მთავრობამ სახალხო არტისტებს და მხატვრებს 600-ლარიანი სტიპენდია დაუნიშნა

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის დადგენილებით, სახელმწიფო სტიპენდია დაენიშნებათ: ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებს, პრიზიორებს, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს, სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს. ამავე დადგენილების მიხედვით, სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 600 ლარის ოდენობით. სახალხო არტისტებს ან სახალხო …

აჭარის მთავრობის თანამშრომლებმა ჯილდოს სახით ერთ თვეში 157 580 ლარი აიღეს

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლებზე, 2019 წლის დეკემბერში, ჯილდოს სახით გაცემულია 157 580 ლარი. ამასთან დაკავშირებით დღეს, 30 იანვარს, განცხადება გააკეთა ენმ-ს წევრმა რეზო ხარაზმა, აჭარის მთავრობის შენობის წინ. სიაში მყოფი 109 პირიდან დანამატი მხოლოდ 7 პირს არ აქვს აღებული. რეზო ხარაზი ამბობს, რომ მან ხელფასებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა ყველა უწყებიდან სრულყოფილი …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატში დასაქმებულთა ხელფასები

მიმდინარე წლისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელფასი თვეში 5 750 ლარით განისაზღვრა, მთავრობის აპარატის უფროსის კი – 3 700 ლარით. მთავრობის აპარატში დეპარტამენტების უფროსების თანამდებობრივი სარგო – 3 200 ლარი, განყოფილების უფროსების – 2 800 ლარი, უფროსი სპეციალისტებისა კი – 1 800 ლარი იქნება. აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში თანამდებობრივი სარგოს [ხელფასის] განაკვეთები, …

კოეფიციენტები – ხელფასებს საჯარო მოხელეები იანვრიდან ახალი წესით მიიღებენ

2018 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეების ხელფასები ახალი წესით, კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება. ახალი წესით დაითვლება ხელფასები სსიპ-ებსა და აიპ-ებში. რაც შეეხება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათზე ხელფასის დათვლის ახალი წესი 2021 წლის იანვრიდან გავრცელდება. „მიმდინარე წლის 20 იანვრამდე უნდა განისაზღვროს ხელფასები კოეფიციენტების შესაბამისად – სად, როგორ და …

ვინ მიიღებს პრემიას საახალწლოდ აჭარის მუნიციპალიტეტებში

პრემიის გაცემის რაოდენობითა და პროცენტულობით აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ლიდერობს. აქ, ამ დრომდე, პრემია ოთხჯერ გაიცა, ოთხივეჯერ სახელფასო სარგოს 100%-ით. პრემიას ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები საახალწლოდაც აიღებენ, ისევ ხელფასის 100%-ის ოდენობით, ანუ ხელვაჩაურში წლის განმავლობაში პრემია ხუთჯერ გაიცემა. ხელვაჩაურის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ტარიელ ნაკაშიძის ინფორმაციით, სახელფასო სარგოს 100%-ის ოდენობის …

საიას დასკვნა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] ინფორმაციით 2017 წლის ივლისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ წარმოადგინა „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ანაზღაურების წესსა და ოდენობას. საიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში გათვალისწინებული ერთიანი და თანასწორი ანაზღაურების სისტემის შექმნას და არსებული არათანაბარი მიდგომების აღმოფხვრას. „კანონპროექტის …

ხელფასები და პრემიები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, მამუკა ახალაძეს შემოსავლის სახით წელს, 6 თვის განმავლობაში, დარიცხვით 56 150 ლარი მიუღია – რაც თვეში 9 358 ლარია. მამუკა ახალაძის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სააგენტოს ხელმძღვანლის შემოსავალი წლის განმავლობაში 120 090 ლარი ყოფილა. სააგენტოს დირექტორის ერთი მოადგილის 2017 წლის ექვს თვის შემოსავალი 31 394 ლარია, ხოლო მეორეს – 33 …

დეპუტატმა მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან მხოლოდ 1800 ლარი დააბრუნა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მიქელაძემ, დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გერმანიაში ყოფნის პერიოდში მის ანგარიშზე ჩარიცხული პრემია ხაზინაში დააბრუნა. „ბრიფინგის გამართვას არ ვაპირებდი, რომ არა ჟურნალისტების და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ ამ წელს, სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი გერმანიაში, კანონის სრული დაცვით… ვიმყოფებოდი ოჯახური მიზეზების გამო, თუმცა …

ენმ-ს ბრიფინგი პრემიებსა და დანამატებზე სოციალურად დაუცველი ოჯახიდან

19 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაძის თქმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო უკანონოდ უწყვეტს საარსებო შემწეობას, „მაშინ როცა მთავრობის წევრები თვეში ათასობით ლარის ხელფასსა და პრემიას იღებენ“. „ჩვენ გამოვითხოვეთ 2016 წლის დეკემბრიდან ოთხი თვის ხელფასი, დანამატი და პრემია ხუთი უწყებიდან – …

