შშმ ქალი 34 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – „მინდა, სხვა შშმ ქალებსაც სტიმული მივცე“

დეა ერემაშვილი 34 წლის ასაკში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. დეა შშმ პირია და მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს, მან ეროვნულ გამოცდებზე 50-პროცენტიანი გრანტი მაინც აიღო. როგორც დეამ „ბათუმელებს“ უთხრა, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე პირველად 18 წლის ასაკში ჩააბარა, თუმცა იძულებული გახდა, მესამე კურსიდან სწავლა შეეწყვიტა. „მაშინ შშმ პირების …

შშმ პირებს რეგიონებში ეტლი, ყავარჯენი თუ სმენის აპარატი ადგილზე არ მიეწოდებათ

შშმ პირებს სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ეტლი, ყურსასმენი ან სხვა აუცილებელი ნივთები ადგილზე არ მიეწოდებათ. მაგალითად, თუ შშმ პირი სოფელში ცხოვრობს, ის იძულებულია ნივთის მისაღებად თბილისში ან ბათუმში ჩავიდეს და ჩამოიტანოს. ამ პრობლემაზე „ბათუმელებს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი დეა ერემაშვილი ესაუბრა. „მაგალითად, ქედაში ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ორი არასრულწლოვანი შშმ შვილი ჰყავს და …

არც ერთმა მერიამ არ მოგვაწოდა ბიუჯეტის პროექტი – შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

„2022 წლის ბიუჯეტის პროექტი არც ერთმა მუნიციპალიტეტმა არ მოგვაწოდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი დეა ერემაშვილი. ბიუჯეტის პროექტის შესწავლა ორგანიზაციას საშუალებას მისცემს, ბიუჯეტის შემუშავებისას უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული შშმ პირთა ინტერესები. „წესით, ჩვენ მარტიდან უკვე უნდა ვყოფილიყავით ჩართული ახალი ბიუჯეტის პროექტის სამუშაო პროცესში. როგორც საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, …

დეას ცხოვრება – მეუბნებოდნენ, რომ ჯანმრთელი შვილი არ მეყოლებოდა, რადგან შშმ ვარ

დეა ერემაშვილს მობილობის შეზღუდვა აქვს, თუმცა ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილდება. ცდილობს საოჯახო საქმეებიც დამოუკიდებლად გააკეთოს. ამბობს, რომ  მეუღლეც ეხმარება და პატარა დემეტრეც. დეას რვა წლის შვილი ჰყავს. „ჯანმრთელი და შესანიშნავი“, – როგორც თვითონ გვეუბნება. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ შვილი არ გაეჩინა, რადგან შეზღუდული უნარები ექნებოდა. „რომ დამეჯერებინა, ახლა დემეტრე არ მეყოლებოდა. მე დავამსხვრიე სტერეოტიპი, ჯანმრთელი შვილი მყავს“, …

დეა ერემაშვილი: როცა შშმ პირი ხარ, დამატებით გიწევს რაღაცის დამტკიცება

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა საერთაშორისო დღეა. 2019 წელს ამ დღის მთავარი გზავნილია – „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“. სოციოლოგ ოჩი კონცელიძის ვლოგში, „თავისუფალი თემა ოჩისთან“ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თანამშრომელმა, დეა ერემაშვილმა ისაუბრა შშმ პირთა უფლებებზე, საჭიროებებსა და საზოგადოების დამოკიდებულებებზე. მან აღნიშნა, რომ საზოგადოება ხშირად შეზღუდულ შესაძლებლობას ინტელექტუალურ შეზღუდვასთან აიგივებს და რომ საქართველოში შშმ ქალებისთვის …

Exit mobile version