ქობულეთის სანაპიროს ჩაბეტონება გრძელდება

ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების ათვისების ხარჯზე ახალი მრავალბინიანი სახლებისა და სასტუმრო კომპლექსების  მშენებლობა ქობულეთის სანაპირო ზოლში გრძელდება. ზღვის პირველი ზოლის ჩაბეტონების პროცესი ხშირად ისე იწყება, რომ მომიჯნავე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საცხოვრებელი გარემოს მოსალოდნელ ცვლილებაზე სრულყოფილი ინფორმაციაც კი არ აქვთ. კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს კი, რაც გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაციის საჯაროდ განხილვის ვალდებულებას გულისხმობს, კომპანიები ხშირად მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ. სამშენებლო …

 ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩიდან ზღვა აღარ გამოჩნდება – სანაპიროს ჩაბეტონების პროექტები

აჭარის მთავრობა ქობულეთში პირობიანი აუქციონის წესით ყიდის მიწის ნაკვეთს, რომელიც პირდაპირ ზღვას უყურებს და ნაწილობრივ გამწვანებულია. აუქციონის მთავარი პირობა ამ ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაა. აუქციონის პირობების ჩამონათვალშია ისიც, რომ კომპლექსი სასტუმროს არანაკლებ ას ნომერს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანს და არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს უნდა მოიცავდეს. ამ ყველაფერში კი ინვესტორმა არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა …

ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ქობულეთის პლაჟთან მასშტაბურ მშენებლობას გეგმავს

შპს „კ ენდ ლ ინვესტმენტი“  ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, აბაშიძის #90-ის მიმდებარედ, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს. პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ განიხილა, რადგან ტერიტორია, სადაც  ინვესტორს კომპლესის მშენებლობა სურს, ძეგლის დაცვის ზონაშია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, 10 495 კვადრატული მეტრია, რაც იმას …

კომპანიამ კორპუსი ააშენა და ადგილს პარკინგისთვის მერიას სთხოვს

შპს „ლუნა ბილდინგმა“ ქობულეთის სანაპიროსთან ახლოს მრავალბინიანი სახლის მშენებლობა დაასრულა და მიმდებარე ტერიტორიას [177 კვ.მ] პარკინგის მოსაწყობად ითხოვს. კომპანიამ ამ ნაკვეთის გამოსყიდვისთვის საჭირო პროცედურის დასაწყებად ქობულეთის მერიას მიმართა. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, „ლუნა ბილდინგს“ ცხრასართულიანი სახლი 880 კვადრატულ მეტრზე აუშენებია. „ტექნიკური პასპორტის მიხედვით კი, სარგებლობაში 1057 კვადრატულ მეტრს ფლობს“, –  …

3 კორპუსი 26 დაბალი კოტეჯის ნაცვლად – ალიანსი ქობულეთში პროექტს ცვლის 

ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, ზღვის პირველ ზოლში, შპს „ალიანსი“ აუქციონით შეძენილ მიწის ნაკვეთზე უკვე შეთანხმებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებას ითხოვს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცვლილება ორსართულიანი 26 კოტეჯის ნაცვლად სამი მაღლივი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. შენობებს შორის დაშორება 50 მეტრი იქნება. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერიას ორი მაღლივი შენობის მშენებლობა უკვე შეთანხმებული აქვს და ახლა მესამე – 31-სართულიან შენობაზე …

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, კიდევ ორ ნაკვეთს რიჟვაძის შუამდგომლობით ითხოვს

შპს „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ კიდევ ორ ნაკვეთს [ჯამში 12 598 კვ. მ.] ნორმატიულ ფასად ითხოვს. როგორც ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმშია ნათქვამი, ამ საკითხზე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2019 წლის 19 თებერვალს ოფიციალურად, წერილობით აცნობა და მოთხოვნილი ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემა მოითხოვა სწორედ იმ მიზნით, რომ მომავალში …

საგამოძიებო სამსახური ქობულეთის სანაპირო ზოლში მიწის გაყიდვის საკითხს სწავლობს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „კრისტალ ბილდინგს“ შორის დადებული ხელშეკრულება სამინისტროდან  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო.  ამ ხელშეკრულებით ქობულეთის ზღვისპირა პარკის გაგრძელებაზე 71 523 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი [სამი საკადასტრო ერთეული] და ამ ნაკვეთებზე არსებული ძველი შენობები გააასხვისეს. ამის თაობაზე საგამოძიებო სამსახურმა უკვე გამოკითხა აჭარის ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებიც. საგამოძიებო სამსახურს აინტერესებს სარეკრეაციო ზოლში, …

კიდევ ერთი სამშენებლო პროექტი ქობულეთის ფიჭვნარში, მწვანე ზოლში

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „L & R-კომპანი“ ქობულეთში, აღმაშენებლის #379-ში გეგმავს განახორციელოს 40-მილიონიანი ინვესტიცია. კომპანია საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე 240-ნომრიან სასტუმროს ააშენებს, რომელშიც გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები განთავსდება. „ბათუმელების“ ინფორომაციით, კერძო კომპანიისთვის საკუთრებაში გადაცემულ ტერიტორიაზე ინვესტორმა სამი შენობის მშენებლობის ნებართვა 2018 წლის ზაფხულში მოითხოვა და …

Exit mobile version