„მუსორი არ დაყაროთ, მოგატეხავთ ხელებს“ – როგორ იცავენ ბავშვები გარემოს ბეშუმში [ფოტო]

„მუსორი არ დაყაროთ, მოგატეხავთ ხელებს“, „ნუ დააჭუჭყიანებ!“ – ბეშუმში ხის კოტეჯებსა და ქოხებზე ბავშვების ხელით ნაწერ ბევრ ასეთ აბრას წააწყდებით. როგორც ბეშუმში გვითხრეს, კურორტს პოლონელი გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებიც ბავშვებს უფასოდ უწყობენ ექსკურსიებს ბეშუმის შემოგარენში, მწვანე ტბასა და გოდერძიზე. აბრებიც კურორტზე სისუფთავის დაცვის მოწოდებით, ბავშვებმა პოლონელი ტურისტების დახმარებით დაამზადეს.

სკოლა, სადაც სამი მოსწავლე სწავლობს [ფოტოამბავი]

ეს პატარა სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცივაძეებში მდებარეობს. აქ სამი მოსწავლე სწავლობს და მათთვის  ზარი სკოლის შენობაზე სპეციალურად მიმაგრებულ რკინის ნაჭერზე დარტყმით ირეკება. სკოლა დაწყებითია. შენობაში სულ სამი ოთახია. ორ ოთახში კლასებია, ერთ ოთახში კი მხოლოდ სკამები ალაგია.  სკოლას არც შენობაში და არც ეზოში არ აქვს სასმელი წყალი. ცივაძეების დაწყებითი კლასების სკოლა სოფელ ჭვანის საჯარო …

ძროხები გონიოში, ბუნგალოსა და პლაჟზე [ფოტოამბავი]

გონიოს პლაჟისა და ბუნგალოების სტუმრები ჯერჯერობით მხოლოდ ძროხები არიან. გონიო, რომელსაც წლების წინ სოფლის სტატუსი ჰქონდა, ათ წელზე მეტია ბათუმის საზღვრებშია მოქცეული, თუმცა აქაურებისთვის მსხვილფეხა საქონელი შემოსავლის წყაროა. ტურისტები ჯერ არ ჩანან, ამიტომ ძროხები ზღვის ნაპირს თავისუფლად მიუყვებიან.

სახიფათო ატრაქციონი საბავშვო ბაღის ეზოში [ფოტოამბავი]

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ვაშლოვანში, სკოლისა და საბავშო ბაღის მიმდებარედ საბავშვო ატრაქციონი მწყობრიდანაა გამოსული და საშიშია ბავშვებისათვის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ატრაქციონი სამი წლის წინ გაკეთდა და უკვე ორი წელია ასეთ მდგომარეობაშია.

შპრიცები ბათუმის სანაპიროზე – ფოტოამბავი

ეს ფოტოები ბათუმელმა ლევან სამსონაძემ 4 მაისს გადაიღო ბათუმში, თევზის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიასთან, პლაჟზე. ლევანი ამბობს, რომ რამდენიმე წელია პლაჟზე და, ზოგადად, ქალაქში, დანაგვიანებულ ადგილებს საკუთარი ინიციატივით ალაგებს, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ – მეგობრებთან ერთად. ეს შპრიცებიც საკუთარი „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მოაგროვა და ფოტოები გადაუღო. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, ზოგიერთი შპრიცი უფრო ძველია, ზოგი – …

მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელები სოფელ კირნათში [ფოტოამბავი]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირნათში, თითქმის ყოველ  ათ მეტრში შეხვდებით გარემოში გაფანტულ ნაგავსა და ნაგავსაყრელებს, რომლებიც თვითნებურადაა შექმნილი. ასეთი ნაგავსაყრელების რაოდენობა დღითიდღე იმატებს. ბოლო წლებში კირნათში ნაგვის ურნები დადგეს, მაგრამ პრობლემა  არ აღმოიფვრა, რადგან ურნები მხოლოდ სოფლის ცენტრში დგას და გაუმართავია, ასევე დროულად არ გააქვთ ნაგავი. ხშირად ისეც ხდება, რომ ხალხი  ნაგავს ურნაში კი არა, მდინარეში ყრის.

