„ქოცაქტივი თუ შეგხვდებათ გეტყვით, რომ კმაყოფილია“ – რას ჰპირდებოდნენ მარადიდს და რა შეუსრულეს

„ცხელ-ცხელი კომენტარები მოდიოდა, ეს ტროლები თუ ვიღაცები არიან დაქირავებული… მე, მარადიდელი კაცი, ჩემს გულისტკივილზე ვსაუბრობდი,“ – წინა ინტერვიუს იხსენებს „ბათუმელებთან“ მარადიდში მცხოვრები ხუსეინ დიდმანიძე და იმ თავდასხმებს, რაც სოციალურ ქსელებში წაიკითხა თავის ვიდეო კომენტარზე. „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის სოფელ მარადიდის პრობლემებზე რეპორტაჟი 2024 წლის 20 ივლისს გამოაქვეყნა. ამჯერად დავინტერესდით: რა შეიცვალა სოფელში პრობლემების მედიაში გაშუქების შემდეგ? რა …

„თევზაობას ვაპირებდი და დენმა დამარტყა, ტრანსფორმატორია მდინარეში“ – კაცი მარადიდან

„თევზაობას ვაპირებდი და დენმა დამარტყა, მიკვირს, რომ გადავრჩი… არავინ გვცემს პასუხს იმაზე, რომ მდინარეშია უკვე დენის ტრანსფორმატორი, აქციას გავმართავთ,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრები როინ დიდმანიძე. მოქალაქის თქმით, გუშინწინ, 21 ივლისს, ის თევზაობას თავის სოფელში, მდინარე ჭოროხზე აპირებდა, როცა დენმა დაარტყა. ადგილი, სადაც როინ დიდმანიძე თევზაობს, გვერდითაა სატრანსფორმატორო პუნქტთან, რომელიც მდინარით იფარება. „ბამბუკი გავშალე …

„კარგია აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, ამ მუშაობით მილიონერი ვიქნებოდი“ – რას ამბობს ხალხი მარადიდში

„მე დილის 6 საათზე ავდექი და ხომ მიყურებთ, რა ნამუშევარი ვარ, 24 საათი ვშრომობ და ვარ ასე, რომ ლუკმა-პური გვქონდეს ოჯახში. ამ მუშაობით ამერიკაში მილიონერი იქნები, კარგი იქნებოდა ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა,“ – გვითხრა ვლადიმერ ფოთელიძემ, რომელსაც სოფელ მარადიდში, ტყიდან მომავალს შევხვდით და აშშ-თან უვიზო მიმოსვლაზეც ვკითხეთ. იმ  შესაძლებლობაზე, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. მარადიდი სოფელია …

აკვნის ოსტატი მარადიდიდან

„ამ დაზგაზე თითო  დეტალი, თითო  ფიგურა იჭრება და შემდეგ ხელით ვაწყობ,“ – ასე იწყებს მარადიდელი ქემალ ბედინაძე თავის საქმიანობაზე საუბარს და იმ დაზგას გვაჩვენებს, რომლითაც ათობით აკვანი გაუკეთებია. ქემალი ხელვაჩაურში, სოფელ  მარადიდში ცხოვრობს. ამბობს, ლამის უკანასკნელი ოსტატი დავრჩი, ვინც დღემდე ჯიუტად არ ეშვება საყვარელ საქმეს და აკვანს ვამზადებო. აკვნის დამზადება ბაბუამ და მამამ ასწავლეს. თავად …

„ჩაი – მაკარონი, ჩაი – მაკარონი, ბავშვებს მობეზრდათ“ – უსახლკარო ოჯახი 5 ბავშვით

აზა დიდმანიძე 5 შვილთან და მეუღლესთან ერთად ერთი თვეა ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ნათესავის სახლში ცხოვრობს. მანამდე ოჯახი ქალაქში ბინას ქირაობდა, რაშიც 300 ლარს იხდიდა. სახელმწიფო დახმარების შეწყვეტის შემდეგ ოჯახი სოფელში, ნათესავის სახლში შეიხიზნა. „ეს სახლი ქმრის მამიდასია. სახლის ნაწილში მამამთილი ცხოვრობს, ორ ოთახში კი ჩვენ ვცხოვრობთ, შვიდი სული. ბავშვებს საკუთარი ოთახი არ აქვთ. გვაქვს საკვების …

სოფლის კლუბი, რომელიც თითქმის 100 წელია არსებობს

ავტორი: მარიამ ცინცაძე, სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე  სოფელ მარადიდში, სკოლის შენობასთან ახლოს, ერთი ძველი შენობა დგას.  ამ შენობაში უკვე ათწლეულებია დღემდე მოქმედი სოფლის კლუბია. 85 წლის მარადიდელი ახმედ დიდმანიძე 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ კლუბს. იგი ყვება, რომ სოფელში ეს შენობა 1928 წელს გამოჩნდა და ის მარადიდელ ქალს, ვესილე დიდმანიძეს უკავშირდება. თავდაპირველად …

მარადიდში მდინარეზე სეირნობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხზე ნავით გასეირნებისას ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ექვსი ტურისტი მდინარემ გაიტაცა. როგორც მერის წარმომადგენელმა გვითხრა, ნავით ადგილობრივები ასეირნებდნენ ტურისტებს. სოფლის მცხოვრებლის თქმით, ეს იყო ტურისტების ორი ოჯახი. ხელვაჩაურის მერის წარმომადგენლის თქმით, უკვე იპოვეს ორი ადამიანი, რომლებიც ცოცხლები არიან. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი, რომელთა ცხედრებიც სამაშველო …

კაცი, რომელიც 40 წელზე მეტია აკვნებს აკეთებს

58 წლის ახმედ სვანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადიდში ცხოვრობს. სვანიძეების ოჯახში აკვნის კეთება ერთგვარი ტრადიციაა, ხელობა მას მამამ ასწავლა და შეაყვარა, მან კი თავის შვილს, ჯაბას გადასცა ეს ცოდნა. ახმედ სვანიძე ამბობს, რომ პირველი აკვანი 15-16 წლის ასაკში გააკეთა, იქედან მოყოლებული დღემდე 600-მდე აკვანი აქვს გაკეთებული. მასალად ძირითადად თხემლას იყენებს. ყვება, რომ მის მიერ მომზადებული …

Exit mobile version