ბათუმის საკრებულომ საწვავის ლიმიტი წელს 10 ტონით გაზარდა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის იანვარში საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე სულ 70 678 ლარი ხელფასი, პრემია და დანამატი გაიცა. აქედან, უშუალოდ საკრებულოს წევრ თანამდებობის პირებს ხელფასთან [21 160 ლარი] ერთად პრემიის სახით დაერიცხათ 10 580 ლარი. საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე, იანვარში, მართალია პრემიები არ გაცემულა, თუმცა ხელფასთან [ჯამში 26 378 ლარი] ერთად დაერიცხათ დანამატი, სულ 12 …

პრემიების პოლიტიკა მაღალმთიანეთში

წელს პრემია აჭარის სამივე მთიან მუნიციპალიტეტებში გაიცა, სახელფასო დანამატი კი – მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში.  როგორ გადანაწილდა საპრემიო ფონდი აჭარის მთაში და ვინ რა ოდენობის პრემია-დანამატი აიღო 2016 წელს? ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული თანამშრომლებიდან სახელფასო დანამატი წელს ყველაზე ბევრჯერ [რვაჯერ, თვეში 250 ლარის ოდენობით] გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის მძღოლმა მერაბ ცეცხლაძემ მიიღო. მერაბ ცეცხლაძემ დანამატი აპრილში, მაისში, ივნისში, …

პრემიები აჭარის მთავრობაში

პირველი იანვრიდან პირველ ოქტომბრამდე აჭარის მთავრობის აპარატსა და 6 სამთავრობო უწყებაში ჯამში პრემიებითვის 1 019 183 ლარი დაიხარჯა, დანამატებისთვის – 1 999 719, ხოლო ხელფასებში – 4 099 280 ლარი. მონაცემები დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა წარმოადგინა. მან საჯარო ინფორმაცია ამ საკითხზე შვიდი სამთავრობო უწყებიდან მიიღო: აჭარის მთავრობის აპარატი, ეკონომიკის, ჯანმრთელობის, განათლების …

ქობულეთის გამგეობამ ნახევარ მილიონამდე ლარი პრემიებში დახარჯა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 4 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიისთვის 428 357 ლარი დაიხარჯა. პრემია ხელფასის 100 %-ის ოდენობით მარტში, აპრილში, ივნისსა და აგვისტოში გამგეობაში ყველამ მიიღო, გამგეობის 173-მა თანამშრომელმა. სიის სათავეში ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძეა, რომლის პრემიამაც 4 თვეში 10 600 ლარი შეადგინა. მონაცემები დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რეზო ხარაზმა ბრიფინგზე გაასაჯაროვა. “როცა გვესმის მთავრობისგან, რომ …

ვინ რამდენი პრემია მიიღო საახალწლოდ ბათუმის საკრებულოში

წინასაახალწლოდ გაცემული პრემიები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განხილვის საგანი რამდენჯერმე გახდა. ამაზე საუბარი საკრებულოს წევრმა გიორგი კაკაბაძემ დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა მას დაახლოებით ასე უპასუხა: ვწუხვარ მხოლოდ იმის გამო, რომ საკრებულოს რიგით წევრზე პრემია არ გაიცემა. კაკაბაძის განმარტებით კი, მისი კრიტიკა „ზედმეტად მაღალი პრემიების მიღებას უკავშირდებოდა.“ „ბათუმელებმა“ 2015 წლის დეკემბერში, ანუ საახალწლოდ გაცემულ პრემიებზე ინფორმაცია …

მთავრობა ხაბაძის პრემიას ასაიდუმლოებს – საახალწლო პრემიები აჭარის ხელისუფლებაში

გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის აპარატისა და დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის პრემიის სახით ბიუჯეტიდან 117 810 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 59 525 ლარი გაიცა. წინა წლებისგან განსხვავებით, მთავრობამ წელს არ დააკონკრეტა, ვის რამდენი ერგო პრემიის სახით – „ბათუმელებს“ მთავრობიდან მხოლოდ საერთო ციფრი მოაწოდეს. არჩილ ხაბაძისგან განსხვავებით, პრემიები საიდუმლოდ არ დაუტოვებიათ მისი მთავრობის …

პრემიები, დანამატები და მთავრობის სამოქმედო გეგმა

საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე პრემიისა და დანამატის გაცემის საკითხის დარეგულირებას საქართველოს მთავრობა 2016-2017 წლებში აპირებს. მთავრობის სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ საკითხის მოგვარების მიზნით 2016 წელს შემუშავდება შრომის ანაზღაურების სქემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საჯარო სამსახურის ახალი კანონით განსაზღვრულ საჯარო სამსახურის სისტემასთან.  შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფიც, რომელიც მოამზადებს აღნიშნულ კანონპროექტს. პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით მთავრობას სახელმწიფო აუდიტის …

Exit mobile version