პირადი ცხოვრების ვიდეოჩანაწერით დაზარალებულს სქესობრივ კავშირს აიძულებდა – პროკურატურა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, „ბრალდებულმა მუქარის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერები და მისი გამოყენების მუქარით, დაზარალებულს აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას და სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორცილებას,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 19 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 7 წლამდე …

დააკავეს პირი, რომელიც მოზარდის პირადი ცხოვრების კადრებს იღებდა და ინახავდა

პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „ბრალდებულმა უკანონოდ გადაიღო და ინახავდა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც შემდგომ საჯარო სკოლების მოსწავლეებში გავრცელდა“. მათივე ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7 წლამდე …

კაცმა ცოლს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გადაუღო და გაუვრცელა – რა თქვა მოსამართლემ

„რ. ბ-მ კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით თანაცხოვრების პერიოდში მის მეუღლეს მ. მ-ს მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც შემდგომ ხელმისაწვდომი გახდა მისი არასრულწლოვანი შვილის ძიძის – ნ. ბ-სათვის,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 15 მაისს მიღებულ განჩინებაში. საქმის მასალების მიხედვით, კაცმა ყოფილ ცოლს თანაცხოვრების პერიოდში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი …

ქმარი ფულს სძალავდა ცოლს ინტიმური ვიდეოების გამოქვეყნების მუქარით – რა თქვა სასამართლომ

ინტიმური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს დავითი [სახელები შეცვლილია] ცოლს უღებდა, შემდეგ კი, გამოქვეყნების მუქარით ქალს ფულს სძალავდა. ეს პროკურატურის ვერსიაა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა – დაზარალებულად ცნობილმა ქალმა საბოლოოდ სასამართლოში დუმილი არჩია. უზენაესმა სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 28 დეკემბერს ამ საქმეზე მიღებული განაჩენი ძალაში დატოვა. გამოძიების ვერსიით, დავითმა ნათიას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი, …

ქალის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის კაცს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1996 წელს დაბადებული კაცი, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, ინტერნეტის საშუალებით მისი გამოყენებისა და გავრცელების, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით . შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყოფილ მეგობარ ქალს, 2001 წელს დაბადებულ ა.გ.-ს შერიგებას სთხოვდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, …

ბათუმში ფარული კადრების საქმეზე დაკავებულ სამივე პირს გირაო შეეფარდა

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან სასამართლომ სამს პატიმრობა შეუფარდა, დანარჩენს კი – გირაო. ამ საქმეზე ბათუმში დაკავებულ სამივე პირს, ინგა და ირმა ხოროიშვილებსა და ირაკლი ქასრაშვილს გირაო შეეფარდათ. დები ხოროიშვილების ინტერესს სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე იცავს, რომელიც გუშინ ჩაერთო საქმეში, როგორც ადვოკატი. მირდატ ქამადაძის თქმით, გუშინ, გვიან საღამოს გამართულ სასამართლოზე, რვიდან …

ეკა ბესელია: დაკავებულებს შეიძლება არც კი ჰქონდათ გააზრებული ისე აზიარებდნენ ჩანაწერს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. დღეს შს სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით 16 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ეკა ბესელიას სავარაუდო პირადი ცხოვრების კადრების ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა. ეკა ბესელია: „ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მივიღე, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რამდენიმე …

სააკაშვილი: როცა მე ვიყავი ხელისუფლებაში, არავის პირადი კადრი არ გასაჯაროებულა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე, ლაივჩართვაში, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა ვერ მისცა ხალხს პური და ახლა აძლევს სანახაობას. „ერთი ფაქტი მაინც გახსოვთ, როცა მე ვიყავი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გასაჯაროებულიყოს ვინმეს პირადი ცხოვრების კადრი? როგორც კი ივანიშვილი მოვიდა, დაიწყო კადრების გამოგდება. არასოდეს არ გვიხმარია ეს მეთოდი. …მართლა ხომ არ ბნელა?!“ …

ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს „ფარული კადრების საქმეზე“

„ფარული ვიდეოკადრების შენახვის და გავრცელების საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი – ირაკლი ქასრაშვილი დააკავეს. იგი პროფესიით მეზღვაურია და 23 წლისაა. „გაირკვევა ალბათ ყველაფერი. ეს ყველაფერი აბსურდია. ჩემს შვილს ღამის ორ საათზე მიუვიდა რაღაც ვიდეო, მეტი არაფერი ვიცი… როგორც ვიცი, მას ბრალი უკვე წაუყენეს,“ – გვითხრა ირაკლი ქასრაშვილის მამამ, გიორგი ქასრაშვილმა. ამავე საქმეზე დღეს, პირველ თებერვალს, …

შსს: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებისთვის დაკავებულია 16 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა …

ენმ: ჩვენი აქტივისტი ირმა ხოროიშვილი კადრების საქმეზე  დასთან ერთად დააკავეს

სავარაუდოდ ფარული კადრების გავრცელების საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ბათუმში ირმა ხოროიშვილი დასთან, ინგა ხოროიშვილთან ერთად დააკავეს. „ისინი დაახლოებით გათენებისას, 6 საათზე დააკავეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში და თბილისში გადაიყვანეს. ირმა ჩვენი აქტივისტია და ბათუმის ოფისში მუშაობს. მის დას კი არ ვიცნობ,“ – გვითხრა მირდატ ქამადაძემ, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელმა. ირმა ხოროიშვილი ენმ-ის …

Exit mobile version