ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა სახელმწიფომ ხელახლა გადააფასოს – გაერო

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გადაწყვეტილებაზე აღსრულების მონიტორინგი გააგრძელა. ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წერს. მათივე ინფორმაციით, კომიტეტი ამის შესახებ ახლად გამოქვეყნებულ „პროგრესის შესახებ ანგარიშში“ საუბრობს. „გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი განსაკუთრებულად შეშფოთებულია ფაქტით, რომ პანსიონში დღემდე ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც თავდაპირველად ჰქონდათ რეპარაციის (კომპენსაცია, რეაბილიტაცია, რესტიტუცია) სურვილი, მაგრამ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გააუქმეს და უარი …

მთავრობა ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებს კომპენსაციას არ უხდის – გაეროს შეუსრულებელი რეკომენდაცია

„კომიტეტი ასკვნის, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ დაიცვა 21 დაზარალებული ბავშვის უფლებები, რომლებიც მოშორებული იყვნენ თავიანთ ოჯახურ გარემოს და რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები… კომიტეტი ასკვნის, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა სათანადო გულმოდგინება სწრაფად და ეფექტურად გამოეძიებინა ძალადობის, ბოროტად გამოყენებისა და ცუდი მოპყრობის შესახებ მრავალი ბრალდება,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებაში. გაერომ ბავშვთა …

ლიცენზიის გარეშე 2020 წელს 6 ბავშვთა პანსიონი მუშაობდა – სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენციის გარეშე 6 დაწესებულება მუშაობდა, „ორს დროებით ჰქონდა საქმიანობის ლიცენზია შეწყვეტილი, ხოლო ოთხ დაწესებულებაში  არ დადასტურდა 24 საათზე მეტი ხნით ბენეფიციართა დაყოვნება“, – გვწერს სამინისტრო. „ბათუმელებმა“ ჯანდაცვის სამინისტროს მოსთხოვა დაზუსტება, თუ რამდენი ბავშვთა პანსიონი არსებობს ქვეყანაში, თუმცა სამინისტრო კონკრეტულ ციფრს არ გვაწვდის. რაც შეეხება ნინოწმინდის …

სტუდენტი, რომელიც ხიჭაურის საერთო საცხოვრებლიდან გაუშვეს, უნივერსიტეტსაც ტოვებს

ლუკა ხაჩიძე, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაიზარდა და რომელმაც იქ არსებული ძალადობის შემთხვევებზე პროკურატურაში განაცხადა, ამბობს, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ხიჭაურის უნივერსიტეტში სწავლას აღარ გააგრძელებს. ლუკა ხიჭაურში, ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლობს და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელშიც ცხოვრობდა, თუმცა ძალადობაზე საუბრის შემდეგ მას უთხრეს, რომ საერთო საცხოვრებელი უნდა დაეტოვებინა. „უნივერსიტეტიდან ვერ გამრიცხავდნენ, რადგან ეროვნული გამოცდებით ვარ ჩარიცხული, …

გაეროს ახალი განცხადება ნინოწმინდის პანსიონზე – ვგმობთ ბავშვებზე სასტიკ მოპყრობას

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკ მოპყრობას, სახელმწიფოს კი ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზმისკენ მოუწოდებს. „მზრუნველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, უფლებების განხორციელება და განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ. საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური …

საპატრიარქო ასაჩივრებს ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილებას

დღეს, 6 ივნისს, საქართველოს საპატრიარქო ეხმიანება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონაში მიმდინარე მოვლენებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლიც გაყვანის შესახებ. საპატრიარქო აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე მათთვის არავის მოუმართავს და ეს პრობლემა მათთვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი. „ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. …

ეპისკოპოსი სპირიდონი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ის თავად არღვევს ბავშვის უფლებებს

„გინდა შენ წასვლა?“ – ეკითხება სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი ბავშვს, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ცხოვრობს. ბავშვი ტირის. შემდეგ  ეპისკოპოსი მობილურით ურეკავს ბავშვის დედას და ეუბნება, რომ სოციალური მუშაკები აიძულებენ მის შვილს დატოვოს ნინოწმინდის პანსიონი. ეპისკოპოსი ამ პროცესს ვიდეოთი იღებს და ფეისბუქის ლაივში უშვებს. ბავშვი ვიდეოში იდენტიფიცირებულია. ეპისკოპოსის კითხვაზე – რატომ ტირიხარ? ეპისკოპოსი და იქ მყოფი პირები …

გამოძიება გაუპატიურებაზე, მუხლებზე ხოხვა – კიდევ რა ვიცით ნინოწმინდის პანსიონზე

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე შეკითხვები საქართველოში სულ უფრო ხმამაღლა ისმის. რა ხდება ბავშვთა პანსიონში? რატომ არ უშვებენ იქ სახალხო დამცველს? ბავშვთა უფლებების რა სავარაუდო დარღვევებზეა საუბარი? – „ბათუმელები“ შეეცადა ყველა კითხვისთვის მოეყარა თავი და მოკლედ გაეცა მათზე პასუხი. რა პრობლემები იკვეთება ნინოწმინდის პანსიონში მკაცრი აღზრდის სტილი, იზოლირება გარე სამყაროსგან, შესაძლო ძალადობისა და გაუპატიურების 4 საქმეზე სისხლის …

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის შესაძლო გაუპატიურების საქმეს იძიებენ – ომბუდსმენი

ბოლო 6 წლის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის 3 და სავარაუდო გაუპატიურების 1 ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება. ნინოწმინდის პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია სახალხო დამცველმა გამოითხოვა. „მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება …

Exit mobile version