დღეს, 14 მაისს, „უსინათლოთა კავშირის“ აჭარის ფილიალის ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს. არჩევნებში სულ 1 კანდიდატი იყო – მარინა სარალიძე. „უსინათლოთა კავშირიდან“ უკვე გარიცხული და ემიგრაციაში წასული წევრი – ალექსი წეველიძე, ასევე კავშირში დარჩენილი წევრები, რომლებმაც დღეს ჩატარებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, ამბობენ, რომ არჩევნები უკანონოა, რადგან ორგანიზაციაში „მილიონები მიითვისეს“, ხოლო „დანაშაულის თანამონაწილე პირები სასამართლო პროცესის დასრულებას არ …
Tag Archives: უსინათლოთა კავშირის არჩევნები აჭარაში
უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ნოდარ ნაკაშიძე აირჩიეს
დღეს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ნოდარ ნაკაშიძე აირჩიეს. აჭარის უსინათლოთა კავშირში 420 პირია გაწევრიანებული. კავშირის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 106-მა წევრმა მიიღო. არჩევნები დღეს, 10 ივნისს, ჩატარდა. დელეგატები ციხისძირში, სასტუმრო “მეგობრობაში” იყვნენ შეკრებილები. უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარეობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა: ბადრი კონცელიძემ, ზურაბ მსახურაძემ, ნოდარ ნაკაშიძემ, ნუგზარ კეკელიძემ და არჩილ ვაშაყმაძემ. თუმცა …
Continue reading “უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ნოდარ ნაკაშიძე აირჩიეს”
ოპოზიციონერი „ბუშტების აქციისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ
წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით დღეს სასამართლომ ბათუმის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააჯარიმა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ჩხვირკიას ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა მოუწევს. ირაკლი ჩხვირკია დღეს პოლიციამ მას შემდეგ დააკავა აჭარის მთავრობის სახლთან, რაც მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტისკენ. ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები აცხადებდნენ, რომ …
Continue reading “ოპოზიციონერი „ბუშტების აქციისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ”
აჭარის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნები ჩაიშალა, 1 პირი პოლიციაში გადაიყვანეს
დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმში, საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნებზე დაპირისპირება მოხდა, შედეგად საერთო კრება ჩაიშალა, კავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ალექს წეველიძე კი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა გამოსაკითხად. წეველიძის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას წინ უძღოდა ორსაათიანი დაპირისპირება საერთო კრებაზე. ალექს წეველიძე ასევე უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. ის და საერთო კრების ზოგიერთი მონაწილე არჩევნების სამი …
ხმაური და დაპირისპირება აჭარის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნებზე
უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალში დღეს, 16 ოქტომბერს, კავშირის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე რეზო მაისურაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციის “უსინათლოთა ხმის” წარმომადგენელს ალექს წეველიძეს შორის. ალექს წეველიძე ასევე თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. ის და საერთო კრების ზოგიერთი მონაწილე არჩევნების ორი თვით გადადებას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, ორი …
Continue reading “ხმაური და დაპირისპირება აჭარის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნებზე”