ბათუმში აქციაზე დაკავებული 26 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 26 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს, მათ შორის არიან ერთ-ერთი ბრალდებულის – რეზო წულუკიძის და, მამა და ძმა. 30 პირი გუშინ, 27 მაისს, ბათუმში დააკავეს ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციაზე. ისინი ხულიგნობის ბრალდებით 7 მაისს დაკავებული ახლობლების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაკავებულთაგან 9 წუხელვე გაათავისუფლეს ხელწერილით. მოსამართლე …

ექსპერტიზის დასკვნა რეზო ტაკიძის საქმეზე

“ჩემს თვალწინ დააკავეს რეზო ტაკიძე. ეს მოხდა სარფის საბაჟოზე, იქ, სადაც პასპორტებს უმოწმებენ ადამიანებს,” – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე თემურ კახიძემ. ის დღეს, 16 აგვისტოს სასამართლოში დაცვის მხარემ წარმოადგინა. მოწმის მტკიცება იმის შესახებ, რომ რეზო ტაკიძე საბაჟოზე დააკავეს, პრინციპულად განსხვავდება გამოძიების ვერსიისგან – პოლიციელთა ჩვენებების მიხედვით, ბრალდებული თავისი ფეხით მივიდა ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში. 20 …

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები გაამართლეს

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ სცნო პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები შიმშილობდნენ. მათ ქობულეთში, წყალსაცავის სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლის დანით დაჭრაში ედებოდათ ბრალი. გამოძიების საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირება წყალსაცავის მიმდებარედ არსებულ კაკლის ბაღში მოხდა, სადაც ბრალდებულები კაკლის მოპარვას ცდილობდნენ. პოლიციელმა თემურ მოწყობილმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ მას გულ-მკერდის არეში, მარცხენა მხარეს …

პოლიციელთა ჩვენებები სააპელაციო სასამართლოსთვისაც არადამაჯერებელი აღმოჩნდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი შალვა ქორიძის წინააღმდეგ. შალვა ქორიძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, ასევე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სდებდა ბრალს. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც შალვა ქორიძე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში, გაამართლა. შალვა ქორიძე სამწლიან პატიმრობას იმით გადაურჩა, რომ 4 პოლიციელის, მათ შორის ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ …

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული პატიმრები შიმშილობენ

„მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ შიმშილობა, რადგან ის ავნებს თქვენს ჯანმრთელობას. მე გპირდებით, რომ საბოლოო შედეგი დადგება იმ მტკიცებულებებით, რომელიც წარმოდგენილი იქნება“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პოლიციის წინააღმდეგობაში ბრალდებულ ორ პატიმარს. მათ ქობულეთში, წყალსაცავის სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლის დანით დაჭრაში ედებათ ბრალი. საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირება წყალსაცავის მიმდებარედ არსებულ კაკლის ბაღში მოხდა, სადაც პოლიციელის თქმით, ბრალდებულები კაკლის …

Exit mobile version