„ბათომის“ წერილი ზაურ ახვლედიანს ძეგლების საბჭოს შებოჭვასა და სხვა საკითხებზე

საჯაროობა, პროფესიული შეზღუდვა და განსახილველი მასალების წინასწარ გაცნობის აუცილებლობა იმ საკითხებს შორისაა, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზაცია „ბათომს“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს. შესაბამისი წერილით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ინაიშვილმა სააგენტოს დირექტორს, ზაურ ახვლედიანს მიმართა. შეგახსენებთ, რომ სააგენტოს დირექტორმა 2021 წლის თებერვალში საბჭოს დაკომპლექტების წესში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. შეიცვალა აჭარის კმდს-ს ძეგლების საბჭოს დაკომპლექტების წესი განახლებული …

ნინო ინაიშვილი: ბულვარში გეგმავენ სასტუმროს და არა ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებას

„ბალნეოლოგიური ცენტრი“, რომელსაც შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში აშენებს, მომავალში შესაძლოა სასტუმროდ იქცეს. ძეგლების დამცველები მიიჩნევენ, რომ კომპანია სწორედ სასტუმროს ნომრების შექმნაზეა ორიენტირებული და ნებართვა სამკურნალო დაწესებულებისთვის  მხოლოდ იმიტომ მოითხოვა, რომ ასე მისი მიღება გაუადვილდებოდა. ბულვარში სასტუმროს მშენებლობა კანონით დაუშვებელია. რა ინფორმაცია მიაწოდა კომპანიამ აჭარის კმდ-ს ძეგლების საბჭოს, როცა პროექტის სიმაღლის 15-სართულამდე გაზრდა მოითხოვა? – ამ …

„ბათომის“ წერილი ლაშა კომახიძეს 

ბატონო ლაშა, ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის ე.წ. “რივიერას” ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის  საპროექტო დავალების გაცემას ჩვენ – „ბათომი“ და სამოქალაქო აქტივისტები, ბათუმის საკრებულოს შევეწინააღმდეგეთ და ახლაც ვეწინააღმდეგებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ტერიტორია 1987 წლიდან ისტორიული დაცვის ზონაშია მოქცეული. „რივიერას“ ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას  ადასტურებს სხვადასხვა წლებში (1994, 2006, 2015, 2017) ჩატარებული არაერთი კვლევა და დოკუმენტი. 2018 წლის …

ვინ და რატომ იცავს ბათუმს

ათი წლის წინ, როცა ბათუმის ძველ ქუჩებში საუკუნის წინ აგებული, ორ-სამსართულიანი შენობების ნგრევა და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსების ჩადგმა გადაწყდა, რამდენიმე ბათუმელმა ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა იშლებოდა და ბათუმი საკუთარ თავს კარგავდა. ბოლო წლებში ბათუმში ამ ჯგუფის ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა, რამდენიმე ადამიანის ნაცვლად ძველი ბათუმის დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო მეტი …

„ბათომმა“ საკრებულოს „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურის შეჩერება სთხოვა

დღეს, 19 ოქტომბერს, საკრებულოს ღია კარის სხდომაზე  საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ, ნინო ინაიშვილმა საკრებულოს ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ დაგეგმილ სამშენებლო პროექტ „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურების შეჩერება სთხოვა. საპროექტო ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მოსამზადებლად გეგმარებითი დავალების გასაცემად ბათუმის მერიაში ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. ნინო ინაიშვილი მიიჩნევს, რომ წარმოება უნდა შეჩერდეს: „… საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და …

არასამთავრობოებმა ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოში წარსადგენად სამი კანდიდატი შეარჩიეს

„ბათომი“ ვერ მოხვდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მრჩეველთა საბჭოში წარმომადგენლების წარდგენის თხოვნით მიმართა. ეს ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებზე მუშაობს და ამ მიმართულებით სამთავრობო სტრუქტურების გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს. „ბათომი“ დაუპირისპირდა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს. 23 იანვარს ორგანიზაციას სოციალურ ქსელში არცთუ ისე კონსტრუქციული სტატუსი მიუძღვნა მოქმედმა მერმა, ლაშა კომახიძემ, რომელიც …

ნინო ინაიშვილი: უნდა დაისაჯოს კომპანია, რომელმაც ქვევრი გაანადგურა

ბათუმში,  თამარის დასახლებაში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ქვევრის განადგურებასთან დაკავშირებით არქეოლოგი, საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე, ნინო ინაიშვილი ამბობს: „საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ  სახელმწიფო იცავს კულტურულ მემკვიდრეობას და ყოველი მისი მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველა მოქალაქის ვალდებულება. თუ მოქალაქეა, კანონიც უნდა იცოდეს. მეორეა ის, რომ კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, …

დანგრეულია 1903 წელს აშენებული გულის საავადმყოფო ბათუმგორაზე

ბათუმგორაზე ყოფილი გულის საავადმყოფოს შენობა დღეს, 26 თებერვალს, დაანგრიეს. დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მერიამ კომპანია „ჰესტოკ ბათუმს“ 27 იანვარს მისცა. ამ კომპანიამ მოაწყო საბაგირო გზა და გასართობი ცენტრი „არგო“ ბათუმგორაზე. აქვე, „ჰესტოკ ბათუმი“ ფლობს კიდევ 25 594 კვ, მეტრ მიწის ფართობს, სადაც 1903 წელს აგებული ე.წ. გულის საავადმყოფო მდებარეობდა. „ასე ხდება ისტორიის წაშლა,“ – მიიჩნევს ნინო …

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარის ღია წერილი გიორგი ერმაკოვს

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი ღია წერილით მიმართავს ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს. წერილის ვერსიას უცვლელად გთავაზობთ: „მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ჩვენ, ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და მდგრადი განვითარებით დაინტერესებულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და მოქალაქეებმა, თქვენთან, როგორც მერობის კანდიდატთან, გავაფორმეთ მემორანდუმი ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვისთვის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მიზნით. მხარეები შევთანხმდით, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების …

„ბათომის“ მიმართვა ბათუმის მერიასა და საკრებულოს – გონიოს ციხე

ავტორი: ნინო ინაიშვილი – საზოგადოება „ბათომი“ მოგმართავთ გონიოში მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის მუშაობასა და მასთან დაკავშირებით სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ეს გაჭიანურებული და მტკივნეული პროცესი წარიმართოს და გადაწყდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და კონსტრუქციულად ყველა მხარის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. ჩვენ ვაცნობიერებთ აღნიშნული საკითხის სირთულეს, რაც, ჩვენი აზრით, სხვადასხვა დროს სახელმწიფოს …

Exit mobile version