საგრანტო კონკურსი – პროექტი „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (CSF), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) მიერ. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჩართულობისა და დემოკრატიული ზედამხედველობის ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების …

გამოცხადდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – მონაწილეობა სტატუსშეჩერებულებსაც შეუძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 7 მარტს დაიწყება და 4 აპრილამდე გაგრძელდება. საგრანტო კონკურსით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიუმჯობესონ ან მოიპოვონ სწავლის დაფინანსება. გამოცდების ცენტრის თქმით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც შეწყვეტილი აქვთ სტუდენტის სტატუსი და სურთ სწავლის დაფინანსების მოპოვება. ცენტრის თქმით, თუ მონაწილე ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება …

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია და კონკურსატებს შედეგების ნახვა ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ. ცენტრის ინფორმაციით, წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში 3 700-ზე მეტი სტუდენტი იყო რეგისტრირებული. რამდენმა სტუდენტმა შეძლო სასწავლო გრანტის მოპოვება ან გაუმჯობესება, აღნიშნული ინფორმაცია ცენტრს ჯერ დამუშავებული არ აქვს. სტუდენტს კონკურსის შედეგების ნახვა პირადი და საგამოცდო ნომრის მეშვეობით …

ევროკავშირი გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ბიზნესისთვის საგრანტო პროგრამას აცხადებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” ფარგლებში, ცხადდება საგრანტო კონკურსი გურიაში (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) სამეგრელოსა (ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა) და აჭარაში (ბათუმი, ქედა, ქობულეთი) მოქმედი ბიზნესსუბიექტებისთვის. პროექტის შესახებ: პროექტი – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” – დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა …

ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება – გამოცდების განრიგი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. პირველი და მეორე სესია 1 -ელ, 2 და 5 ივლისს ჩატარდება. უცხოურ ენაში გამოცდები 6 ივლისს დაიწყება, ხოლო ისტორიაში გამოცდა 12-13 ივლისს ჩატარდება. სხვა გამოცდების განრიგი: 9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა; 14 ივლისი – ბიოლოგია; 15 …

მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცხადდა რეგისტრაცია მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად. მსურველები პირველი მარტის 10:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე  უნდა დარეგისტრირდნენ. ამავე პერიოდში უნდა გაიარონ რეგისტრაცია აბიტურიენტებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ასევე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge. …

გამოცხადდა სოფლის განვითარების მესამე საგრანტო კონკურსი ხულოს მუნიციპალიტეტში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (ხულო LAG) აცხადებს სოფლის განვითარების მესამე საგრანტო კონკურსს ხულოს მუნიციპალიტეტში. სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია ხულოში საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებისა და საკვანძო ამოცანების შესაბამისად. ასევე, …

საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოპოვების ან გაუმჯობესების მიზნით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს 9 მარტს, 2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 26 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge. …

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

დღეს, 4 აპრილს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.  საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12 000-მდე კანდიდატი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600-მდე სტუდენტია დარეგისტრირებული. ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა …

განათლების საკითხებზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ოთხმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველომ“, ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერაზე მიმართულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა. შერჩეულ საგრანტო პროექტებს განახორციელებენ ორგანიზაციები: „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, „მშობლები განათლებისთვის“, „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია“ და „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“. კონკურსი განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებისათვის მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლო ყველა საგნობრივ ასოციაციას, რომელიც იურიდიულად რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს …

საგრანტო კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაფინანსებლად

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმების დაფინანსების საგრანტო კონკურსს აცხადებს. ერთ კინომწარმოებელზე გაიცემა არაუმეტეს 15 000 ლარი. განაცხადების მიღების ვადა განისაზღვრა  20 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი პროგრამის – ,,კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა”   ფარგლებში ცხადდება. საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

საგრანტო კონკურსი მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში შემდეგი მიმართულებით: 1. „საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“. 2. „საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“. 3. „საჯარო სკოლების ბიოლოგიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“. 4. „საჯარო სკოლების მათემატიკის …

128 ათასი ლარი დირექტორებისთვის დამხმარე რესურსების შესაქმნელად

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლის დირექტორებისთვის დამხმარე რესურსების შექმნის მიზნით, კიდევ ერთ საგრანტო კონკურსს აცხადებს. დამხმარე რესურსები სკოლების დეცენტრალიზაციის გაძლიერების მიზნით იქმნება. ცენტრის ინფორმაციით, დირექტორთათვის დამხმარე რესურსების შექმნა გულისხმობს თემების იდენტიფიცირებას, სტატიების მომზადებას, ბეჭდურ გამოცემაში გაერთიანებას, ბეჭდვას და  ყველა საჯარო სკოლისთვის მიწოდებას. საგრანტო  მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი 128 000   ლარს შეადგენს. კონკურსში …

სამაგისტრო პროგრამა საფრანგეთში სრული დაფინანსებით

საფრანგეთში  სწავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ 2018-2019 წლის სასტიპენდიო პროგრამაში, რომელსაც საფრანგეთის მთავრობა და განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს. „სამაგისტრო სტიპენდიები 2018-2019“ ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ, ან ინგლისურენოვან პროგრამებზე). პროგრამის დასრულების შემდგომ მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში და იმუშავებენ საქართველოში სამი წლის განმავლობაში. პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებებია: …

აჭარის განათლების სამინისტროს გრანტები სტუდენტებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წელს ჩარიცხულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს.  სამინისტროში განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრა 2017 წლის 13 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ: 2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო …

შეხვედრა დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის საგრანტო კონკურსის შესახებ

დღეს, 10 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე წარმოდგინეს დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნული სამინისტროს , “საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების” 2016 წლის პროგრამის მიზნებისა და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ. აღნიშნული საგრანტო კონკურსისთვის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 600 000 …

Exit mobile version