ცურვისთვის აკრძალული ადგილები აჭარაში – ვინ ადგენს, სად შეიძლება ზღვაში ბანაობა და სად არა?

ბათუმისა და მთლიანად აჭარის სანაპირო ზოლში იყო და არის ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია ან არ არის რეკომენდებული. „ბათუმელებმა“ ასეთი ადგილების ჩამონათვალის განახლება სცადა, თუმცა კომპეტენტურ უწყებას ვერ მივაგენით. შესაბამისად, ვერც ის დავადგინეთ, ვინ არის პასუხისმგებელი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე – ვინ უნდა განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები და ვინ უნდა მიაწოდოს მათ ინფორმაცია, თუ რატომ არის აკრძალული …

რას უპირებენ მწვანე კონცხზე პირსს, სადაც შესვლაც აკრძალულია

ბათუმში, მწვანე კონცხის პლაჟთან არსებული პირსი, რომელიც ვიზიტორთათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია და რომლის რეაბილიტაციაში რამდენიმე წლის წინ 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დღეს ჩაკეტილია. ხიდზე შესასვლელი სპეციალური ბარიერითაა გადაკეტილი და განთავსებულია წარწერები – STOP, „შესვლა აკრძალულია!“. ხიდის შუა ნაწილში კიდევ ერთი ბარიერი და წარწერაა – „ვიზიტორთა შესვლა დროებით შეზღუდულია!“. „ხიდი რამდენიმე თვეა რაც გადაკეტილია და ეს …

ჭოროხის კარიერზე საკმარისი ხრეში არ აღმოჩნდა ბულვარის პლაჟისთვის – გარემოს დაცვა

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, პრომინადის გასწვრივ სკამებიც დაულაგებიათ, ნაგვის ურნებიც, დგას სამაშველო კოშკურა, ზღვაში ტივტივებიც არის და სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეებიც, თუმცა მთავარი, რისთვისაც ეს ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, ანუ პლაჟი, არ არის. ბანაობის სეზონი კი ბათუმში, მართალია „არაოფიციალურად“, მაგრამ დაწყებულია. ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ხრეში ჭოროხის კალაპოტში არ აღმოჩნდა. რა ხდება? ახალი …

შეზლონგების „ღობე“ კვარიათის სანაპიროზე [ფოტო]

იმის გამო რომ, სამართალდარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს, კვარიათში ზღვის სანაპიროზე ვერ ჩამოჯდებით, თუ იქ ჩამომწკრივებულ რომელიმე შეზლონგს არ დაიქირავებთ. ეს პრობლემა წლებია არსებობს ბათუმის სანაპიროზეც – მოიჯარეებს ბათუმის ბულვარი აუქციონის გარეშე იჯარით გადასცემს ტერიტორიას პლაჟზე, მოიჯარეები კი, სანაპიროსთან ახლოს ისე აწყობენ შეზლონგებს, რომ დამსვენებელი ან შეზლონგებს შორის დარჩენილ ვიწრო სივრცეში უნდა მოთავსდეს და ბუნების სილამაზის …

ბანაობისთვის აკრძალული ადგილები აჭარის სანაპიროზე

აჭარაში, ზღვის სანაპირო ზოლში არის გარკვეული ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ასევე არის ადგილები, სადაც ბანაობა არ არის რეკომენდებული. ბათუმში ბანაობისთვის აკრძალულ ადგილებს წელს ბარცხანის სანაპიროც დაემატა, სადაც ხელოვნურ კუნძულს აშენებენ. მშენებლობის გამო კი აქ პლაჟი უკვე აღარც არსებობს. მშენებლობის მიუხედავად ბარცხანის სანაპიროზე მაინც ბანაობენ. „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ელოდება ინფორმაციას, …

„ბანანზე“ 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმის განხილვა დაიწყო – ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს

10 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საუბარია ბათუმში 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს. ამ საქმეზე …

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს სკუტერმა გადაუარა – თვითმხილველი

ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა სკუტერმა გადაუარა. როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ უყვება, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ფოტოების მიხედვით, ადგილზე იმყოფება პოლიციაც. „ბათუმელებმა“ დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება სცადა პოლიციაში, სასწრაფო დახმარების სამსახურსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. შს სამინისტროს …

ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია

აჭარის ზღვის სანაპიროზე არის ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა ოფიციალურად არის აკრძალული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა უმეტეს ადგილებში მაინც ბანაობენ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სარფშია, ზღვაში მდებარე კლდეებთან. ქვაომხაზე – ასე ჰქვია ლაზურად აქ ერთ-ერთ დიდ ლოდს: [red_box]ზღვაში ბანაობა აკრძალულია:[/red_box] სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში კვარიათის სანაპირო ზოლის დასასრულს, სადაც …

როგორია ზღვის წყლის ხარისხი აჭარის პლაჟებზე – ბოლო კვლევის შედეგები

აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია. ყველაზე სუფთა წყალი, ტრადიციულად, სარფის სანაპირო ზოლშია, შემდეგ კვარიათსა და გონიოში, შემდეგ კი – ქობულეთში. ხარისხის დასადგენად ზღვის წყალში ამოწმებენ შემდეგ მაჩვენებლებს: • ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები • ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები [საერთო კოლიფორმული ბაქტერიები] • კოლიფაგი • ფეკალური სტრეპტოკოკები [Streptococcus faecaliss] • ოქროსფერი სტაფილოკოკები [Staphylococcus …

ზღვის წყლის ხარისხს წელსაც გააკონტროლებენ – უსაფრთხო ბანაობა

ზღვაში ბანაობის სეზონის ოფიციალურად გახსნამდე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ზღვის წყლის ხარისხის გაკონტროლებას დაიწყებს. 2022 წელს სინჯებს აიღებენ და მონიტორინგი დაწესდება შავი ზღვის სანაპიროს შემდეგ წერტილებში: კვარიათი, სარფი, ე.წ „აკვაპარკის“ მიმდებარე და ბათუმის ცენტრალური პლაჟის ტერიტორიები, ბარცხანისა და მწვანე კონცხის პლაჟები, ასევე, ქობულეთის პლაჟის გასწვრივ 2 წერტილი – სულ 8 წერტილი. „ზღვის …

ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ცურვა აკრძალულია

ინფორმაცია, თუ სად არის აკრძალული და სად არარეკომენდებული ზღვაში ცურვა აჭარის სანაპირო ზოლში – „ბათუმელებმა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან წერილობით გამოითხოვა. სამსახურის ინფორმაციით, „ზღვის სანაპირო ზოლში ცურვა დასაშვებია, საბანაო სეზონზე ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში, სადაც უსაფრთხო არეალი შემოსაზღვრულია შესაბამისი აღმნიშვნელებით“. სამსახურმა მოგვაწოდა იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, „სადაც მიმდინარე ეტაპზე აკრძალულია ცურვა და განთავსებულია შესაბამისი აღმნიშვნელები“. [red_box]ცურვა აკრძალულია:[/red_box] …

სად არის დაშვებული და სად აკრძალული ზღვაში ბანაობა დღეს აჭარის პლაჟებზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 24 აგვისტოს, აჭარის პლაჟებზე წითელი ალმებია აღმართული და ზღვაში შესვლა აკრძალულია: ბათუმში, ქობულეთსა და ციხისძირში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის [14:40 სთ] აჭარის სანაპირო ზოლში ზღვაში ბანაობა დაშვებულია მხოლოდ გონიოს, კვარიათისა და სარფის პლაჟებზე, სადაც, შესაბამისად თეთრი ალმებია აღმართული. — გუშინ, 23 აგვისტოს, ზღვაში …

საგანგებო სამსახური: 14 ივლისს ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 14 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი და შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ ბანაობა აკრძალულია. „შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი …

მაშველის მოწოდება: ვიდრე თეთრ ალმებს არ დაინახავთ, ნუ შეხვალთ ზღვაში

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ზღვაში გაუჩინარებულ ორ მამაკაცს. სამაშველო სამუშაოებს შტორმი ართულებს. შტორმის დროს მაშველებმა გუშინ, 5 ივლისს, 20 დამსვენებლის გადარჩენა მოახერხეს. რატომ შედიან ადამიანები შტორმის დროს ზღვაში საბანაოდ და რა მექანიზმი აქვთ მაშველებს, რომ მათ ამ დროს ბანაობა შეუზღუდონ? – „ბათუმელელები“ მამუკა თურმანიძეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ესაუბრა. „შავი ზღვის აკვატორიაში გუშინ …

Exit mobile version