მიიღე ამერიკული დიპლომი – სანდიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში აცხადებს მიღებას

სანდიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში აცხადებს მიღებას შემდეგ პროგრამებზე: სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად, სდსუ-ს აქვს შესაძლებლობა ილიას უნივერსიტეტთან ერთად ქართველ აბიტურიენტებს შესთავაზოს საერთაშორისო აკრედიტაციის სამოქალაქო ინჟინერიის ამერიკული პროგრამა. სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს. მოქმედებს სახელმწიფო დაფინანსება. პროგრამის არჩევა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ბაზაში, კოდით 0100130. …

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს აღარ მიიღებს

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტების მიღებას წყვეტს. 2021 სასწავლო წელს სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში ახალ სტუდენტებს აღარ მიიღებს. ყველა ჩვენი პროგრამა გადაეცა ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებს: თსუ-ს, ილიას სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებს“, – ეს შეტყობინება ერთ-ერთმა დაინტერესებულმა პირმა სან დიეგოს უნივერსიტეტიდან მას შემდეგ მიიღო, რაც ის დაინტერესდა, აგრძელებდა თუ არა ამერიკული უნივერსიტეტი აბიტურიენტების მიღებას. „ბათუმელები“ თბილისის …

სტუდენტი ხულოდან 100-პროცენტიანი გრანტით ბიოქიმიას ინგლისურად ისწავლის

თამთა თავართქილაძე ბიოქიმიას ინგლისურად სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლის. მან სკოლა ხულოში დაამთავრა. თამთამ 100-პროცენტიანი გრანტის მიღების შესახებ დღეს, 30 აგვისტოს გაიგო. „რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მე ჯერ კიდევ იანვარში მივმართე სან დიეგოს უნივერსიტეტს შიდა დაფინანსების მოსაპოვებლად, რადგან სან დიეგოში სწავლის ღირებულება ერთი წელი 7 500 ამერიკული დოლარია. შიდა დაფინანსება – 6500 დოლარი მოვიპოვე. დღეს …

ოთხი ბათუმელი ამერიკული დიპლომით – სან დიეგოს უნივერსიტეტის პირველი ბაკალავრების გეგმები

სან დიეგოს ამერიკულ უნივერსიტეტს საქართველოში წელს პირველი ბაკალავრები ჰყავს. დაახლოებით 500 სტუდენტი მიიღებს ამერიკულ დიპლომს ქართულთან ერთად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ამერიკული უნივერსიტეტი წელს ექვსმა ბათუმელმა სტუდენტმაც დაასრულა. აქედან ორმა უკვე მიიღო დაფინანსება მაგისტრატურის პროგრამაზე და სწავლას აშშ-ში, სან დიეგოს უნივერსიტეტში გააგრძელებენ. როგორია კურსდამთავრებულთა გეგმები და ხედავენ თუ არა ისინი თავიანთ მომავალს საქართველოში სწავლის …

ინგლისური ინტერნეტით ვისწავლე – ბიჭი ხულოდან, რომელმაც ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა

გოგიტა გობაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში – დიდაჭარაში ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს და დაბა ხულოდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. გოგიტას ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობს და ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. როგორ მოახერხა გოგიტამ ინგლისური ენა ისე შეესწავლა, რომ „სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს“ სტუდენტი გახდა, სადაც კონსტრუქციული ინჟინერია არა ქართულად, არამედ ინგლისურ ენაზე უნდა …

სან დიეგოს უნივერსიტეტის ბათუმელი სტუდენტები თავიანთი გეგმების შესახებ

საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის შემოსვლით საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შანსი მიეცათ მიიღონ ამერიკული განათლება და დიპლომი, მოუსმინონ ცნობილ ამერიკელ პროფესორებს და გახდნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე.  ამ დროისთვის უნივერსიტეტში  217  სტუდენტი სწავლობს. ეს უნივერსიტეტი კვლევითი გრანტების სახით, წელიწადში 115 მილიონ დოლარს იღებს. სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს სკოლების დამამთავრებელ კლასებში ეძებს ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც კარგად სწავლობენ ქიმიას, ფიზიკას, …

„მინდა წარმატებული მეცნიერი ვიყო“

ბათუმელი სტუდენტი სან დიეგოს უნივერსიტეტში ანა თავართქილაძე ერთ-ერთია იმ შვიდ ბათუმელს შორის, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად წელს თბილისში, სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლიან. მისით მას შემდეგ დაინტერესდნენ, როცა საგნობრივ ოლიმპიადაში, ქიმიაში პირველი ადგილი აიღო. ამ წარმატების შემდეგ ანუ მე-12 კლასში სწავლის დროს, ანას დაუკავშირდნენ და სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩაბარება შესთავაზეს. აბიტურიენტებს, რომლებიც სან დიეგოს უნივერსიტეტში გადაწყვეტენ …

კომიქსის პროექტი სოციალური ცვლილებებისთვის საქართველოში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო კომიქსის პროექტს იწყებს. პროექტის მიზანს, რომელიც აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ნიჭიერი მხატვრებისა და მწერლების ჯგუფის ჩამოყალიბება  წარმოადგენს, რომელიც შექმნის კომიქსს საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებზე. პროექტში მონაწილეობისათვის, ორგანიზატორები იწვევენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ ხატვა/წერა და სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ან/და მიიღონ გამოცდილება კომიქსების შექმნაში. კომიქსისათვის მწერლისა და მხატვრის პოზიცია ანაზღაურებადია …

ამერიკული უნივერისტეტი საქართველოში

 

ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში – ეს რეალობაა: სანდიეგოს უნივერსიტეტი და სამი ქართული უნივერსიტეტი აბიტურიენტების მიღებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებენ. მანამდე, პროექტის ფარგლებში 100 აბიტურიენტს დაეხმარებიან ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში. ენის სწავლება უფასო იქნება. უნივერსიტეტი გასცემს ამერიკულ დიპლომს. პირველ  წელს  უნივერსიტეტი მაქსიმუმ 500 სტუდენტს მიიღებს. პროექტის შესახებ „ბათუმელებთან“ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა მაგდა მაღრაძე საუბრობს:

Exit mobile version