AI-გენერირებული ტროლები დიუშენის მედიკამენტის წინააღმდეგ – მითების დეტექტორის კვლევა

მითების დეტექტორი აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც, სოციალურ ქსელში, დიუშენის სამკურნალო მედიკამენტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიღმა AI გენერირებული ტროლები დგანან. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით (DMD) დაავადებული ბავშვების მშობლები რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ თბილისში და სახელმწიფოს სთხოვენ დააფინანსოს დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა. ბოლო 10 დღეა სახელმწიფო კანცელარიის წინ მშობლები ღამეს ათევენ და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. …

როგორ მუშაობენ „ბებოებად გადაცმული“ ტროლები – ქართველი პროპაგანდის ევოლუცია

სოციალური ქსელები საქართველოში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ველია. საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებასა და ონლაინ სივრცეში, “ქართული ოცნებისთვის” სასურველი, ალტერნატიული რეალობის შესაქმნელად პროსახელისუფლებო მედია, ყალბი პროფილები და კოორდინირებული კამპანიები გამოიყენება. ამის ნათელი მაგალითია “ქართული ოცნების” მიერ დაპატიმრებული ადამიანების წინააღმდეგ, გააქტიურებული დისკრედიტაციის კამპანიები – აუცილებლად შეამჩნევდით პოლიტპატიმრებისა და აქტივისტების შესახებ გავრცელებულ პოსტებზე, ზიზღის ენით დაწერილ …

როგორ აშავებს აშშ-ში რუსული ქსელი საქართველოში მიმდინარე პროტესტს X-ზე

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიამ [DFRLab] გამოავლინა პლატფორმა X-ის [ყოფილი ტვიტერი] თითქმის ორმოცი საეჭვო ანგარიში, რომლებიც მონაწილეობდნენ საყოველთაოდ ცნობილი რუსული ოპერაცია Doppelganger-ის უახლეს განახლებაში. Doppelganger-ის ოპერაცია, რომელიც უწყვეტად ვითარდება, მოიცავს ახალი ამბების ავტორიტეტული ვებგვერდების ყალბი ვერსიების შექმნას, რათა შექმნას ყალბი სანდოობა ანტიუკრაინული ნარატივების გავრცელებისადმი.  „ამ ანგარიშების ქსელის სამიზნე აუდიტორია იყვნენ ამერიკელები, კერძოდ, ეს ანგარიშები …

ბსუ-ს რექტორს სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“ რეაგირებას სთხოვენ

დღეს, 28 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან გორგილაძემ, ბრიფინგი გამართა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და ბათუმის საკრებულოს მიმართა. მან რეაგირება მოითხოვა ბსუ-ს სტუდენტების ოპოზიციის დისკრედიტაციაში ჩართვაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“, რიჩარდ სირაბიძე უწევს კოორდინაციას. საუბარია TV25-ის მიერ გუშინ, 27 ივნისს, მომზადებულ სიუჟეტზე, რომლის მიხედვითაც ბსუ-ს …

რას ამბობს ჩიქოვანი კარბამიდის ტერმინალზე, ტროლების მართვაზე, ბათუმის გრგ-ს მიღებაზე

თითქმის ერთი თვეა, რაც ბათუმის არჩეული მერი, ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. ბათუმის მერის მოვალეობას აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი, არჩილ ჩიქოვანი ასრულებს. „ბათუმელებმა“ არჩილ  ჩიქოვანს რამდენიმე კითხვა დაუსვა, ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე, კულტურულ მემკვიდრეობის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, ბათუმის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე და იმ ბრალდებებზე, რომლებიც მის მიმართ ისმის. ინტერვიუს სტილის დაცვით გთავაზობთ. ბატონო არჩილ, ბათუმის …

“ბოტების ქარხანა” – აჭარის მთავრობის სახლზე ფლაერები გააკრეს

“ტროლები გაიფაქტნენ”, “ტროლი ბიძინა – ბოტი ქოცი”, “თორნიკე რიჟვაძე – ბიძინას პინგვინი” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით მივიდნენ დღეს, 2 მარტს, აჭარის მთავრობის სახლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები და საპროტესტო აქცია გამართეს. “ეს პატარა ბოტები მოვუტანეთ თორნიკე რიჟვაძეს, ნიშნად იმისა, რომ ის არის ივანიშვილის პატარა ბოტი და დღეს ნაცვლად იმისა, რომ ფულს ხარჯავდნენ მოშიმშილე ბავშვების …

Marika Wveraidze – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ტროლი [კვლევა]

მედიის განვითარების ფონდმა დღეს, 8 აპრილს, გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით – „სახელისუფლებო ტროლები TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ“. კვლევის მიხედვით, „გამოვლინდა ფეისბუკის 15 პროფილი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. 15-დან 11 რუსული სოციალური ქსელების – ოდნოკლასნიკებისა (3) და VKontakte-ს (8) – მომხმარებლების იდენტობას იპარავს, 2 – სერიალის პერსონაჟების, 1 – ფეისბუკ მომხმარებლის, ხოლო 1 – თავისუფალ ჟურნალისტთა …

Exit mobile version