მთავარი,სიახლეები

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე ორი მუშა დაშავდა

17.11.2019 • 2537
ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე ორი მუშა დაშავდა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ორი მუშა მძიმედ დაშავდა. ისინი რკინის კონსტრუქციის ქვეშ მოჰყვნენ.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთ მუშას ფეხი აქვს მოწყვეტილი, მეორემ კი, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

აბუსერიძის ქუჩაზე  ბათუმის მერიის დაკვეთით წყალანირების ახალი სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობს.

ბათუმი, აბუსერისძის ქუჩა. ადგილი სადაც ორი მუშა დაშავდა / 17.11.2019 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე, „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: