გვირჩევენ, ფულს არ შევეხოთ, თუმცა ბათუმის „მარშუტკებში“ ბარათით ვერ გადაიხდით

ბათუმის ტერიტორიაზე ყოველდღიურად 250 სამარშრუტო მიკროავტობუსი მოძრაობს. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დღის წესრიგში დადგა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰიგიენის წესების დაცვისა და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციის საკითხი. მოქალაქეებს მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნაღდი ფულის გამოყენებისგან და ელექტრონული სერვისებით ისარგებლონ. ბათუმის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა კი ქალაქის მერიამ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს თავიდანვე არ დაავალა. …

700 მიკროავტობუსი კონკურსზე და ლუქი კონდიციონერის ნაცვლად – მგზავრობა ბათუმში

მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას კვლავ ის 6 კომპანია აპირებს, რომლებმაც ასეთი ნებართვა [ლიცენზია] წინა კონკურსით მიიღეს, ანუ ის კომპანიები, რომელთა მიკროავტობუსებიც დღეს ემსახურებიან მგზავრებს. მერია ნებართვებს ერთი წლის ვადით გასცემს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში განაცხადის წარდგენა წელს კერძო ფიზიკურ პირებსაც შეეძლოთ, მერიაში გვითხრეს, რომ ასეთი განაცხადი არ შესულა. ტექდათვალიერებაზე …

მიკროავტობუსების მფლობელებს მერიის კონკურსში მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლებათ – ახალი პირობები

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად მიკროავტობუსის მფლობელს მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლება. ანუ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს თუნდაც ერთი მიკროავტობუსი, შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და რომელიმე სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მიიღოს. ბუნებრივია, მიკროავტობუსის პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მოთხოვნებს. კონკურსს მერია, სავარაუდოდ, 2019 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადებს. 2018 წელს ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით …

კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ – მერია

ბათუმის მერია M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების [მიკროავტობუსების] ტექნიკურ დათვალიერებას იწყებს. „ტექდათვალიერების მიზანი ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევაა, რაც მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას უზრუნველყოფს. შემოწმების პროცესი გოგოლის ქ. #1-ში, 10-დან 17 აგვისტოს ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მიკროავტობუსების დათვალიერების დასრულების შემდეგ კომისიის დასკვნა საკრებულოს წარედგინება გამარჯვებულზე ნებართვის გაცემის მიზნით,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში. სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის …

როგორი მიკროავტობუსები იმოძრავებენ ბათუმში – კომისია შეფასებას 10 აგვისტოდან დაიწყებს 

ბათუმის მერიაში შექმნილი საკონკურსო კომისია იმ მიკროავტობუსების ტექნიკურ შემოწმებას, რომლებმაც ქალაქში სამარშრუტო ხაზებზე უნდა იმოძრაონ, 10 აგვისტოდან დაიწყებს. სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება დასრულებულია. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კონკურსში 6 კომპანია მონაწილეობს. აქედან ოთხს  შესაბამისი ნებართვები აქვთ და მათი მიკროავტობუსები დღემდე მოძრაობენ ქალაქში. ახალი კრიტერიუმები, რასაც ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსები …

მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვაზე მერიაში განაცხადი ჯერ არ შესულა

მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში გუშინ, 2018 წლის 30 ივლისს, დაიწყო და ხვალ, პირველ აგვისტოს, 18 საათზე დასრულდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის [12:40] მერიის მიერ შექმნილ საკონკურსო კომისიაში ნებართვის მაძიებელთა არც ერთი განაცხადი არ შესულა. დღეს არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, მხოლოდ ოთხ …

მერია მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვაზე განცხადებებს მიიღებს

ბათუმის მერიაში ქალაქში არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად საკონკურსო კომისია უკვე შექმნილია. მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებს მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში, 2018 წლის 30 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია. …

სამარშრუტო ხაზებზე კონკურსი გამოცხადებულია – როდის დაიწყება განცხადებების მიღება

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადებულია. კონკურსის ორგანიზება, საკრებულოს დავალებით, ბათუმის მერიამ უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც საკონკურსო კომისია შეიქმნება. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომისიის შემადგენლობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ამისთვის კი მათ ვადა 13 ივლისამდე აქვთ. „კომისიაში იქნებიან მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ასევე საკრებულოს სამი წევრი. დეტალები, კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ამ …

Exit mobile version