კაცი, რომელიც 40 წელზე მეტია აკვნებს აკეთებს

58 წლის ახმედ სვანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადიდში ცხოვრობს. სვანიძეების ოჯახში აკვნის კეთება ერთგვარი ტრადიციაა, ხელობა მას მამამ ასწავლა და შეაყვარა, მან კი თავის შვილს, ჯაბას გადასცა ეს ცოდნა. ახმედ სვანიძე ამბობს, რომ პირველი აკვანი 15-16 წლის ასაკში გააკეთა, იქედან მოყოლებული დღემდე 600-მდე აკვანი აქვს გაკეთებული. მასალად ძირითადად თხემლას იყენებს. ყვება, რომ მის მიერ მომზადებული …

ერთი ავტომობილის 66 გადაუხდელი ჯარიმა [ფოტოამბავი]

ეს ავტომობილი ბათუმის ავტოტრანსპორტმა 2016 წლიდან დღემდე 66-ჯერ დააჯარიმა, თუმცა მძღოლს არც ერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი. „მერსედერსის“ მინივენს ბოლო ორი წელია პარკირების საფასურის გარეშე დგომისა და ტროტუარზე გაჩერებისთვის აჯარიმებენ. ბათუმის ავტოტრანსპორტმა მძღოლს 66-დან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადაუგზავნა საჯარიმო ოქმი, რომელიც მას ასევე არ გადაუხდია. ბოლოს ამ სანიშნე ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლი ბათუმის ავტოტრანსპორტმა 2018 …

ხანძარი ბათუმში, მანთაშევის გადასასვლელთან [ფოტო]

ხანძარი ბათუმში, ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან ახლოს მდებარე სახლებს დღეს, 24 აპრილს, დაახლოებით ექვს საათზე გაუჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დამწვარია ოთხი საცხოვრებელი სახლი.  

მოსწავლის გარეშე დარჩენილი სკოლა [ფოტოამბავი]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კანტაურის დაწყებითი სკოლის კარი 2017- 2018 სასწავლო წელს ჩაირაზა – სკოლას მოსწავლე აღარ ჰყავს. წლების წინ ამ სოფელში სრულ საბაზო განათლებას იღებდნენ, შემდეგ სკოლა დაწყებითი, საბოლოოდ კი, მოსწავლის გარეშე, უფუნქციოდ დარჩა. სკოლის შესასვლელში ახლა ძაფზე აკინძული თამბაქოს ფოთლებია გაკიდული. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ეს სკოლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით …

სოფელ ხალაში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს [ფოტოამბავი]

სოფელ ხალაში მოსახლეობის მიერ ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, სატყეო სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, 15 აპრილს პარკის ტერიტორიაზე გაუშვეს. მსგავსი შემთხვევები აჭარაში პერიოდულად ხდება. გასულ წელს მოსახლეობამ ახალშენში იპოვა შველი, რომელიც შემდეგ თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს. 2017 წლის გაზაფხულზე აჭარაში მურა დათვის ბელიც იპოვეს.   

შავი ჯიპი ტროტუარზე და ათი გადაუხდელი ჯარიმა [ფოტოამბავი]

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ტროტუარზე გაჩერებული შავი ჯიპი „ბათუმელების“ ფოტოობიექტივში მოხვდა. ავტომანქანის ნომრის ბათუმის ავტოტრანსპორტის ვებგვერდზე გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამ მანქანას ტროტუარზე მეპატრონე ხშირად აჩერებს. ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, ტროტუარზე მანქანის გაჩერებისთვის ბათუმის ავტოტრანსპორტმა აღნიშნული ავტომანქანის მეპატრონე რვაჯერ დააჯარიმა, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის კი – სამჯერ. ჯარიმები სხვადასხვა წლებშია გამოწერილი. ყველაზე ძველი 2014 წელს …

ღია ჭები ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, სევასტოპოლის ქუჩის კვეთაში, ორი ჭა კვირაზე მეტია ღიაა. ამ ქუჩაზე გზა კეთდება, თუმცა ჭები სათანადოდ არ არის შემოსაზღვრული და ფეხით მოსიარულის ჩავარდნის საფრთხე არსებობს.

