„ძალაუფლებას თუ შეინარჩუნებენ, გადავლენ უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე“ – ინტერვიუ

„ეს რეალობა უკვე დადგა: ჩვენ ვართ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, კოლონიური გამოცდილებების ნარევი ჰიბრიდის მმართველობის ქვეშ, თანაც მტრულად განწყობილი და ისტორიული მჩაგვრელის, უცხო სახელმწიფოს, რუსეთის გარანტიით,“ – გვესაუბრება ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. მას 26 მაისს „ოცნების“ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გზავნილებზე ვესაუბრეთ: დამოუკიდებლობის დღეს ოკუპაციასა და დაკარგულ ტერიტორიებზე, ასევე, სხვა ეროვნულ ინტერესებზე „ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი უთქვამს. „ერთადერთი, რაც ახალი …

დამოუკიდებლობის ციფრული მუზეუმი – „გაესაუბრე ილიას“

რა არის დამოუკიდებლობა? – დამოუკიდებლობის ციფრულ მუზეუმში, მაგალითად, ნოე ჟორდანიას შეგიძლიათ დაუსვათ ეს შეკითხვა, ცხადია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. „როდესაც 1918 წლის 26 მაისს ვაცხადებდი საქართველოს დამოუკიდებლობას, ვიცოდი, რომ ეს იყო ჩვენი ხალხის ბედისწერის წყვეტის მომენტი,“ – გპასუხობთ ნოე ჟორდანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, – „დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ფორმალური …

„მაინც ვერ ვსწავლობთ ჭკუას“ – ინტერვიუ ისტორიკოსთან 31 მარტის რეფერენდუმზე

„ყველანაირად გონივრულად მოიქცნენ მაშინდელი ეროვნული ძალები,“ – ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენაც დემოკრატიული გზით მოხერხდა: „ჯერ ხალხს ეკითხები და მერე აცხადებ დამოუკიდებლობას სამართლებრივად.“ „31 მარტის რეფერენდუმის უზარმაზარი დატვირთვა ის იყო, რომ მაშინ არა მარტო ჩვენთან, სხვა რესპუბლიკებშიც გამოცხადდა დამოუკიდებლობის დეკლარაციები – შეიძლებოდა დეკლარაცია ხელისუფლებას გამოეცხადებინა თავისით, ჩვენთან კი, მაშინდელმა ეროვნულმა ძალებმა …

რატომ არის 26 მაისს სახელმწიფო დროშების გამოფენა მნიშვნელოვანი

26 მაისი საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. ამ დღეს, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ხმამაღლა საუბრობს იმაზე, თუ რა გზა, რა გამოწვევები გადალახა საქართველომ, როგორც ქვეყანამ იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო რუსული, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან და საბოლოოდ მოეპოვებინა ის თავისუფლება, რომელიც მას არსებობის მანძილზე გააჩნდა. სუვერენული სახელმწიფოს ატრიბუტებია დროშა, გერბი და ჰიმნი, რომელიც ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში …

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში სტადიონს საქართველოს დროშის ფერებით გაანათებენ

პოლონეთის ქალაქ ვროცლავის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვროცლავის სტადიონი ქართული დროშის ფერებით განათდება. ვროცლავი პირველი ქალაქი იქნება, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს, რადგან ღონისძიება დღეს, 25 მაისს, ღამის 10 საათზე დაიწყება, ანუ საქართველოს დროით ღამის 12 საათზე. სტადიონზე შესრულდება საქართველოს ჰიმნიც. „ჩვენ ამას ვაკეთებთ იმის საჩვენებლად, რომ ვროცლავსა და პოლონეთში ყოველთვის ახსოვთ …

