როდის ხდება რეჟიმის მსახური რეჟიმის სამიზნე – ინტერვიუ

2022 წელს, მხოლოდ 6 თვეში რუსეთში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა რამდენიმე ბიზნესმენი. „გაზპრომის“ კონტრაქტორი ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელი იური ვორონოვი თავში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა. „გაზპრომ-ინვესტის“ სატრანსპორტო სამსახურის ტოპმენეჯერზე, ლეონიდ შულმანზე ითქვა, რომ თავი მოიკლა. მას „უპოვეს“ წერილი, სადაც ფეხის გაუსაძლის ტკივილზე ჩიოდა და არ სურდა ოჯახს ტვირთად დასწოლოდა. იმავე წლის თებერვალში საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს კორპორაციული უსაფრთხოების …

უკრაინაში ოლიგარქების რეესტრი შეიქმნა – დანილოვი

ოლიგარქების რეესტრი მზადაა, თუმცა მასში ჯერჯერობით არავინ შეუყვანიათ – ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, დღეისთვის ხელისუფლება ვერავის დაასახელებს ოლიგარქად, რადგან ჯერ კიდევ გროვდება ინფორმაცია ყველა შესაძლო კანდიდატზე. „პროცესი მიდის, თვითონ რეესტრი მზადაა, გადაწყვეტილებაც მიღებულია. ინსტიტუციები, რომლებსაც უფლება აქვთ რეესტრში შესაყვანად კანდიდატი წარადგინონ, დოკუმენტებზე მუშაობენ“, – აღნიშნავს დანილოვი. ის დასძენს, რომ სწორედ …

„ცოტა ხნის წინ ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან“ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს. იგი წერს, რომ  თავს ვალდებულად მიიჩნევს, გამოეხმაუროს „შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ“. ვრცელ განცხადებაში ღარიბაშვილი წერს, რომ მის ოჯახს აქვს კონტაქტი ივანიშვილის ოჯახთან და ამის მაგალითად მოჰყავს ის, რომ მისმა ცოლმა ივანიშვილის ცოლისგან რჩევები მიიღო, თავად კი ბერასთან პირადი მეგობრობით ამაყობს. …

ვინ არის ოლიგარქი და რას უნდა უკრძალავდეს მას კანონი – ინტერვიუ

ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობები წამოუყენა. ჩამონათვალში მე-5 პუნქტად მითითებულია დეოლიგარქიზაცია. „განხორციელდეს „დეოლიგარქიზაცია“ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით“, – წერს ევროკომისია ვალდებულებების ჩამონათვალში. რას გულისხმობს კონკრეტულად ეს პირობა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ამ პირობების შესასრულებლად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარლამენტარ ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა. ბატონო ლევან, რამდენად შესაძლებელია შემჭიდროებულ …

რას ნიშნავს, როცა ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს 15 ადვოკატი იცავს

რას ნიშნავს, როცა ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს საქართველოში 15 ადვოკატი უფასოდ იცავს, რას ეძახიან პატრიოტიზმს და სამშობლოს სიყვარულს საქართველოში და რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა, რომელიც ოლიგარქიული სისტემით იმართება? –  „ბათუმელების“ კითხვებს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე პასუხობს: ის, რომ ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს 15 ადვოკატი იცავს, აჩვენებს გარკვეულ კეთილგანწყობას იმ იდეების მიმართ, რომელსაც ეს ადამიანი გამოხატავს. თუმცა აქ რაიმე …

Exit mobile version