თუთა ჯგუშია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფთან ახლოს ცხოვრობს. ამ დასახლებას „მზიურის აგარაკებს“ ეძახიან. 25 მაისს თუთა ჯგუშიას კარ-მიდამოს მესამედი მოვარდნილმა წყალმა წაიღო. როგორც თუთა ჯგუშია „ბათუმელებთან“ ამბობს, მდინარის კალაპოტი მისი საცხოვრებელი სახლიდან ხუთ მეტრშია უკვე და კიდევ ერთი წყალმოვარდნის შემთხვევაში, მისი სახლი, შესაძლოა, მდინარემ მთლიანად წაიღოს. „აქ არის ლოჭინის შენაკადი, ნორიოს ხევი ჰქვია ამ მდინარეს, …
Tag Archives: დაზარალებულები
ამ დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს – კაცი, რომელსაც აქციაზე სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს
აქტივისტი და უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი მათ შორისაა, ვინც დაკავების და ცემის შემდეგ იზოლატორში არ შეუყვანიათ – ის იმდენად მძიმედ იყო, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა: „აქტივისტი ვარ და ხშირად ვარ აქციებზე, მაგრამ არასოდეს დავუკავებივარ. იციან, რომ არ ვაშავებ, სხვა დროს არც კი მოსულან ჩემთან. პირველი დეკემბრის ღამეს დიდი რაოდენობით გაზი გამოიყენეს, გაიფანტა ხალხის ნაწილი. …
სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან – წელს 31 ბავშვია დაზარალებულად ცნობილი
პროკურატურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში 31 მოზარდია ცნობილი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“. 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, მეორე ნაწილის შემთხვევაში კი, რაც ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას ჯგუფის მიერ, ან მის …
Continue reading “სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან – წელს 31 ბავშვია დაზარალებულად ცნობილი”
ბინა იმავე ადგილას ან კომპენსაცია – რას ჰპირდება მერია ჩამონგრეული კორპუსის მეპატრონეებს
დღეს, 14 ოქტომბერს, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ბინის მეპატრონე სხვაგან გადაწყვეტს ბინის შეძენას, მერია მას ფულად კომპენსაციას გადაუხდის. „მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ კორპუსი არ ექვემდებარება გამაგრებას და საჭიროა …
„მივმართავთ უკიდურეს ზომებს“ – კომპანია სვეტის მიერ დაზარალებულების აქცია ბათუმში
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა ბათუმის მერიასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. დღეს მერიასთან მხოლოდ ოთხი დაზარალებული იყო მოსული, თუმცა მთლიანობაში 300-ზე მეტი მოქალაქე ითხოვს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებას, რომელიც „სვეტმა“ დაიწყო. აქციის მონაწილეები დღეს, 3 ივნისს, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსს შეხვდნენ. დაზარალებულები თამარ მეფის პირველ ნომერში ცხოვრობდნენ, სადაც „სვეტი“ ოლიმპიურ კომპლექსს აშენებდა. დაზარალებულები ამბობენ, რომ …
Continue reading “„მივმართავთ უკიდურეს ზომებს“ – კომპანია სვეტის მიერ დაზარალებულების აქცია ბათუმში”
ხანძრით დაზარალებულებს მერია საცხოვრებლის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს
ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. ხანძარი ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან 24 აპრილს, საღამოს გაჩნდა. დამწვარია ორი სახლი და ერთი სახლის სახურავი. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურების რამდენიმე ვარიანტზე ესაუბრა. …
Continue reading “ხანძრით დაზარალებულებს მერია საცხოვრებლის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს”
ბათუმის მერია ხანძრით დაზარალებულებს ბინებს გადასცემს
ბათუმის მერიამ ხანძრით დაზარალებულ ცხრა ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა. დაზარალებულები ასევე მიიღებენ თანხას ბინების გასარემონტებლად. 2013 წლის 21 სექტემბერს ზვიად გამსახურდიას #11-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.