„გამიგია“ – რას ამბობს ელისო ბოლქვაძე ბათუმის კინოფესტივალის დაფინანსებაზე

16 აპრილს ელისო ბოლქვაძემ აჭარის კულტურის სამინისტროს ანგარიში წარადგინა უმაღლეს საბჭოში, სადაც გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ნინო ჩხეტიამ მას შეკითხვა დაუსვა საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის, BIAFF-ის დაფინანსებაზე. „ეს ფესტივალი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მარტო ჩემთვის. რა იცით ბიაფის შესახებ, რა გააკეთა სამინისტრომ ამ ხნის განმავლობაში ფესტივალთან დაკავშირებით და თუ არაფერი გაუკეთებია, რატომ არ …

„20 დღე მარიუპოლში“ – დოკუმენტური ფილმი სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულია

მარიუპოლის შესახებ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა – 20 DAYS IN MARIUPOL, აშშ-ში, სანდენსის კინოფესტივალზე მაყურებლის ჯილდო მოიპოვა. ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი Associated Press-ის უკრაინელი ვიდეოჟურნალისტი მსტისლავ ჩერნოვია. ჯილდოს მოპოვებას საკუთარი ფეისბუკის გვერდზე მსტისლავ ჩერნოვიც გამოეხმაურა. „ჩვენი გუნდისთვის ეს არ არის მიღწევა, ეს არის პატივი. უკრაინული დოკუმენტური ფილმების წარმოდგენა და ამ პლატფორმის გამოყენება, ყურადღების მიქცევა უკრაინელი ხალხის, …

ირანელი რეჟისორი ცენზურასა და ქალებზე – „ფრონტის ხაზი კინოზე გადის“

„მე ვარ იმ ქვეყნიდან, სადაც ცენზურა კინოში ყველაზე თვალსაჩინოა. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია ვაჩვენოთ ქალები ფილმში თავსაბურავის გარეშე“, – ასე წარუდგინა ირანელმა რეჟისორმა მოჰამედ ყაფარმა საკუთარი თავი აუდიტორიას. მოჰამედ ყაფარი წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალ „ლიმონის“ ჟიურის წევრია. ირანელმა რეჟისორმა სტუდენტებისთვის დღეს, 25 ნოემბერს, მასტერკლასი გამართა თემაზე – „ცენზურა და ქალები კინოში“ „ჩემი აზრით, ყველა ქვეყანაში …

„ლიმონის“ აფიშა და მასტერკლასები – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ბათუმში

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი „ლიმონი“ მიმდინარეობს, რომელზეც წარმოდგენილია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. წელს ფესტივალს დაემატა კიდევ ერთი საკონკურსო სექცია. კერძოდ, დაწესდა სადებიუტო-პროფესიული  ფილმების საერთაშორისო კონკურსი. კინოფესტივალში  მონაწილეობს 47 კონკურსანტი 27 ქვეყნიდან. კინოჩვენებები ხელოვნების უნივერსიტეტის დარბაზში მიმდინარეობს და მათზე დასწრება თავისუფალია.  „ლიმონის“ აფიშა ასე გამოიყურება: 25 ნოემბერი სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი …

23 ნოემბერს ბათუმში კინოფესტივალი „ლემონი“ გაიხსნება

23 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი LemON-ი გაიხსნება. კინოფესტივალის  ორგანიზატორია „არტ საზოგადოება ლიმონარიუმი“. პარტნიორები – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის დრამატული  თეატრი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.  წელს ფესტივალს დაემატა ერთი საკონკურსო სექცია. კერძოდ, სტუდენტური ფილმების კონკურსთან ერთად  დაწესდა სადებიუტო-პროფესიული  ფილმების საერთაშორისო კონკურსი. ფესტივალი 23-28 ნოემბერს …

ბათუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

23-27 ნოემბერს ბათუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი LemON-ი გაიმართება. სტუდენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი არტსაზოგადოება „ლიმონარიუმია“. კინოფესტივალი 23 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, დასწრებას მხოლოდ წინასწარ მოწვეული 32 სტუმარი შეძლებს.  ხოლო 27 ნოემბერს სტუდენტური კინოფესტივალის  დახურვის ცერემონიალი  ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. კინოფესტივალის კონკურსში წარმოდგენილი იქნება ქართული, ფრანგული, ამერიკული, …

BIAFF: როგორ ვნახოთ ფილმები ონლაინ ბათუმის კინოფესტივალზე | ინსტრუქცია

კორონავირუსის პანდემიამ ბევრი სიახლე მოიტანა. აქამდე, ყოველ წელს, ბათუმელები სექტემბრის საღამოებს კინოდარბაზსა თუ ღია ცისქვეშ ატარებდნენ კინოფესტივალ „ბიაფზე“ ახალი ფილმების სანახავად, წელს კი ეს რეალობა შეიცვალა. ამჯერად კინოფესტივალზე დასასწრებად შინიდან გასვლა არ გჭირდებათ. თუ სხვა დროს „ბიაფზე“ სასურველი ფილმების ჩვენების დღესა და დროს ინიშნავდით, ახლა შეგიძლიათ რამდენიმე ფილმი ერთ დღეშიც ნახოთ ერთდროულად, ან შერეულად ნახოთ …

სტუდენტური კინოფესტივალის ქართველი და უცხოელი გამარჯვებულები

თბილისში 4-6 ნოემბერს საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ონლაინ გაიმართა. ფესტივალში 17 ახალგაზრდა კინორეჟისორი მონაწილეობდა. სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტში გამოვლინდა სამი გამარჯვებული კონკურსანტი. პირველი ადგილი – „ჩატვირთვა“, რეჟისორი გიორგი წილოსანი  მეორე ადგილი – „დიდი და პატარა ხელები“, რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი მესამე ადგილი – „დაბრუნება“, რეჟისორი გურამ ბაქრაძე  საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა არგენტინული ფილმი THE PACK …

ლონდონის კინოფესტივალზე ქართულ ფილმებს აჩვენებენ

1-8 მაისს ლონდონში  ქართული ფილმების მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება. ფესტივალზე ძირითადად ბოლოს გადაღებულ ქართულ ფილმებს  აჩვენებენ: ნანა ექვთიმიშვილის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, ანა ურუშაძის „საშიში დედა“ და სხვა. გარდა კინოჩვენებებისა, ფესტივალზე დაგეგმილია დისკუსიები ფილმების რეჟისორებთან, მუსიკალური საღამოები, ეროვნული არქივის ქართული კინოაფიშების გამოფენა და …

Exit mobile version