ღარიბაშვილისთვის პროკურატურა 1 მილიონის გირაოს შეფარდებას ითხოვს და არა მის დაპატიმრებას

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ დღეს, 24 ოქტომბერს, ბრალი წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას – ფულის გათეთრებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა უკანონო შემოსავლებს იღებდა, მისი სახლის ჩხრეკის შედეგად კი 6 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი ამოიღეს. ირაკლი ღარიბაშვილს არ დააპატიმრებენ. პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით …

რა გათვლებით არჩევს ივანიშვილი პრემიერებს საქართველოში? – „ოცნების“ პრემიერები

რა გათვლებით არჩევს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრებს საქართველოში? როგორ ახერხებს ივანიშვილი პრემიერების ისე შერჩევას, რომ შემდეგ ისინი ერთმანეთს ანადგურებენ? „მაგრამ ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ მისივე შექმნილი ეს ფენომენი, სახელად კობახიძე, შეიძლება მასზე გამლაშქრებელი აღმოჩენილიყო,“ –  ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი. 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული …

„პრეზიდენტი ქვეყნის მტრების ნარატივში ჩაჯდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მავნებელი, დესქტრუქციული ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებების ნარატივში ჩაჯდა… პრეზეიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ეს განცხადებაც პრეზიდენტმა გააკეთა ბრიუსელიდან, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდეტს და არ უშვებს არსად, მაშინ ის ევროიპის დედაქალაქში როგორ აღმოჩნდა?“ – ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. იგი დღეს, 11 ივნისს  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განაცხადს გამოეხმაურა – სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას მთავრობამ ევროპის ქვეყნეში …

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში წამლები გაიაფდა

„უმეტეს შემთხვევაში, 60-დან 80 პროცენტამდე არის შემცირებული ფასები მედიკამენტებზე, როგორც მინიმუმ განახევრებულია ფასები“ – განაცხადა დღეს, 7 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ იყო მანამდე 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი,“ – აღნიშნა პრემიერმა. მას არ დაუსახელებია კონკრეტულად რომელ მედიკამენტს გულისხმობდა, …

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 22 თებერვალს,  ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა. 89 ხმით ორის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ————————————————————————— საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი  18 თებერვალს გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა იმავე დღესვე გახდა ცნობილი. პარტია “ქართული ოცნების” …

შს სამინისტრომ მელიას დაკავება დროებით გადადო

„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“, – ეს მოკლე განცხადება შს სამინისტროს ვებგვერდზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს, 18 თებერვალს ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში. “ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას …

2 მილიარდი ლარი გამოიყო სამუშაო ადგილებისა და კომპანიების შესანარჩუნებლად – გახარია

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. პრემიერი არ გამორიცხავს კრიზის ფონზე ეკონომიკა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ „ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი.“ გარდა ამისა, გახარიამ აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხა არ მოიცავს კორონავირუსთან ბრძოლის თანხას, უშუალოდ ვირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის …

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ახალი რეგულაციები დაუწესეს

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 თებერვლის დადგენილებით, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები უნდა ფლობდნენ სქემით მინიჭებულ სტატუსს, გარდა პრაქტიკოსისა იმ საგნებში, რომლებსაც სკოლაში ასწავლიან, ან  უმაღლესი განათლების დიპლომით უნდა ჰქონდეთ დადასტურებული იმ საგნების სწავლება, რომლებსაც დამატებით ასწავლიან. [checklist] მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ …

კაკაჩია: დიპლომატები ვეღარ ასწრებენ ჩვენი პრემიერების სახელების დამახსოვრებას

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში  პოლიტიკური კულტურა არ იცვლება, როცა ხელისუფლება პრემიერებს აქტიურად ცვლის. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ამ გზით ხელისუფლებას სურს ილუზიის შექმნა – „მეფე შიშველი არ არის“. რას ნიშნავს ქვეყნისთვის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეშვიდე წელს მეხუთე პრემიერი გვეყოლება? – კორნელი კაკაჩიას ამ თემაზე ვესაუბრეთ. ბატონო კორნელი, …

ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს, 3 სექტემბერს, დილით გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება. პრემიერმინისტრის პოსტზე მის დასახელებას წინ უძღოდა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული მამუკა ბახტაძის ფეისბუკპოსტი გადადგომის შესახებ, ხოლო მმართველი პარტიის ოფისში დილის 9 საათიდან იმართებოდა ჯერ პოლიტიკური საბჭოს, შემდეგ კი საპარლამენტიო უმრავლესობის სხდომა. “ქართული …

პრემიერი ბათუმში განათლების ქალაქის მშენებლობასა და ახალ კანონპროექტზე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ბათუმში მთავრობა ისეთივე განათლების ცენტრის მშენებლობას გეგმავს, როგორიც შენდება თბილისში. პრემიერის ინფორმაციით, ბათუმის საგანმანათლებლო სივრცე კომაროვის სკოლას, პროფესიულ განათლების ცენტრს, თანამედროვე ლაბორატორიებსა და საერთო საცხოვრებელს გააერთიანებს. საგანმანათლებლო სივრცეს სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცეებიც ექნება. ეს  პრემიერმა დღეს ბათუმში პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერმა ისაუბრა ასევე პროექტის მნიშვნელობასა და განათლების შესახებ მთავრობის ახალ …

„ბათომის“ ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

საზოგადოება „ბათომი“ მიმართავს: პრემირ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს,  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს. მიმართვის ტექტს უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს მთავრობაში წარდგენილია დოკუმენტი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების საზღვრების დამტკიცების შესახებ, რომლის საფუძველია ბათუმის ისტორიულ–კულტურული საყრდენი გეგმა. ამ მრავალდისციპლინარულ კვლევაზე სხვადასხვა დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა …

რა დავალებები მისცა პრემიერმა ზურაბ პატარაძეს

„არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში მოითხოვს გამოსწორებას. ამის შესახებ დავალებები გაცემულია და ოპერატიულად გადაწყდება,“ – უთხრა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რა დავალება მისცა მან ზურაბ პატარაძეს. მამუკა ბახტაძემ აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და თქვა, რომ „დავალებები ეხება იმ საკითხებს, რომლებიც უმოკლეს ვადაში გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში“. …

პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადადგა

დღეს, 13 ივნისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. შესაბამისად გადამდგარია მთავრობის სრული შემადგენლობა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 13 ივნისს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა. გიორგი კვირიკაშვილმა სანამ თანამდებობის დატოვების შესახებ …

პრემიერ-მინისტრი მაღალმთიან აჭარაში ამომრჩევლებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 13 სექტემბერს, ამომრჩევლებს დაბა ქედაში, 9 მაისის პარკში შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე [პარლამენტში] და ხვიჩა შარაშიძე [უმაღლეს საბჭოში] წარუდგინა. პრემიერთან ერთად ქედაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები. „ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო ადამიანი, მისი ღირსება, უფლება და ისეთი ფუნდამენტალური უფლება – როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა. დღეს …

გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელს ბენზინის ხარისხი ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება

„შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რის შედეგადაც, 2017 წელს ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება. საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს. საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა,” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალის მონაწილეებს ბათუმში. „საჭირო და აუცილებელია თანამშრომლობის …

პრემიერ-მინისტრი ვაჟა-ფშაველას N13-ზე

„დიდი ბოდიში უნდა ვუთხრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ ჯერ არ გავცნობივარ წერილს. რადგან თქვენ მომმართეთ, აუცილებლად გავეცნობი“, – ასე უპასუხა ბათუმში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ბათუმელების“ შეკითხვას  – დაინტერესდა თუ არა პრემიერი აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევას უკავშირდება. ამ პრობლემების შესახებ იმ ღია წერილშია საუბარი, რომლითაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრს …

პრემიერ-მინისტრი ბათუმშია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში დღეს რამდენიმე ობიექტს მოინახულებს. ამჟამად პრემიერი სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსს Porta Toewer-ის მიმდინარე სამუშაობს ეცნობა. ამ კომპლექსის მშენებლობა ზაფხულში უნდა დასრულდეს. 13 საათსა და 20 წუთზე გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა, რის შემდეგაც იგი ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მნშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. 14 საათზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბაგრატიონის ქუჩაზე საუნივერსიტეტო, სამედიცინო …

Exit mobile version