აქ არ ახსოვთ, გზა როდის შეაკეთეს [ფოტოამბავი]

სოფელი თაგო ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, დაბა ხულოდან 7 კილომეტრში. სოფელი გარე სამყაროს,  ძირითადად, საბაგირო გზით უკავშირდება. სოფლის შიდა გზები ცუდ მდგომარეობაშია. ადგილობრივებს არ ახსოვთ, ბოლოს როდის შეაკეთეს აქ გზა. საბაგიროთი გადაადგილდება სასწრაფო სამედიცინო პერსონალიც, როცა სოფლიდან გამოძახებაა. ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი სოფელ თაგოდან

ქობულეთური „პიკაპი“ ძველი ჟიგულისგან [ფოტოამბავი]

ქობულეთში ძველ, საბჭოთა მანქანებს, განსაკუთრებით „ვოლგებსა“ და „ჟიგულებს“ ხშირად შეხვდებით, თუმცა აჭყვისთაველმა რამაზ ზოიძემ ოჯახის ძველ ჟიგულს ახალი სიცოცხლე შესძინა, როცა „პიკაპის“ ტიპის მანქანად გადააკეთა. ავტოსახელოსნოში არ მიმიყვანია, მე თვითონ გავაკეთე ყველაფერიო – ამბობს რამაზი.  

ბათუმში ზღვიდან მკვდარი ძუძუმწოვარი ამოაქვთ [ფოტოამბავი]

ბათუმში, სანაპიროსთან, ბადეში გახვეული მკვდარი დელფინი იპოვეს. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. ედო მჟავანაძის ფოტო

დაჟანგული ატრაქციონები [ფოტოამბავი]

ეს ჟანგმოდებული და მწყობრიდან გამოსული ატრაქციონები დაბა ქედაშია. რუსთაველის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში, ქედის მერიამ სავარჯიშო ატრაქციონები წლების წინ დაამონტაჟა. ქედის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის ინფორმაციით, ქედის მერიას დაბის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს 300 000 ლარი აქვს გაწერილი, თუმცა კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს ამ თანხით დაბაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისივე ინფორმაციით, სავარჯიშო ატრაქციონების …

მარტის თოვლი აჭარაში [ფოტოამბავი]

ხულოს მაღალმთიან სოფლებში მოთოვა. თოვლის საფარი 5 სანტიმეტრს აღწევს. ფოტოები ღორჯომის ხეობიდან ზაზა ბერიძემ მოგვაწოდა.   

შადრევანი უწყლოდ ხულოში [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან მდებარე სკვერში შადრევნისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. შადრევანი აქ წლების წინ დაზიანდა. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს დაბის სკვერის რეაბილიტაციაა დაგეგმილი და შადრევანსაც აღადგენენ.

დამტვრეული სკამები და მდინარის შლამი ქედის ცენტრალურ პარკში [ფოტოამბავი]

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ამ პარკის რეაბილიტაციისათვის 2015 წელს 82 828 ლარი დაიხარჯა. გასულ, 2017 წელს, ოქტომბერში, პარკი მდინარე აკავრეთამ დატბორა. ორი წლის წინ ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯა მდინარისგან დამცავი კედლის ასაშენებლად, თუმცა დამცავი კედელი, რომელიც შვეიცარიის საელჩოს დახმარებით გაკეთდა, ჩამოიშალა.  ასე გამოიყურება ახლა პარკი ქედაში, რეაბილიტაციიდან ორი წლის შემდეგ. ძელსკამები დამტვრეულია, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე …

სპორტული მოედანი დაგლეჯილი მავრთულებით ქედაში [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე არსებული მოედანი ქედის ცენტრში.  მოედანზე ლითონის ბადეები დაგლეჯილია, მოედნის ირგვლივ ძელები კი – ჩამტვრეული.  სპორტსკოლის დირექტორის, გივი ბარამიძის თქმით, ფეხბურთის მოედნის შეკეთება წელს იგეგმება, მანამდე კი ბავშვები სასპორტო სკოლის შენობაში ივარჯიშებენ. 

ადრიანი გაზაფხული აჭარაში [ფოტო]

ჯერ ისევ თებერვალია, თუმცა აჭარაში ტყემალი და ალუჩა უკვე ყვავის. ფოტოები ბზუბზუში, ზუნდაგასა და სოფელ ქედაშია გადაღებული. 

ივანიშვილის პარკისთვის ხე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველთან ამოთხარეს [ფოტოამბავი]

მწვანე კონცხზე, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელთან ახლოს, მრავალწლოვანი ხეა ამოთხრილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, აქედან ხე ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის ამოთხარეს, რაც საერთო საცხოვრებლის შენობას, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ სტუდენტები, საფრთხეს უქმნის. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და ვიზუალური დათვალიერებით, შენობას ტექნიკური პრობლემა არ აქვს და შეფასება, რომ ის წარმოადგენს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის …

გზა სოფელ ჩანჩხალოში [ფოტოამბავი]

ეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზაა. ადგილობრივების თქმით, აქ მეწყერი ერთი წლის წინ ჩამოწვა და მას შემდეგ გზა ჩახერგილია.   სოფელში ავტომობილები შემოვლითი გზიდან დადიან.

უსაფრთხოების დამსხვრეული სარკეები გზის რთულ მონაკვეთზე ხულოში [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება უსაფრთხოების სარკე ხულოს მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზის რთულ მონაკვეთზე. სოფლებსა და დაბაში განთავსებული სარკეების ნაწილი ჩამსხვრეულია, ზოგან კი ნიშანი საერთოდ სარკის გარეშეა დარჩენილი. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ მდგომარეობაში დაახლოებით ათი უსაფრთხოების სარკეეა. იგი ამბობს, რომ უსაფრთხოების სარკეებს რთულ მონაკვეთებზე მერია გაზაფხულისთვის გამართავს: „სარკეები ჩვენი შეძენილია, სამწუხაროდ გატეხეს თუ ქარხნული წუნის შედეგია …

საუნა ხულოში [ფოტოამბავი]

ეს შენობა დაბა ხულოში, მერიის მიმდებარედ მდებარეობს. ამჟამად საუნას კარებიც ჩარაზულია და შესასვლელშიც ხის ძელია აფარებული. ადგილობრივების თქმით, საუნა შეკვეთაზე მუშაობს და იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს სარგებლობა სურს, მფლობელს წინასწარ უნდა დაუკავშირდეს, თუმცა შენობაზე არც საკონტაქტო ნომერია მითითებული და ვერც ადგილობრივებმა გვითხრეს, მოქმედია თუ არა საუნა და როგორ უკავშირდებიან მეპატრონეს.

უსარგებლო საბავშვო ატრაქციონი [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება საბავშვო ატრაქციონი შუახევში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის შენობის გვერდითაა დამონტაჟებული. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ არსებული ატრაქციონების რეაბილიტაცია წელს არ იგეგმება. რაც შეეხება ახალ ატრაქციონებს, ინფრასქტრუქტურის სამსახურის უფროსის, ედნარ შარაშიძის თქმით, მერია უახლოეს დღეებში შუახევის განვითარების გეგმის პროექტზე სახელმწიფო შესყიდვას გამოაცხადებს და „გენგეგმის პროექტის დამუშავების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება ინფრასტრუქტურის გამართვა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის …

ზამთარი ჩერნობილში

ამ ფოტოების ავტორი კადრების გადასაღებად უკაცრიელ ჩერნობილში გაემგზავრა და ინფრაწითელი კამერით გადაიღო ატომური ელექტროსადგურის შემოგარენი. ადგილიდან, სადაც 30 წლის წინ კატასტროფული აფეთქება მოხდა, ხალხი ცდილობს შორს დასახლდეს, თუმცა მცენარეთა და ცხოველთა სამყარო მიტოვებულ ქალაქში ისევ ცოცხლობს. კამერის ეფექტი ფოტოებს მელანქოლიურ ელფერს სძენს და წლების წინ მომხდარ ტრაგედიას გვახსენებს. წყარო: mymodernmet.com

დამტვრეული სკამები მუნიციპალურ ავტობუსში [ფოტოამბავი]

დამტრეულ და დაზიანებულ სკამებს ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ხშირად შეხვდებით, განსაკუთრებით უკვე მოძველებულ ავტობუსებში. ეს ფოტოები დღეს, 2 თებერვალს,  #1 ავტობუსშია გადაღებული –  დაზიანებული სკამი მგზავრებისთვის გამოუყენებელია. ზოგიერთ ავტობუსში სკამის ნაცვლად ნარჩენებია, რომელზე დაჯდომა სახიფათოა, მგზავრი შესაძლოა დაზიანდეს. ბათუმისთვის 40-მდე ახალი ავტობუსის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 2018 წლის 15 მარტს შეწყდება, შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. …

თოვლში გახვეული სოფელი ღორჯომის ხეობაში [ფოტოამბავი]

ეს მერჩხეთია, პატარა სოფელი ღორჯომის ხეობაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრზე. სოფელში 30-მდე კომლი ცხოვრობს, სოფლის სკოლა მხოლოდ დაწყებითი კლასებისთვისაა.  ცივი ზამთარი აქაურებს არ აშინებთ, ხის სკოლაში შეშის ღუმელი ანთია, სოფელი თოვლსა და ნისლშია გახვეული. „ბათუმელებისთვის“ რამდენიმე ფოტო ზაზა ბერიძემ გადაიღო.  

ნაგავსაყარი იუსტიციის სახლთან ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, იუსტიციის სახლის უკან მდებარე ტერიტორია ისევ დაბინძურებულია. ამ ტერიტორიაზე ძირითადად სამშენებლო ნაგავი ყრია, თუმცა საყოფაცხოვრებო ნაგავსაც შეხვდებით. იგივე სიტუაციის ამსახველი ფოტორეპორტაჟი „ბათუმელებმა“ ზაფხულშიც გამოქვეყნა.  

ცეცხლწაკიდებული პალმა ევროპის მოედანზე [ფოტო]

ბათუმში, ევროპის მოედანზე, პალმაზე ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს. რა გახდა პალმაზე ცეცხლის წაკიდების მიზეზი, სახანძროში ვერ აზუსტებენ.  

აფეთქება ბათუმში [ფოტოამბავი]

10 დეკემბერს ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში ძლიერი აფეთქები მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. აფეთქებამ სახლი დააზიანა და მიმდებარე კორპუსებში ფანჯრები ჩაამსხვრია.

70 ათასი ნათურა და 900 სათამაშო – ვილნიუსის საახალწლო ნაძვის ხე [ფოტო]

ლიტვის დედაქალაქში საახალწლო ნაძვის ხე უკვე დადგეს და ქალაქში საშობაო-საახალწლო ბაზრობაც დაიწყო. ქალაქის მთავარი ნაძვის ხის სიმაღლე 27 მეტრია. ნაძვის ხე, თავისი მორთულობით, ქალაქის მოედანზე 2500 მეტრ ფართობს იკავებს და 900 სათამაშოთი და 70 ათასი ნათურითაა მორთული. წყარო: boredpanda.com

Exit mobile version