ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ. მეგობრები 22 აპრილის შემდეგ ვეღარ ახერხებენ სტუდენტთან კავშირის დამყარებას. სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, ინგლისურენოვან პროგრამაზე. გაუჩინარებული სტუდენტი ინდოეთის მოქალაქეა. „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს სტუდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ინდოელ სტუდენტებს საქართველოს მთავრობა კვლავ დისკრიმინაციულად ეპყრობა – TDI

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები ინდოელი სტუდენტების მიმართ კვლავ დისკრიმინაციულია და შეიცავს სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“. ორგანიზაციის განცხადებით, ინდოეთის მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ, უკვე თვეებია ვერ ახერხებენ ინდოეთიდან საქართველოში დაბრუნებას. მათთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საფუძვლით დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული, არაგონივრული და დისკრიმინაციულია. „2021 წლის 15 აპრილს პანდემიის …

ინდოელი სტუდენტები საქართველოში შემოსვლისას 14-დღიან კარანტინს გაივლიან

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი სტუდენტი, ასევე სტუდენტები, რომლებსაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. აუცილებელი მოთხოვნაა …

TDI-ის განცხადება ინდოელ სტუდენტებზე და ბსუ-ს პასუხი

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ინდოელი სტუდენტების დისკრიმინაციაზე საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, უნივერსიტეტმა უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. „უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 20 აპრილის დადგენილებით განისაზღვრა, რომ დისტანციურ სასწავლო პროცესში დაუშვას მხოლოდ საქართველოში მყოფი ბსუ-ს სტუდენტები. ამავე დადგენილებით, ის სტუდენტები, რომლებიც 2021 წლის 13-14 მაისს ვერ გამოცხადდებიან ფაკულტეტის დეკანის ოფისში აკადემიური რეგისტრაციის მოწმობაზე …

ინდოელ სტუდენტებს შორის ქართული ყველაზე კარგად მე ვიცი – მომავალი კარდიოქირურგი ბსუ-დან 

ყოველ დილით 26 მაისის პარკს გაივლის და უნივერსიტეტში მიდის ლექციებზე. კარგ ამინდში ზღვისპირას დადის სამეცადინოდ მეგობრებთან ერთად. საქართველოში ექვსწლიანი ცხოვრების შემდეგ რაჰულ სეერვიმ მალე ქვეყანა უნდა დატოვოს და მშობლიური ინდოეთის ქალაქ რაჯასტანში უნდა დაბრუნდეს. რაჰული 2015 წელს ჩამოვიდა საქართველოში, მედიცინისა და ჯანდაცვის მიმართულებაზე რომ ესწავლა. მის მსგავსად ბათუმში 650-მდე ინდოელი სტუდენტი სწავლობს.   „არ შემხვედრია …

უცხოელი სტუდენტი საქართველოში 8-ის ნაცვლად 12-დღიან კარანტინს გაივლის საკუთარი ხარჯით

უცხოელი სტუდენტი, ვისზეც განათლების სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, 8 დღის ნაცვლად 12-დღიან კარანტინს გაივლის საკუთარი ხარჯით. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში 2020 წლის 8 ოქტომბერს შეიტანა. ამ ცვლილებით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი იზოლაციაში თავსდება 8 დღით, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისა. ამასთან: „უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა …

უცხოელი სტუდენტი საქართველოში შემოსვლისას კარანტინის ხარჯს თავად აანაზღაურებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უცხოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლის მიზნით, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“ და შეავსონ სპეციალური აპლიკაცია – „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმა“. უცხოელ სტუდენტებს სავალდებულო კარანტინის გავლაც მოუწევთ, რომლის ხარჯებსაც თავად სტუდენტი აანაზღაურებს.   დარეგისტრირება შესაძლებელია ამ ბმულზე   უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები „იზოლაციისა და კარანტინის …

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში წელს 547 უცხოელი სტუდენტი ისწავლის

ბოლო მონაცემებით, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში 547 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპრატამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 535 სტუდენტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს. ყველაზე მეტი – 478 სტუდენტი არის ინდოეთიდან, აქედან  57 ბსუ-ში წელს ჩაირიცხა, სამ სტუდენტს კი სწავლის საფაურის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუჩერდა. წელს შოთა …

411 ინდოელი სტუდენტი – რატომ ირჩევენ ისინი სამედიცინო განათლების მისაღებად ბათუმს

სამედიცინო განათლების ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა დიპლომირებული მედიკოსი – ეს არის ბსუ-ს ერთადერთი უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც განათლების მიღება სტუდენტებს ინგლისურ ენაზე შეუძლიათ. უნივერსიტეტში ამ პროგრამაზე 411 სტუდენტი სწავლობს ინდოეთიდან. სწავლის საფასური წელიწადში 3300 დოლარია. ცხოვრება და სწავლა ერთ სტუდენტს წლიურად დაახლოებით 7 ათასი დოლარი უჯდება. თანხას მათი ოჯახები იხდიან. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ირჩევენ ინდოელი …

რატომ უჩერებენ უცხოელ სტუდენტებს სტატუსს 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს 3 700 უცხოელ სტუდენტს. აქედან 1796 სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა. სტატუსის შეჩერების სხვა მიზეზებში ასევე ნახსენებია „სტატუსის შეჩერება საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო“ და „ავადმყოფობის გამო“. „ბათუმელების“ კითხვაზე, სტატუსის შეჩერების მიზეზებს შორის არის თუ არა დასახელებული სტუდენტური ვიზის …

ირენე ესპანეთიდან, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობს

ირენე სანც სეპერო ესპანეთიდან საქართველოში სექტემბერში ჩამოვიდა. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მენეჯმენტის მაგისტრატურაზე სწავლობს. ამბობს, რომ საქართველოს შესახებ მაშინ გაიგო პირველად, როცა ერასმუს პლუსის პროგრამაში გაცვლითი კურსისთვის რომელიმე ქვეყანა უნდა შეერჩია. ჩამონათვალში ერთ-ერთი ქვეყანა საქართველო იყო. „მე შევარჩიე საქართველო“ „ესპანეთში გავიარე ბაკალავრიატი ფიზიკურ განათლებაში. საქართველოში ჩამოსვლამდე ვმუშაობდი სხვადასხვა სპორტულ კლუბში მწვრთნელად, ასევე პირად ტრენერად. …

Exit mobile version