10 წლის წინანდელი სახელმძღვანელოებით ვასწავლით – სომხური სკოლების მასწავლებლები

განათლების სპეციალისტი, მარიანა კარაპეტიანი ამბობს, რომ ბილინგვურ სწავლებაში ჩართული სომხური სკოლების მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან მას ხშირად შესჩივიან. მისი თქმით, მასწავლებლების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქართულიდან სომხურ ენაზე ნათარგმნ სახელმძღვანელოებში ბევრი ხარვეზია, კერძოდ, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და მათემატიკის სახელმძღვანელოებში. „ხშირად გამიგია მასწავლებლებისგან, რომ მათაც კი უჭირთ ხანდახან გაგება რა წერია სახელმძღვანელოში, რომ მერე ბავშვებს გადასცენ შინაარსი. ჩემი …

„არ გვაქვს სასკოლო წიგნები“ – სამინისტროს პასუხი არაქართულენოვანი სკოლების წუხილზე 

„არაქართულენოვან სკოლებს სახელმძღვანელოების დიდი პრობლემა აქვთ. როგორც იცით, ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა შარშანწინ და მაშინვე ამოქმედდა ქართულენოვან სკოლებსა და სექტორებში, ხოლო არაქართულენოვან სკოლებში – 2019-2020 სასწავლო წელს. საქმე იმაშია, რომ სახელმძღვანელოების თარგმნა ძალიან გვიან დაიწყეს, მაისში და ვერ მოასწრეს პირველი სექტემბრისთვის. თქვეს, რომ მეორე სემესტრში მოგვაწვდიდნენ, მაგრამ არც შემდეგ მოუწოდებიათ. სკოლებში თითქმის წიგნების გარეშე სწავლობენ …

სასკოლო წიგნები მნიშვნელოვნად გაძვირდა

კერძო სკოლის მოსწავლის ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ მეოთხე კლასის სახელმძღვანელოების შეძენა წელს 161 ლარი დაუჯდა, მაშინ როცა გასულ წელს წიგნებში 80 ლარი გადაიხადა. 161 ლარად მშობელმა 7 სახელმძღვანელო შეიძინა, მოსწავლის რვეულთან ერთად. გამოდის, რომ ამ მშობელმა ერთ წიგნში, საშუალოდ, 23 ლარი გადაიხადა. ერთ-ერთი მშობელი „ფეისბუქით“ გამოგვეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ სასკოლო წიგნების შესაძენად 150 ლარი გადაიხადა. …

სამინისტრო: წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ

განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე ტენდერი გამოაცხადა. 7 მილიონ 790 239 ათასი ლარი დაიხარჯება  I-VI კლასის  1 817 800  წიგნსა და რვეულზე, ასევე, VIII-XII კლასის 355 160 წიგნსა და სასკოლო რვეულზე. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის განახლებული სახელმძღვანელოები დაიბეჭდება მეშვიდეკლასელებისთვისაც, VIII-XII კლასელები კი ისევ ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2019 წელს ახალი …

დაბრუნდება თუ არა გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლაში – სამინისტროს განმარტება

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ სამინისტრო აპირებს, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დააბრუნოს. სფეროთი დაინტერესებული პირების ერთი ნაწილი გოგებაშვილის „დედა ენას“ თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ნაწილი კი მისი სკოლებში დაბრუნების მომხრეა. რას გულისხმობს მინისტრი „დედა ენის“ დაბრუნებაში მაშინ, როცა სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები უკვე შესულია? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ …

გამომცემლობა „ტრიასი“: ყველაზე მოთხოვნად სახელმძღვანელოს გრიფი მოულოდნელად მოუხსნეს

გამომცემლობა „ტრიასის“ ქართული სახელმძღვანელოების ჯგუფის ხელმძღვანელმა ირინე იაშვილმა ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გამომცემლობის მიერ შედგენილი ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი კლასისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო, რომელმაც გრიფირების ყველა ეტაპი გაიარა, მოულოდნელად მოუხსეს გრიფი. ირინე იაშვილის განცხადებით, სახელმძღვანელო ატვირთულო იყო განათლების სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე, სადაც სახელმძღვანელომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. „ყველაზე მეტმა სკოლამ სწორედ ჩვენი სახელმძღვანელო …

განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს

სამინისტრო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის პროცესს დღეს, 5 მარტს, იწყებს. საჯარო განხილვა ხორციელდება ელექტრონული პორტალის მეშვეობით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია პორტალზე: grifireba.emis.ge, დაათვალიეროს შეფასებისთვის წარმოდგენილი წიგნები და მიაწოდოს თავისი მოსაზრება როგორც შემფასებელთა ჯგუფს, ასევე ავტორებს. ოფიციალური ინფორმაციით, სახელმძღვანელოების განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჯარო  სკოლების I-VI კლასებისათვის ახალი სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესი. სამინისტროს განცხადებით, გრიფირების …

განათლების სამინისტრომ 28 მილიონი ლარის კომპიუტერები და სახელმძღვანელოები იყიდა

ოფიციალური ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის 2 მილიონ 700 ათასი სასკოლო სახელმძღვანელო შეისყიდა, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიონ 800 ათასი ლარია. პირველკლასელებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის კი 55 ათას 700 ცალი ახალი ნოუთბუქი შეისყიდა. პროექტის ღირებულება 20 მილიონ 720 ათასი ლარია. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის  განვითარების სააგენტოს  დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილის ინფორმაციით, მოსწავლეები ახალი …

Exit mobile version