„შეუძლებელია აქ სამართალზე ვისაუბროთ. სამართალს „ქართული ოცნება“ და რეჟიმი იყენებს მხოლოდ სათავისოდ,“ – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პოლიტიკოსი მაია კოპალეიშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რა სამართალთან გვაქვს საქმე, როცა ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მითვისებას ედავებიან და გირაოთი გაათავისუფლეს, ამ დროს კი, მაგალითად, პარლამენტის დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის, რამაც 400-ლარიანი ზიანი გამოიწვია, ორი ახალგაზრდა …
Tag Archives: ზიანის ანაზღაურება
ცხოვრება მაგისტრალის ქვეშ – როგორ უნგრევენ ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს
„სახლები დაიბზარა, გვეშინია დაძინების, მაგისტრალი ჩვენს აივნებზე შემოდის პირდაპირ, ხმაურია აუტანელი, მტვერი…“ – პრობლემების ჩამონათვალი დიდი აქვთ სალიბაურში მცხოვრებ ადამიანებს. მათი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, როცა დაახლოებით ორი წლის წინ სახლების აივნებისა და ეზოების პირდაპირ ბათუმის შემოვლითი გზა გაიყვანეს. მანამდე სალიბაური ერთი მშვიდი და ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელი იყო. 15 ოჯახი, რომლებსაც ახლა უკვე ცხოვრება …
Continue reading “ცხოვრება მაგისტრალის ქვეშ – როგორ უნგრევენ ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს”
ძლიერმა ქარმა ქობულეთში რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა
22 ნოემბერს ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქობულეთში რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა. ქობულეთის მერია ამ დროისთვის ზარალს ითვლის. მერიის ინფორმაციით, სოფელ ლეღვაში სახლის წინ ქარმა ხე წააქცია, რომელიც ბოსელს დაეცა და დაანგრია. აჭარაში რამდენიმე დღეა ავდარია. მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მოთოვა.
მთავრობამ საოჯახო სასტუმროს 177 მფლობელს 614 ათასი ლარი მისცა
„გავრილოვის ღამის“ შემდეგ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 177 ბიზნესმენს დაეხმარა. მათ სახელმწიფომ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციიდან „აწარმოე საქართველოში“ მოგვაწოდეს. მას შემდეგ, რაც მთავრობის წარმომადგენლებმა რუსი ტურისტების დაკარგვის გამო შეშფოთება გამოთქვეს და საჯაროდ ზიანის ანაზღაურების დაპირება გასცეს, მთავრობას 207-მა მცირე და საოჯახო სასტუმროს მესაკუთრემ მიმართა. ორგანიზაციის მონაცემებით, ჯამში 177 განაცხადი დაკმაყოფილდა და გაიცა 614 …
Continue reading “მთავრობამ საოჯახო სასტუმროს 177 მფლობელს 614 ათასი ლარი მისცა”
პენსიონერს მოპარული მანქანა გამოძიებამ 3 წელი არ დაუბრუნა – ის პროკურატურას უჩივის
ქობულეთში მცხოვრები გურამ სვანიძე პროკურატურას სასამართლოში უჩივის და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. გურამ სვანიძე პენსიონერია და ამბობს, რომ უმუშევარი არ დარჩებოდა, პროკურატურას სამი წელი რომ არ გაეჩერებინა მისი ავტომანქანა პოლიციის ეზოში. შემთხვევა 2015 წლის სექტემბერში მოხდა – გურამ სვანიძეს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანა მოჰპარეს. იმავე დღეს პოლიციელებმა ავტომანქანა იპოვეს და ამ საქმეზე ლ.გ.-ც დააკავეს. პროკურატურამ …
მერიის მიერ დახარჯული 40 ათასი ლარი სახლისთვის, სადაც არ იცხოვრება
„ჩემი სახლი ისტორიულია, 1902 წელს არის აშენებული, აქ აღარ იცხოვრება,“ – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ხათუნა გოგიძემ, როცა მის სახლში მივედით. აქ, ახვლედიანის #15-ში, ხათუნა გოგიძე დათო გორგაძესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. სახლი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანდა. გასული წლის 10 დეკემბერს ახვლედიანის 12-ში მომხდარმა აფეთქებამ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს – ახვლედიანის 15-ში მდებარე …
Continue reading “მერიის მიერ დახარჯული 40 ათასი ლარი სახლისთვის, სადაც არ იცხოვრება”
ძლიერმა ქარმა ძირითადად ქობულეთი და ბათუმი დააზარალა
ძლიერმა ქარმა ძირითადად ქობულეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების, ასევე ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღის სახურავი, მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა გზები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. „წუხანდელი ქარიშხლის შედეგად მუნიციპალიტეტს ზიანი მიადგა. ამ დროისათვის მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება მოვახდინოთ. დაწყებულია საბავშვო ბაღის სახურავის აღდგენითი სამუშაოები, ასევე, ინტენსიურად იწმინდება მოგლეჯილი …
Continue reading “ძლიერმა ქარმა ძირითადად ქობულეთი და ბათუმი დააზარალა”