საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დასაწყისში დაამტკიცა „საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია“, რომელზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ ფრანგი ექსპერტებიც. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ჯანმოს მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს, ცხოვრების მანძილზე, სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობა უვითარდება. ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დიაგნოზები დეპრესიული (10.4%) და შფოთვითი აშლილობებია (7.9%). სტრატეგიაზე მუშაობის პერიოდში კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 5%-ს აღენიშნება …
Tag Archives: მენტალური ჯანმრთელობა
რა სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის დღიურის წერას – ინტერვიუ
როგორ შეიძლება დღიურში წერამ უკეთესად გაგვხადოს, დაგვანახოს საკუთარი აზრები, საკუთარ თავზე კონტროლი დაგვიბრუნოს, შფოთვა შეგვიმსუბუქოს, მათ შორის, გაგვიუმჯობესოს ფიზიკური ჯანმრთელობაც? ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჰობი შეიძლება ბევრი ადამიანისთვის თერაპიული ხასიათის აღმოჩნდეს. წერის სწორედ ამ დადებით მხარეზე გვესაუბრება ფსიქოლოგი მაია თავართქილაძე. მაია, რას მოვიაზრებთ დღიურის წარმოებაში და რა სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის ჩანაწერების სისტემურ კეთებას? დღიურის …
Continue reading “რა სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის დღიურის წერას – ინტერვიუ”
მე რომ „სინერგიაში“ არ მოვსულიყავი, ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ – მოზარდი
რატი თვალაძე 17 წლისაა, გასულ წელს ის კლუბ „სინერგიაში“ დადიოდა თერაპიულ შეხვედრებზე და ცდილობდა ემოციების მართვა ესწავლა. შედეგს ორი სიტყვით ასე აფასებს: „სინერგიაში“ რომ არ მოვსულიყავი, არ ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც ახლა ვარო. კლუბი „სინერგია“ არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის სერვისი, რომელიც უფასოდ ემსახურება 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს. „მენტალური …
Continue reading “მე რომ „სინერგიაში“ არ მოვსულიყავი, ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ – მოზარდი”
რა არის კვებითი აშლილობა – გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები
ცენტრ „კამარას“ კლინიკური ფსიქოლოგი და არტთერაპევტი, დოჩი გოგოხია გვესაუბრება კვებითი აშლილობის ტიპებზე. ასევე იმაზე, თუ რა არის გამომწვევი ფაქტორები, საუკეთესო პრაქტიკა მასთან გასამკლავებლად და რა როლი აქვს კვებას ჩვენ ცხოვრებაში. საწყის ეტაპზე როგორ უნდა ამოვიცნოთ, გვაქვს თუ არა საკვებთან ადიქციური დამოკიდებულება ან კვებითი აშლილობა? კვებითი აშლილობები, როგორიცაა: ანორექსია, ბულიმია და უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული, იგივე ბინგ-კვებითი …
Continue reading “რა არის კვებითი აშლილობა – გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები”
როცა ტრავმა არ გვტოვებს – რა უნდა ვიცოდეთ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა და თავს იჩენს იმ ადამიანებში, რომლებიც გადაურჩნენ ან შეესწრნენ ისეთ მძიმე, მატრავმირებელ და საშიშ მოვლენას, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი კატასტროფა, უბედური შემთხვევა, ომი, ძალადობა და ა.შ. პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში, იქნება ეს ურთიერთობები, სამუშაო, ჯანმრთელობა თუ უბრალოდ ყოველდღიური აქტივობებით ტკბობა. „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგი ქეთი …
Continue reading “როცა ტრავმა არ გვტოვებს – რა უნდა ვიცოდეთ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე”
როგორ ამოვიცნოთ ნევროზული აშლილობები – ექიმის რჩევები
ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადება, ნევროზი სხვადასხვა ნევროზულ აშლილობას აერთიანებს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი, ინგა შავაძე საუბრობს ნევროზული აშლილობის სხვადასხვა სიმპტომატიკასა და თვითმკურნალობის საზიანო შედეგებზე. ქალბატონო ინგა, რა არის ნევროზი? ნევროზი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებაა, რომელიც საბედნიეროდ შექცევადია. ის ვითარდება ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში. როცა ადამიანის შესაძლებლობები და სურვილები ვერ ემთხვევა ერთმანეთს, იშლება …
Continue reading “როგორ ამოვიცნოთ ნევროზული აშლილობები – ექიმის რჩევები”
წონის კლებასთან დაკავშირებული ჩვევები, რომლებიც კვებითი აშლილობის კატეგორიაში შედის
კვებითი აშლილობა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ჭამასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ჩვევები აქვს. მაგალითად, ჭამის შემდეგ მექანიკურად იწვევს ღებინებას ან ბოროტად იყენებს საფაღარათო საშუალებებს, წონაზე ზემოქმედების მიზნით. სხვადასხვა კვლევა მოწმობს, რომ კვებითი აშლილობები ყველაზე ხშირად მოზარდ და ახალგაზრდა ქალებს აზიანებს. საქართველოში კვებითი აშლილობები სათანადოდ ნაკვლევი არ არის, შესაბამისად უცნობია ქვეყანაში ამ მხრივ დაავადებების გავრცელება. თუმცა, თუ …