ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის დრო იზრდება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 01:00 საათამდე მოემსახურება.  

ბათუმში 1, 8, 15 და 19 ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით იცვლება

ბათუმის მერიის ცნობით, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე (ყოფილი გოგოლის ქუჩა) საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება სევერიანე აჭარელის ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა: №1 სამარშრუტო ხაზი – ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, სვიშევსკის ქუჩა. უკუმიმართულება – სვიშევსკის ქუჩა, ნონეშვილის …

რატომ არ ემსახურება მგზავრებს ახალი ავტობუსები ხულოში, შუახევსა და ქედაში

2024 წლის თებერვალში ხულოსთვის 2, შუახევსა და ქედისთვის კი თითო ახალი EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები შეისყიდეს, თუმცა ახალი ავტობუსები ხუთი თვის შემდეგაც არ ემსახურება ადგილობრივებს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არის ახალი ავტობუსები გაჩერებული. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტარიფზე მსჯელობა, რის შემდეგაც საკითხი მარშრუტის და ტარიფის დასამტკიცებლად გავა საკრებულოს სხდომაზე. მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უახლოეს პერიოდში, როცა შესაბამისი …

ტაქსი უნდა ავიყვანო, რომ ბავშვი სკოლაში გავუშვა – მახინჯაურში მოსახლეობა ტრანსპორტს ითხოვს

მახინჯაურში, ე.წ. აბანოებთან და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. მოქალაქეების თქმით, ბოლო სამი წელია მათ დასახლებაში ტრანსპორტი არ მოძრაობს, რის გამოც სახლში მისასვლელად ან მახინჯაურის ცენტრში ჩასასვლელად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. უტრანსპორტობა განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის სკოლის მოსწავლეებსაც. ლია სურმანიძეც ამ უბანში ცხოვრობს. მისი თქმით, იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ მოძრაობს, წვიმის …

თქვენს ქუჩაზე ავტობუსის გაჩერება გადახურულია? – გილოცავთ, თქვენ გაგიმართლათ

ავტორები: ელისაბედ მამულაძე, მარიამ ჩხაიძე, „არ გადადოს“ აქტივისტები _________________________________ ბათუმში ცხოვრებისას ადამიანები ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებით – იქნება ეს გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო დატბორილი ქუჩები, ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანები, გაუმართავი შუქნიშნები, არასათანადოდ აღჭურვილი ავტობუსის გაჩერებები თუ სხვა. ამ სტატიაში  საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ვისაუბრებთ. ბათუმის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის გამართვაზე და გაუმჯობესებაზე წლებია მუშაობს, …

ხვალ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

ხვალ, 13 სექტემბერს, საქართველოში მუშაობას განაახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე როგორც სხვა საჯარო სივრცეებში, აუცილებელია პირბადის ტარება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოში ერთი თვის წინ, 14 აგვისტოს შეიზღუდა კორონავირუსის ახალი ტალღის გამო.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 4 სექტემბრამდე იყო გათვალისწინებული, 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ  დღეს, 31 აგვისტოს, განაცხადეს. დღეს საკოორდინაციო საბჭომ სხვა შეზღუდვებზე ისაუბრა. 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში. სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრამდე შეზღუდულია საბავშვო ბაღებში, როგორც საჯაროში, ასევე …

მგზავრის ფეხზედგომით გადაყვანისთვის ჯარიმა 100 ლარია – განახლებული რეგულაციები

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან განახლდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კი მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. ამ ეტაპზე ქვეყანაში შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება ასევე გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. მუნიციპალური ტრანსპორტის …

როგორ მივიდეს მასწავლებელი სკოლაში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს

„საქართველოს რეგიონებში სკოლები პირდაპირ სწავლებაზე დატოვეს, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალეს, ის მასწავლებლები, რომლებიც რეგიონის სკოლებში სამუშაოდ თბილისიდან დადიოდნენ, ვეღარ მიდიან და სრული პარადოქსული სიტუაციაა. არც დისტანციურზე გადაჰყავთ სკოლები და არც ტრანსპორტია, რომ ასეთ სკოლებში პედაგოგებმა იარონ“, – წერს „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი. დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე ავტომანქანით …

ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები უნიღბოდაც მგზავრობენ

დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. როგორც მერიაში აცხადებენ, დილიდან მიმდინარეობს მგზავრების მონიტორინგი. „ბათუმელები“ მუნიციპალური ტრანსპორტის რამდენიმე გაჩერებაზე იმყოფებოდა, სადაც უნიღბოდ მგზავრობის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. უნიღბოდ მგზავრი იმყოფებოდა როგორც ავტობუსში, ასევე, მიკროავტობუსში. როგორც ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ დროისთვის მხოლოდ 7 მგზავრს მისცეს გაფრთხილება უნიღბოდ მგზავრობის გამო. „თითქმის ყველა ქუჩაზე მიმდინარეობს მონიტორინგი, …

8 ივნისს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 8 ივნისს საქართველოში აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება, მანამდე კი, 29 მაისს, საქართველოში მუშაობას განაახლებს ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება პირბადით. ასევე, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან გაიხსნება …

დაკვამლიანების გამო მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსის დაცლა სთხოვეს

დღეს, 15 ნოემბერს, დილით, მუნიციპალურ ავტობუსს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე გადაადგილების დროს, კვამლი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, სალონის დაკვამლიანების შემდეგ მგზავრებს ავტობუსის დაცლა სთხოვეს. ავტობუსი მუნციპალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს. შპს „ბათუმის ავტოტრასპორტში“ განმარტეს, რომ ავტობუსი ტექნიკურად შემოწმებული იყო, თუმცა გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა, ავტობუსი სადგომზე უკვე შეაკეთეს და ისევ სამარშრუტო ხაზზე მუშაობს. _____________________ მთავარი ფოტო: მუნიციპალური ავტობუსი, ფოტო თვითმხილველმა …

Exit mobile version