,,საქართველო უნდა იყოს თავისუფალი” – რას წერდა ჟურნალი „L’image“ 100 წლის წინ

,,საქართველო უნდა იყოს თავისუფალი!“ – ასე ჰქვია საფრანგეთში  გამოცემული ჟურნალის „L’image“-ს 1919 წლის ოქტომბრის ნომერს, რომელიც მთლიანად საქართველოს პირველ რესპუბლიკას მიეძღვნა. 15-გვერდიანი ჟურნალი მკითხველს აცნობს საქართველოს ახალჩამოყალიბებულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, ქვეყნის ისტორიას, კულტურას, გეოგრაფიულ მდებარეობას და ქვეყნის პერსპექტივებს. „რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დამონება (1801-1917 წლებში) მხოლოდ ეფემერულ ეპიზოდად დარჩა ამ ქვეყნის ისტორიაში. ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული საქართველოს …

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ანბანის კოშკთან, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოაწყო. ნებისმიერ მსურველს საღამოს რვა საათამდე ტექნიკის დათვალიერების საშუალება აქვს. გამოფენა აქვს ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ანბანის კოშკთან ასევე შეგიძლიათ 1918–1921 წლების ამსახველი ფოტოგამოფენის ნახვა.        

ნოდარ და მაია ნათაძეები დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერ ბაბუს კალთაში – პოლიტიკურ თაობათა სიახლოვე

ბაბუა, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, გრიგოლ ნათაძეა – მან ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. ბაბუას კალთაში შვილიშვილები უზის – ნოდარ და მაია ნათაძეები. მათ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მოაწერეს ხელი. საოჯახო ფოტო 1930 წელს არის გადაღებული. გრიგოლ [გიგო] ნათაძე ქართველ ესერთა პარტიის ერთ-ერთ …

საზეიმო მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩაზე [ფოტო]

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ბათუმში ცენტრალური პარკიდან დაიწყო. აქ ფესტივალ „ოქროს დელფინის“ მონაწილეების შეიკრიბნენ და მემედ აბაშიძის გამზირი სიმღერით ჩაიარეს. მსვლელობის დროს სხვადასხვა ენაზე ისმოდა შეძახილი – საქართველო. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები ანბანის კოშკთან უკვე დაიწყო.            

რა იცი საქართველოს დამოუკიდებლობაზე [ტესტი]

2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღინიშნება. შეავსეთ ტესტი და შეამოწმეთ როგორ გახსოვთ ჩვენი ქვეყნის ისტორია.

ესეების კონკურსი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა – „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი“, რომელსაც „განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი“ (EARI) განახორციელებს. საკონკურსოდ წარდგენილი ესეი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: პირველი რესპუბლიკის ასწლეულის ანალიზი და შეჯამება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევების ხედვა, ნაშრომის აკადემიური სტილი, თემის …

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. 12:00 – ვეფხისტყაოსნის წიგნების გამოფენა – 6 მაისის პარკი, ასევე, ბსუ-ს სტუდენტები წაიკითხავენ „ვეფხისტყაოსანს“ ქართულ და უცხოურ ენებზე. მოეწყობა ნახატებისა და კალიგრაფიულად შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გამოფენა. ამავე დროს დაარიგებენ 26 მაისის თემატიკაზე მომზადებულ კოკარდებს; 12:00 – სპორტული თამაშები (ჭადრაკი, ნარდი, შაში, მაგიდის ჩოგბურთი) ვეტერანთა შორის – ვეტერანთა კლუბი „ნონა“. 12:00 – დამოუკიდებლობისთვის …

დამოუკიდებელი ქვეყნის 25 წელი

26 მაისს შესრულდება 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადებიდან. როგორ იცვლებოდა საზოგადოება ამ წლების განმავლობაში – კითხვებს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ უპასუხა. ზვიად, თქვენი შეფასებით, 25 წლის მანძილზე, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რა შეიცვალა ყველაზე მნიშვნელოვანი და რა არ შეიცვალა? პირველ რიგში, არის ერთი ძალიან საინტერესო კაზუსი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ 26 მაისს და არა …

Exit mobile version