1.57 ლარი დღეში ერთ ადამიანს – რა თანხას ხარჯავს ბათუმის მერია უფასო სასადილოში ხალხის კვებაზე

ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტომ უფასო სასადილოების დაფინანსება სრულად ვერ აითვისა – 610 000 ლარი მორჩა. მერიაში ირწმუნებიან, რომ ერთი ბენეფიციარის კვებისთვის, სპეციალისტების მიერ გამოთვლილი კალორაჟის შესაბამისად, 3 ლარი და 60 თეთრი აქვთ დღეში გათვალისწინებული. დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც „ბათუმელებმა“ შეისწავლა, ხარჯი ერთ ადამიანზე დღეში 2 ლარზე ნაკლებია. სინამდვილეში კი 1 ლარსა და 57 თეთრს ხარჯავენ. ეკონომია …

ბათუმის მერიამ სოცდაუცველებს რუსული ზეთი და ფქვილი დაურიგა საახალწლოდ 

ბათუმში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ, წინასაახალწლოდ რუსული ზეთი და ფქვილი დაურიგეს. ასევე რუსული ზეთი და ფქვილი შეისყიდეს ღამის თავშესაფრის ბინადრებისთვის. რუსული პროდუქტები ქალაქის მერიის სოციალური სერვისების სააგენტომ ტენდერში გამარჯვებული შპს „მარი-ანასგან“ შეიძინა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, მერიის სააგენტომ „ახალი წლის ნობათისთვის“ „მარი-ანასგან“ რუსეთში წარმოებული 8 150 ლიტრი ზეთი 27 710 ლარად შეისყიდა [ანუ, …

რა ექნებათ საახალწლო სუფრაზე უფასო სასადილოს ბენეფიციერებს

ბათუმის მერიის უფასო სასადილოების ხელმძღვანელის, მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, მერია სასადილოს ბენეფიციარებისთვის საახალწლო პაკეტს წელსაც გასცემს. მისივე განმარტებით, ერთი პაკეტი გათვლილია ერთ ბენეფიციარზე და არა ოჯახზე. შესაბამისად, თუ ოჯახიდან ორი, სამი ან მეტი ადამიანი სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით, ასეთი ოჯახი ორ, სამ ან მეტ პაკეტს მიიღებს. ბათუმის მერიის უფასო სასადილოებით 7650 პირი სარგებლობს. შესაბამისად, მერია წელს …

1 პირის კვება თბილისის უფასო სასადილოებში 1 ლარი და 30 თეთრი ღირს, რეგიონებში – ცოტა მეტი

სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილო შეამოწმა. სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს. თუმცა ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია. უფასო სასადილოების სახელმწიფო პროგრამა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, სერვისის მიზანია სათანადო კვების უფლების რეალიზება მოსახლეობისთვის. …

სოციალურად დაუცველები რძისა და ხორცის პროდუქტებს 21 აპრილამდე ვერ მიიღებენ

1-ელი აპრილიდან უფასო სასადილოები დაიკეტება. იმ ადამიანებს კი, ვინც ამ სასადილოებით სარგებლობდა, ერთი თვის მარაგს სახლში მიუტანენ. ბათუმის მუნიციპალური სასადილო, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და აქ 900-მდე ადამიანი იკვებებოდა, სასადილოთი მოსარგებლე ოჯახებს საკვების მარაგს სახლში მიუტანს. ამის შესახებ მუნიციპალური სასადილოს ხელმძღვანელმა, ასლან გელაძემ უთხრა „ბათუმელებს“. ამ პერიოდში უფასო სასადილოთი მოსარგებლე პირები რძისა და ხორცის პროდუქტებს …

ბათუმის სოციალურ სასადილოებსა და თავშესაფარში 4 დღეა გარკვეული პროდუქტები არ შედის

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მათ დაქვემდებარებაში არსებული სასადილოები და დროებითი ღამის თავშესაფარი მეოთხე დღეა რძით, რძისა და სხვა სახის პროდუქტებით აღარ მარაგდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სოსი“ სააგენტომ 23 სექტემბერს 10 ათასამდე ლარით დააჯარიმა, ხოლო დღეს, 25 სექტემბერს, ხელშეკრულება შეუწყვიტა. სოციალური სერვისების სააგენტოს მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 5 182 ბენეფიციარი და დროებითი …

თევზის მიწოდების პრობლემა ბათუმის უფასო სასადილოებში

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო გადაუდებელი აუცილებლობის გამო გაყინული თევზის გამარტივებული შესყიდვით შეძენაზე თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს. გამარტივებული შესყიდვა უკვე განხორციელდა. დაეთანხმება თუ არა შესყიდვების სააგენტო სერვისების სააგენტოს გადაწყვეტილებას, 12 იანვრამდე გაირკვევა. „გამარტივებული შესყიდვის საჭიროება განაპირობა შპს „GOLDEN FUD“-ის მიერ შემოტანილი პროდუქციის შეუსაბამობამ ხელშეკრულებასთან და ტექნიკურ პირობებთან, რის საფუძველზეც ვერ მივიღეთ შესყიდვის ობიექტი“ – აცხადებენ სააგენტოში. …

Exit mobile version