ბათუმში დაახლოებით 35 წლამდე კაცს მეხი დაეცა. მეხის დაცემის შედეგად, კაცმა სხეულის ნაწილობრივი დამწვრობა მიიღო. დაშავებული პირი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „აქვს დამწვრობები, მაგრამ ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და გადის მკურნალობას“, – თქვეს კლინიკაში. შემთხვევა გუშინ, 11 სექტემბერს, საღამოს …
Continue reading “სტაბილურია კაცის მდგომარეობა, რომელსაც ბათუმში მეხი დაეცა”