვის შემდეგ აღსარებას ღია ცის ქვეშ აბარებს.
პალმა შუა ქუჩაში – ფოტოამბავი
ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩის ერთ-ერთ ჩიხში, საავტომობილო გზაზე, პალმა დგას. მოსახლეობამ არც გზის მშენებლებს და არც გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს უფლება არ მისცა პალმა მოეჭრათ ან სადმე სხვაგან გადაეტანათ. მოსახლეობამ პალმის ზუსტი ასაკი არ იცის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მცენარე დაახლოებით 70-80 წლისაა. ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები დინეზა ტუღუში ამბობს, რომ 47 წლის წინ, როცა ქუჩაზე დასახლდა, …