„თქვენი თვალით იხილავთ, 2025 წლის 4 ოქტომბერს შსს-ს რამდენი თანამშრომელი გადმოვა და დადგება საზოგადოების გვერდით“, – ამბობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება. ირაკლი შაიშმელაშვილი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ასევე საუბრობს გდდ-ს იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. ბატონო ირაკლი, როგორც იცით, ლევან ხაბეიშვილი დააკავეს იმ მიმართვის გამო, რაც მან …
Tag Archives: პოლიციელები
პოლიციელი ცრუმოწმე
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების ყველა საქმეში მოწმეები პოლიციელები არიან. ისინი სასამართლოში იდენტური ტექსტებით სდებენ ბრალს დაკავებულებს – მტკიცებულების გარეშე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ასზე მეტი დაკავებულის უფლებებს იცავდნენ სასამართლოებში. სწორედ მათი ადვოკატები საუბრობენ „ბათუმელებთან“ იმ საქმეებზე, როცა პოლიციელები მტკიცებულებების გარეშე „ამტკიცებენ“ სასამართლოში, რომ აქციის მონაწილემ მათ …
2 პოლიციელი ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული, 2 კი სიცოცხლის მოსპობის მუქარაში
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისსა და აჭარაში 4 სამართალდამცავი ძალადობაშია მხილებული. „დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ., რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტში ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა …
Continue reading “2 პოლიციელი ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული, 2 კი სიცოცხლის მოსპობის მუქარაში”
ბათუმის სტადიონზე პოლიციელებმა მოქალაქეზე იძალადეს
ბათუმის სტადიონზე პოლიციელები მოქალაქეს დამამცირებლად მოექცნენ და ფიზიკურად შეეხნენ – თმაში მოქაჩეს და თავში ხელი ურტყეს. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ონლაინ მედიაპლატფორმა „მაუწყებელი“ ავრცელებს. შემთხვევა მოხდა წუხელ, 21 ივნისს, როცა ბათუმის „დინამო“ თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოსთან“. გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ რამდენიმე პოლიციელი მაყურებელთა ფლიგელში დგას, მათგან ორი ფიზიკურად, დამამცირებლად ეხება ახალგაზრდას და ძალის გამოყენებით სტადიონიდან გაჰყავთ მაშინ, …
Continue reading “ბათუმის სტადიონზე პოლიციელებმა მოქალაქეზე იძალადეს”
ენმ: პოლიციელებს წოდების მომატების სანაცვლოდ ხმების მიტანას სთხოვენ
ენმ-ს წარმომადგენელმა, ყოფილმა პოლიციელმა, გია ხალვაშმა, დღეს, 26 ნოემბერს, ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შსს მინისტრი, გიორგი გახარია, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ ხმების მიტანას აიძულებს. „ის (გახარია) პოლიციელებს არ აძლევს თავისუფალი არჩევანისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას. პოლიციელებს, რომლებიც სოციალურ ქსელში აზიარებენ „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებს ან გრიგოლ ვაშაძის გამოსვლებს …
Continue reading “ენმ: პოლიციელებს წოდების მომატების სანაცვლოდ ხმების მიტანას სთხოვენ”
„ვინ იჯდა საჭესთან?“ – შეკითხვა პოლიციელებს, რომელიც უპასუხო დარჩა იარაღის ტარების საქმეში
„მაშინ ვინ იჯდა საჭესთან?“ – ეს შეკითხვა ადვოკატს პოლიციელების ჩვენებების მოსმენის შემდეგ გაუჩნდა. პოლიციელებმა ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებულის დაკავება აღწერეს, თუმცა საბოლოოდ გაურკვეველი დარჩა: ვინ იჯდა პოლიციის მანქანის საჭესთან, რომლითაც ბრალდებული თამარის დასახლებიდან პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. თამარის დასახლებაში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ, 2018 წლის თებერვალში პოლიციელებმა გიორგი მ. დააკავეს. მას ხელჩანთიდან კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი ავტომატი ამოუღეს ტყვიებთან …
ინიაციატივა პოლიციელების შვებულებისა და ჯანმრთელობის დაზღვევისთვის
„პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს. პარტია კანონპროექტის დარეგისტრირებას საქართველოს პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს გავლით აპირებს. პროექტის მიხედვით, ცვლილებები ძირითადად პენსიაში გასული პოლიციელების ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე მოქმედი პოლიციელების შვებულების სავალდებულო უზრუნველყოფას შეეხება. „ვულოცავთ პოლიციელებს პროფესიულ დღესასწაულს და მოვითხოვთ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენსიაზე …
Continue reading “ინიაციატივა პოლიციელების შვებულებისა და ჯანმრთელობის დაზღვევისთვის”
პოლიციელები არადამაჯერებელი ჩვენებისთვის ჯერ არ დაისჯებიან
„ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. თუკი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება და დადასტურდება, რომ პოლიციელთა ჩვენება არადამაჯერებელია, მაშინ თავად პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება პოლიციელთა წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემის გამო“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი შალვა ქორიძე რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ოთხი პოლიციელის ჩვენება არადამაჯერებლად გასულ კვირას …
Continue reading “პოლიციელები არადამაჯერებელი ჩვენებისთვის ჯერ არ დაისჯებიან”