საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარის მითვისების ფაქტზე 1 პირი დააკავეს, მეორეზე ძებნა გამოცხადდა – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნებართვოდ შეაღწიეს უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშზე და 58 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. აჭარის პოლიციამ ერთი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, მეორეს მიმართ კი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად …

სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მხილებულია 3 პირი – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.“ „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, გაწერეს 2 345 524 …

კომპანიის კუთვნილი 1,6 მილიონი ლარის მითვისებაზე ერთი პირი ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულ ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი იქნა მიცემული. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებაში ფინანსური და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და რომელსაც მინდობილი ჰქონდა კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლება, უკანონო …

ქედის ავტოტრანსპორტის ყოფილ დირექტორს 7 წელი მიუსაჯეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ „ქედის ავტოსატრანსპორტის საწარმოს“ ყოფილი დირექტორი და ამავე უწყების ყოფილი ბუღალტერი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ყოფილმა დირექტორმა და ამავე საწარმოს ბუღალტერმა სხვადასხვა დროს ქედის მუნიციპალიტეტის მიერ ამბულატორიული მომსახურების პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხები სარგებელის მიღების მიზნით უკანონოდ გადარიცხეს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც საწარმოს ყოფილმა დირექტორმა – 97 933 ლარი, ხოლო ყოფილმა ბუღალტერმა …

ვარდმანიძემ თქვა, რომ აზარტული თამაშებით იყო დაკავებული – ხელვაჩაურის ყოფილი მერის ჩვენება

„ბატონო ჯუმბერ, დარეგისტრირებული ხართ თუ არა რომელიმე ინტერნეტსაიტზე რომელიმე აზარტული თამაშის მომხმარებლად?“ – პროკურორის ეს შეკითხვა დამაბნეველი აღმოჩნდა ხელვაჩაურის ყოფილი მერის – ჯუმბერ ვარდმანიძისთვის. მან მოსამართლე ლევან ყოლბაიას მოწმის სახით ჩვენება მისცა ხელვაჩაურის მერიაში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“. ჯუმბერ ვარდმანიძე იყო ხელვაჩაურის მერი, როცა პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა, ვლადიმერ [დავით] მიქელაძემ დაახლოებით ნახევარი მილიონი …

„დასაქმებულები“ წყალსადენზე არასდროს მინახავს – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასის მითვისების საქმეზე

დღეს, 28 ივნისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მოწმეების გამოკითხვა დაასრულა ხელვაჩაურში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“ ამ საქმეზე დასაკითხი მხოლოდ ბრალდებული დარჩა – ხელვაჩაურის წყლის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ მიქელაძეს ჩვენების მიცემა სურს, თუმცა დღევანდელ პროცესზე, სამუშაო საათების ამოწურვის მოტივით, მისი მოსმენა გადაიდო. „მოხალისეები გვეხმარებოდნენ მხოლოდ, ადგილობრივი მოსახლეობა“, – ერთ-ერთი ოპერატორ-დეზინფექტორის, ამირან ცინარიძის ჩვენება წაუკითხა დღევანდელ სხდომაზე პროკურომა …

ქუთაისის სკოლის ბუღალტერს თანხის მითვისებისთვის ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბუღალტერს, რომელმაც ბრალდების მხარის მტკიცებით, სკოლის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა. „საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, სსიპ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა. გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა …

რა თქვა მოწმემ, რომელიც ერმაკოვთან შეხვედრას ესწრებოდა

“ბატონო პროკურორო, თქვენთან უფრო ვსინჯავდი მორიგებას, ვიდრე გიორგი ერმაკოვთან… ერმაკოვთან არც ღირს, რამე სცადო,” – აღნიშნა ჩვენების მიცემის დროს მოწმე ირაკლი ხარაძემ. პროკურატურის ვერსიით, იგი ბათუმის ყოფილი მერის – გიორგი ერმაკოვის მეგობარია და ესწრებოდა იმ ბიზნესმენის [კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ მფლობელი] ქალაქის მერთან შეხვედრას, რომელსაც ბათუმში “იაფი სახლი” უნდა აეშენებინა. “ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმე” დასრულების ეტაპზეა. …

„მეტი გულისყურია საჭირო“ – აუდიტორის ჩვენება „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„ტენდერში გამოვლენილი კომპანიის დისკვალიფიკაცია არ მოხდა. ასევე დაფინანსდა ისეთი ღონისძიებები, რაც არ უნდა დაფინანსებულიყო,“ –  უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ჰენრი სანიკიძემ. იგი სახელმწიფო აუდიტის წამყვანი აუდიტორია და  დღეს, 16 სექტემბერს, „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ მან ჩვენება მისცა სასამართლოს – აუდიტის დასკვნის საფუძველზე მისცა პროკურატურამ პასუხისგებაში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები „იაფი სახლის პროექტთან“ დაკავშირებით, მათ შორის, ბათუმის …

დისტრიბუტორს დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედება ბრალი

დისტრიბუტორ ოთარ თ.-ს თანხის მითვისება ედება ბრალად. მას შესაძლოა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდონ, რადგან დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ოთარ თ.-მ 10 ათასს ლარზე მეტი თანხის მითვისება მოახერხა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. “ვაღიარებ, მე გავაკეთე ეს,” – უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე ირაკლი შავაძეს, როცა მან საქმის განხილვის დაწყებამდე …

Exit mobile version